კოლუმბია ვენესუელიდან ბუნებრივი აირის იმპორტს აშშ-ის მთავრობის სპეციალური ლიცენზიის გარეშე ვერ შეძლებს.
ამის შესახებ ქვეყნის მაღაროებისა და ენერგეტიკის მინისტრმა, ედვინ პალმამ, კარაკასში ვენესუელის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„სამწუხაროდ, როგორც ჩანს... ჩვენ ვერ შევძლებთ ამ ტრანზაქციის დასრულებას, რადგან ვენესუელაში გვეუბნებიან, რომ საჭიროა აშშ-ის მთავრობის ლიცენზია და ახალი ლიცენზიის მიღება უფრო რთული და გაჭიანურებული იქნება და ჩვენ შეშფოთებულები ვართ ვადით“, - თქვა პალმამ.
გარდა ამისა, ვენესუელიდან შესყიდვებს ხელს უშლის არა მხოლოდ აშშ-ის ნებართვის საჭიროება, არამედ ორ ქვეყანას შორის დამაკავშირებელი გაზსადენის მდგომარეობაც. ანტონიო რიკაურტეს მილსადენი დიდი ხანია გამორთულია და, ადგილობრივი მედიის ცნობით, აღდგენისთვის მნიშვნელოვან ინვესტიციებს მოითხოვს.
მინისტრის თქმით, კოლუმბია ბუნებრივი აირის მზარდი დეფიციტის წინაშე დგას. ზოგიერთი ექსპერტის შეფასებით, არსებული მარაგი დაახლოებით ექვსი წელი შეიძლება გაძლოს, მაგრამ ისინი უკვე ვერ აკმაყოფილებენ ქვეყნის ყველა საჭიროებას.













