„ახალი საგადახდო სისტემა საშუალებას მისცემს მომხმარებელს ნებისმიერ დღეს და დროს განახორციელოს გადახდა, რომელიც მყისიერად შესრულდება“, - ამის შესახებ სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავა განაცხადა.

საქართველოს ეროვნულ ბანკში კომერციული ბანკების, საბანკო ასოციაციისა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერებისთვის სებ-ის მიერ საგადახდო ინფრასტრუქტურის ტრანსფორმაციის მიზნით დაგეგმილი ორი მიმდინარე პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.

შეხვედრას სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა და ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე გალდავა ესწრებოდნენ.

შეხვედრის ფარგლებში, დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების (RTGS) სისტემის განახლებისა და სრულიად ახალი ტიპის - მყისიერი გადახდების სისტემის დანერგვის პროექტების პრეზენტაცია გაიმართა.