ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელის მიერ გუშინ გამოქვეყნებულ განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

“სავალუტო ფონდის მისია ვიტყოდი, რომ იყო საკმაოდ წარმატებული. მათ პრესრელიზში აღნიშნულია ცალსახად პოზიტიური განვითარება, ასევე გაზრდილია წლევანდელი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, თუ აქამდე 7.2%-ს პროგნოზირებდა ფონდი, ახლა 7.3%-ის ზრდას მოელიან.

ჩვენი პროგნოზი კიდევ უფრო მაღალია - 7.4%. პოზიტიური გზავნილებიდან გამოვყოფდი ეროვნულ ბანკთან მიმართებით რეზერვების ზრდაზე. 2025 წლის ნოემბრის დასაწყისის მდგომარეობით 5.8 მილიარდი დოლარი იყო და ამჟამად კიდევ უფრო გაზრდილია. რეზერვებში რეკორდული ზრდა არის და აღწევს მათი მაჩვენებლის 100%-ს. ჩვენ უკვე გადავაჭარბეთ 100%-ს,"- აღნიშნა ნათია თურნავამ.