გალტ & თაგარტის 16–20 თებერვლის კვირის მიმოხილვის თანახმად, ლონდონის ბირჟაზე დალისტული სამივე ქართული კომპანიის აქციები სოლიდურ ზრდას აჩვენებს, როგოორც წინა კვირასთან, ისე წინა თვის მაჩვენებლებთან შედარებით. საანალიწო პერიოდში ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებლით თიბისი ბანკის ჯგუფის აქციების ფასი გაიზარდა.
კერძოდ, Lion Finance Group-ის (BGEO LN) აქციები დაიხურა 102.50 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +5.67% წინა კვირასთან შედარებით და +7.67% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 207 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 97.55 - 103.20 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 56 ათასი აქცია შეადგინა.
თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 46.65 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +9.76% წინა კვირასთან შედარებით და +17.21% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 268 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 42.00 - 46.65 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 68 ათასი აქცია შეადგინა.
Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 34.00 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +2.56% წინა კვირასთან შედარებით და +8.97% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 194 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 33.15 - 34.75 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 48 ათასი აქცია შეადგინა.












