2024 წელს საქართველოში ელექტროენერგიის წარმოება 1.1%-ით შემცირდა
საქსტატის ცნობით, 2024 წლის
განმავლობაში მოპოვებულ
იქნა 35.8 ათასი ტონა ნედლი
ნავთობი, რაც წინა წელთან
შედარებით 8.0 პროცენტით
ნაკლებია, 177.8 ათასი ტონა —
ქვანახშირი, რაც წინა
წელთან შედარებით 20.1
პროცენტით მეტია და 15.9
მილიონი მ3 — ბუნებრივი
გაზი, რაც წინა წლის
მაჩვენებელს 3.0 პროცენტით
ჩამორჩება.გამოკვლევის
შედეგების მიხედვით, 2024
წელს, წინა წელთან
შედარებით, შეშის წარმოება
შემცირდა 7.2 პროცენტით და 1
034.6 ათასი მ3
შეადგინა.საანგარიშო
პერიოდში, წარმოების
სტრუქტურაში უდიდესი წილი
– 77.4 პროცენტი მოდის
ელექტროენერგიაზე, მეორე
ადგილს იკავებს
ბიოსაწვავი და
ნარჩენებისგან წარმოებული
ენერგია – 12.3 პროცენტით,
რომელიც ძირითადად
წარმოდგენილია შეშის
სახით, ხოლო დანარჩენი
სახეობის ენერგორესურსები
სტრუქტურაში შედარებით
დაბალი წილით
ხასიათდება.ამასთან,
უწყების ანგარიშით, 2024 წელს
ელექტროენერგიის საბოლოო
მოხმარებამ 13 006.1 მილიონი
კილოვატ-საათი შეადგინა,
რაც 6.0 პროცენტით მეტია წინა
წლის მაჩვენებელზე.2024 წლის
მონაცემებით, ბუნებრივ
გაზზე მოთხოვნის
მოცულობამ შეადგინა 3 404.3
მილიონი მ3, რაც წინა წელთან
შედარებით 1.1 პროცენტით
მეტია, ხოლო ბუნებრივი
გაზის საბოლოო მოხმარებამ
ამავე პერიოდში 2 711.2 მილიონი
მ3 შეადგინა, რაც 7.7
პროცენტით მეტია წინა წლის
მაჩვენებელზე. 2023 წელთან
შედარებით, ბუნებრივი
გაზის მოხმარება გაიზარდა
მრეწველობის ცალკეულ
დარგებში, მომსახურების და
სოფლის მეურნეობის დარგში,
კლება კი დაფიქსირდა
საგზაო
ტრანსპორტში.გამოკვლევის
შედეგების მიხედვით, 2024
წელს ქვეყანაში
მოხმარებულია 1 578.6 ათასი
ტონა ნავთობპროდუქტი, რაც
წინა წელთან შედარებით 8.4
პროცენტით
მეტია.ენერგორესურსების
მოხმარების სტრუქტურაში 42.4
პროცენტი მოდის ბუნებრივ
გაზზე, შედარებით მაღალი
წილით ხასიათდება აგრეთვე
ნავთობპროდუქტები (29.6
პროცენტი) და
ელექტროენერგია (20.5
პროცენტი), 3.5 პროცენტს
შეადგენს ქვანახშირი, ხოლო
დარჩენილი 4.0 პროცენტი
მოდის ბიოსაწვავზე,
გეოთერმულ და მზის
ენერგიაზე.როგორც
საქსტატში აცხადებენ, 2024
წლის ენერგორესურსების
მოხმარების სექტორული
ანალიზი გვიჩვენებს, რომ
ენერგორესურსების ყველაზე
დიდი მომხმარებელია
ტრანსპორტის და
შინამეურნეობების
სექტორები, რომლებზეც
მოდის მთლიანი მოხმარების,
შესაბამისად 33.0 და 31.9
პროცენტი. რაც შეეხება სხვა
დარგებს, 15.3 პროცენტი —
მრეწველობის, 4.3 პროცენტი —
მშენებლობის, 0.6 პროცენტი —
სოფლის, სატყეო და თევზის
მეურნეობის დარგებზე, ხოლო
დარჩენილი 14.9 პროცენტი კი
კერძო და სახელმწიფო
მომსახურებაზე და სხვა
მომხმარებლებზე
ნაწილდება.
1764668850