ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი შეხვდა საქართველოში გაერო-ს მუდმივ კოორდინატორს, დიდიე ტღებიუკს.

ფინანსთა სამინისტოს ცნობით, მხარეებმა მიმოიხილეს გაერო-სა და საქართველოს შორის დადებული 2026-2030 წლების ჩარჩო ხელშეკრულების ფარგლებში გაწერილი თანამშრომლობის საკითხები.

ფინანსთა მინისტრმა სტუმარს გააცნო ქვეყნის მაკროეკონომიკური ვითარება და ფისკალური პარამეტრები, ხაზი გაესვა მთავრობის მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ ღონისძიებებს, რომელთა მიზანია ქვეყნის მდგრადი განვითარების მხარდაჭერა.

შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი დაგლას უები, გაეროს ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელი საქართველოში კაორი იშიკავა და გაეროს მუდმივი კოორდინატორის ოფისის ეკონომისტი ერიკ ანდერმო.