SOCAR-ის შვილობილმა კომპანიამ, Caspian Drilling Company-მ (CDC), ისრაელის სამხრეთ ნაწილში საძიებო გაზის ჭაბურღილის ბურღვა დაიწყო.

CDC-ის ინფორმაციით, კომპანია „Sifra North 01“ ჭაბურღილზე საბურღ სამუშაოებს დამკვეთის — Mosestro-ს დაკვეთით ახორციელებს.

„Caspian Drilling Company Ltd და Complex Drilling Operations Trust (CDOT) სიხარულით აცხადებენ, რომ ისრაელში, „Sifra North 01“ ჭაბურღილზე, ჩვენი დამკვეთის — Mosestro-სთვის ერთობლივი საბურღი სამუშაოები დაიწყო. ბურღვამდე საჭირო ყველა წინაპირობისა და მოთხოვნის შესრულების შემდეგ, საბურღი სამუშაოები 2026 წლის 22 ნოემბერს, 11:20 საათზე განახლდა. ეს მნიშვნელოვანი ეტაპი ორივე გუნდის მზადყოფნასა და კოორდინირებულ ძალისხმევაზე მეტყველებს. მადლობას ვუხდით ჩვენს დამკვეთს — Mosestro-ს, პროექტის პარტნიორებს და ყველას, ვინც წვლილი შეიტანა მოსამზადებელ სამუშაოებში. CDC და CDOT კვლავაც მჭიდროდ ითანამშრომლებენ, რათა უზრუნველყონ საბურღი სამუშაოების უსაფრთხოდ და ეფექტიანად ჩატარება“, — ნათქვამია განცხადებაში.