ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 2024 წლის სექტემბრის თვეში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 13,5 ათასი ტონა, რაც 0,9 ათასი ტონით ანუ 6,2%-ით ნაკლებია 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (14,4 ათასი ტონა) შედარებით.

მ/წლის სექტემბერში სანავთობო ბიტუმის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა ერაყიდან - 11,7 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 86,7%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან:  თურქმენეთი - 1,7 ათასი ტონა (12,6%); აზერბაიჯანი - 0,1 ათასი ტონა (0,7%);

2024 წლის სექტემბრის თვეში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტმა შეადგინა 8,76 ათასი ტონა, რაც 3,82 ათასი ტონით ანუ 77,3%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (4,94  ათასი ტონა) შედარებით.

მ/წლის სექტემბერში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტის 97,6%  (8,55 ათასი ტონა) განხორციელდა რუსეთის ფედერაციიდან.