თამბაქოს პროდუქციაზე საქართველოს მოსახლეობის დანახარჯები ისევ მაღალია და 3-ჯერ აღემატება ჯანმრთელობის დაზღვევაში მის მიერვე გადახდილ თანხებს.

გალტ & თაგარტის მონაცემებით, 2024 წელს სწრაფად რეალიზებადი სამომხმარებლო პროდუქციის – FMCG-ს სექტორი 6.8%-ით გაიზარდა და 22.7 მლრდ ლარს მიაღწია.

FMCG-ში შედის ისეთი პროდუქცია, როგორიცაა ხილ-ბოსტნეული, ხორცი და ხორცპროდუქტები, რძის ნაწარმი, თამბაქო, ბაკალეა, სასმელები.

ამ მაჩვენებლის 7,2% ანუ დაახლოებით 1,6 მილიარდი ლარი მოსახლეობამ  თამბაქოზე დახარჯა. ჯანმრთელობის დაზღვევაზე დახარჯული თანხების ოდენობამ კი 534 მლნ შეადგინა ( წინა წელს იყო 447 მილიონი).

დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მონაცემებით, კერძო სამედიცინო დაზღვევით მოსახლეობის 20 % სარგებლობს.

გასულ წელს ეს წილი 19%-ს შეადგენდა. უწყების მონაცემებით, ქვეყანაში ჯანმრთელობის დაზღვევის 741,174 მოქმედი პოლისია. წინა წელს ეს მაჩვენებელი 720,944 იყო, 2022-ში კი 682,152.

jandacva.ge