შპს „ბარაქას“ დირექტორის ვაჟა ბერიძის განცხადებით, ფასების 20%-მდე შემცირება შესაძლებელია.
„ძირითადად, საქართველო ზის იმპორტულ პროდუქციაზე. ამასთან დაკავშირებით ფასების წარმომქმნელი, საკმაოდ დიდი სივრცე გვაქვს, რომ ფასი დავწიოთ დაბლა. მიმაჩნია, რომ 20%-მდე შეიძლება დაიწიოს. იმისდა მიხედვით, მაგალითად მე რამდენად ვყიდულობ რძის ფხვნილს. ბიზნესმენისა და ხალხის გარანტორი უნდა იყოს სახელმწიფო და დაზღვევა“, - განაცხადა ვაჟა ბერიძემ.
ცნობისთვის, პარლამენტში ფასების შემსწავლელი დროებითი კომისიის პირველი სხდომა იწყება. კანონმდებლები სურსათის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებს მოუსმენენ. კონკრეტულად ხორცის, რძის პროდუქტებისა და კვერცხის მწარმოებლებს.













