"ნოემბერში საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვები გაიზარდა - ძალიან კარგი ამბავია!", - ამის შესახებ ფინანსისტი, საპენსიო სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი ლევან სურგულაძე სოციალურ ქსელში წერს.
"ნოემბერში საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვები გაიზარდა - ძალიან კარგი ამბავია! როგორც ვამბობდი წინა პოსტებში, ნოემბერ-დეკემბერში ველოდები რეზერვების ზრდას - ეს გამართლდა. რეზერვების ზრდა უნდა გაგრძელდეს მომდევნო თვეებში, განსაკუთრებით გაზაფხულ-ზაფხულში ტურისტული სეზონის დადგომასთან ერთად.
უარყოფითი ეფექტი ჰქონდა ეროვნული ბანკის რეზერვების დივერსიფიცირებულ პორტფელში ევროს ღირებულების კლებას. ასევე, მთავრობამ საგარეო ვალების მიმდინარე სავალდებულო გადასახდელებიც გადაიხადა", - წერს სურგულაძე.













