ნათია ჯანაშია ბრიტანულ-ქართული აკადემიის წინააღმდეგ - სასამართლო ქრონი...
ეპიზოდი მერვე - 17
სექტემბერი
„ბრიტანულ-ქართულ
აკადემიასთან“
დაკავშირებით თბილისის
საქალაქო სასამართლოში
რამდენიმე საქმეა
წარმოებაში. ერთ-ერთ
მათგანს, კერძოდ -
გარიცხვის/მემორანდუმიდან
გასვლის და ზიანის
ანაზღაურების
გაერთიანებულ საქმეს
განიხილავს მოსამართლე
ქეთევან კურცხალია.17
სექტემბერს, აღნიშნული
საქმე, მოსამზადებელი
ეტაპიდან განახლდა.
დაიკითხა 2 მოწმე.
სოციოლოგი იაგო
კაჭკაჭიშვილი, რომელსაც 2026
წლის ივნისის თვეში,
„აკადემიის“ მაჟორიტარი
პარტნიორის - „საქართველოს
განათლების ჯგუფის“
დაკვეთით კვლევა აქვს
განხორციელებული და ასევე,
გიორგი კეთილაძე -
„განათლების ჯგუფის“
ყოფილი დირექტორი, რომლის
უშუალო ჩართულობითაც
გაფორმდა, 2019 წელს, მხარეთა
შორის მემორანდუმი და
“ბრიტანულ-ქართული
აკადემიის” წილის
ნასყიდობის თაობაზე
ხელშეკრულება. ორივე მოწმე
„საქართველოს განათლების
ჯგუფის“ მიერ იყო
სასამართლოს წინაშე
წარმოდგენილი.„განათლების
ჯგუფის“ იურისტების მიერ
დასმული შესაბამისი
კითხვების პასუხად,
სოციოლოგმა იაგო
კაჭკაჭიშვილმა
სასამართლოს მოუთხრო
ჩატარებული კვლევის
სპეციფიკისა და მთელი რიგი
დეტალების შესახებ.
კვლევის ამოცანა იყო
განესაზღვრა, იქონია თუ არა
გავლენა „აკადემიის“
მინორიტარი აქციონერის,
ნათია ჯანაშიას მიერ
სოცქსელებში და სხვა
საჯარო ინსტრუმენტებში
წარმოებულმა კამპანიამ
„აკადემიის“ იმიჯზე და მის
პოტენციურ
განვითარებაზე.სოციოლოგმა
აღნიშნა, რომ საველე
სამუშაოების წარმოების
პროცესში, განხორციელდა 13 000
-მდე სატელეფონო ზარი,
საიდანაც შეირჩა 250 ოჯახი,
რომლებთანაც გაგრძელდა
კვლევა.რესპონდენტთა
შერჩევის ძირითადი
კრიტერიუმები იყო
შემდეგი:რესპონდენტის
ოჯახში უნდა ყოფილიყო 7-დან
17 წლამდე, ანუ სასკოლო
ასაკის წევრი; ოჯახი უნდა
ყოფილიყო
მაღალშემოსავლიანი
(მინიმუმ 7 000 ლარამდე);
ოჯახის არც ერთი წევრი არ
უნდა ყოფილიყო არსებითად
დაკავშირებული
„ბრიტანულ-ქართულ
აკადემიასთან“; ოჯახს უნდა
ჰქონოდა საბაზისო
ინფორმაცია „აკადემიის“
არსებობასთან
დაკავშირებით და სხვ.იაგო
კაჭკაჭიშვილის
განმარტებით, კვლევის
შედეგების დასაშვები
ცდომილება (- +) 5%-ის
ფარგლებშია. მთავარი
მიგნებები, რაც კვლევამ
გამოავლინა, იყო ის, რომ
რესპონდენტების 40% -მდე,
„აკადემიასთან“
დაკავშირებით არსებული
დავის შესახებ
ინფორმაციას ფლობდა და ამ
ინფორმაციის წყაროდ
ასახელებდა სოციალურ
ქსელებში ნათია ჯანაშიას
მიერ გავრცელებულ ცნობებს.
კვლევამ აჩვენა, რომ
გამოკითხულთაგან 35 %-მდე
რესპონდენტი ფიქრობდა
განათლების მისაღებად
ოჯახის წევრის
„ბრიტანულ-ქართულ
აკადემიაში“ მიყვანას,
თუმცა საბოლოო ჯამში, ეს
გადაიფიქრა.ნათია
ჯანაშიას წარმომადგენლებს
სოციოლოგთან ერთადერთი
არსებითი კითხვა ჰქონდათ -
კერძოდ, მათ სთხოვეს
კაჭკაჭიშვილს, განემარტა
შემდეგი - რესპონდენტებს,
რომლებიც პასუხობდნენ რომ
„აკადემიის“ გარშემო
არსებული დავის თაობაზე
ინფორმაცია ნათია
ჯანაშიას საჯარო
აქტივობებიდან ჰქონდათ,
აზუსტებინებდნენ თუ არა,
კერძოდ რომელი
პუბლიკაციებიდან ფლობდნენ
ამ ინფორმაციას და
დაწვრილებით ეკითხებოდნენ
თუ არა, მათი შინაარსის
შესახებ. აღნიშნულ კითხვას,
კაჭკაჭიშვილმა უპასუხა,
რომ მსგავსი ამოცანა მისი
კვლევის მიზანი არ ყოფილა
და ვერც იქნებოდა და რომ
ამგვარად დასმული
საკითხის საპასუხოდ სულ
სხვა ხასიათისა და
შინაარსის, ახალი კვლევის
ჩატარებაა საჭირო, რომელიც
სოციოლოგიის ფარგლებს
სცილდება.სოციოლოგ იაგო
კაჭკაჭიშვილის დაკითხვა
ამით დასრულდა.ხანგრძლივი
გამოდგა მეორე მოწმის,
„განათლების ჯგუფის“
ყოფილი დირექტორის, გიორგი
კეთილაძის დაკითხვის
პროცესი. „განათლების
ჯგუფის“ ადვოკატების
საპასუხოდ, მან
დაწვრილებით გაიხსენა და
აღწერა ყველა ის ძირითადი
ფაქტი, მომენტი და
ფაქტობრივი გარემოება, რაც
„განათლების ჯგუფის“ მიერ
„აკადემიის“ 70 %-იანი წილის
შესყიდვის პროცესში და
შემდგომ უკვე ნათია
ჯანაშიას და დავით
ცეცხლაძის მენეჯმენტის
პირობებში, მათთან
ურთიერთობას
ეხებოდა.ფაქტობრივად და
პრაქტიკულად, მან სხვა
სიტყვებით, თუმცა ცხადია,
იმავე შინაარსით, მოუთხრო
სასამართლოს ყველაფერი ის,
რაც რამდენიმე თვის წინ მის
მიერვე საჯაროდ
გავრცელებულ ვრცელ
წერილში აქვს
აღწერილი.საგულისხმო იყო
ერთი მომენტი. კეთილაძემ
აღნიშნა, რომ „აკადემიაში“
მათი ინვესტიციის
განხორციელებამდე ნათია
ჯანაშია და დავით ცეცხლაძე,
ხელფასის სახით,
სიმბოლურად 1000-1500 ლარს
იღებდნენ. ამ ფონზე,
პარალელურად, მათი და მათი
ოჯახის წევრთა ყველა
მიმდინარე და კაპიტალური
საჭიროება ფინანსდებოდა
„აკადემიის“ ხარჯებით -
იქნებოდა ეს მოგზაურობა,
შესყიდვები, თუ
სხვა.კეთილაძემ აღნიშნა,
რომ გარიგების საწყის
ეტაპზევე მხარეები
შეთანხმდნენ, რომ მსგავსი
პრაქტიკა უბრალოდ ვეღარ
გაგრძელდებოდა, თუნდაც
მხოლოდ იმიტომ, რომ
„განათლების ჯგუფი“,
როგორც ფინანსური
ანგარიშგების უმაღლესი
სტანდარტის კომპანია, ამ
პრაქტიკას, ბუნებაში არ
ცნობდა. სანაცვლოდ,
მხარეები შეთანხმდნენ, რომ
ჯანაშია-ცეცხლაძის
მიმდინარე საყოფაცხოვრებო
და სხვა ინტერესების
დაბალანსების მიზნით, მათ
ოფიციალურად
დაენიშნებოდათ ხელფასი
აკადემიის ბიუჯეტიდან -
თითოეულს წლიურად 500 000 ლარის
მოცულობით. კეთილაძემ
აღნიშნა, რომ როგორც
შემდგომ, ნათია ჯანაშიას და
დავით ცეცხლაძის
„აკადემიის“
მენეჯმენტიდან დათხოვნის
შემდეგ გაირკვა,
მიუხედავად 5 წლის
განმავლობაში ერთობლივად
წლიური 1 მილიონი ლარის
შემოსავლისა, მათ ძველი
პრაქტიკითაც მასშტაბურად
განაგრძეს სარგებლობა და
საკუთარი და ოჯახის
წევრების საჭიროებების
„აკადემიის“ ხარჯებით
დაფინანსება.სასამართლომ,
განხილვისთვის გამოყოფილ
დროში ვერ დაასრულა
მხარეთა მიერ მოწმე გიორგი
კეთილაძის დაკითხვა. უფრო
მეტიც - მის მიმართ
დასასმელი კითხვები
„განათლების ჯგუფის“
იურისტებსაც დარჩათ.
შესაბამისად, სხდომა
გადაიდო 25 სექტემბრისთვის.
იგი განახლდება კვლავ
„განათლების ჯგუფის“
ადვოკატთა კითხვებზე
მოწმის პასუხით, რის
შემდგომაც გიორგი
კეთილაძის დაკითხვას უკვე
ნათია ჯანაშიას და დავით
ცეცხლაძის ადვოკატები
განაგრძობენ. მათი თქმით,
მათ კეთილაძის მიმართ
დასასმელი 400-მდე შეკითხვა
აქვთ
მომზადებული.საქალაქო
სასამართლოში განახლდა
გახმაურებული ბიზნესდავის
განხილვა, რომელიც
"ბრიტანულ-ქართული
აკადემიის" აქციონერებს
შორის მიმდინარეობს.
“აკადემიის” მინორიტარი
აქციონერი (30%) და ყოფილი
დირექტორი, ნათია ჯანაშია
მაჟორიტარი აქციონერის (70%),
"საქართველოს განათლების
ჯგუფის" ("საქართველოს
კაპიტალის" შვილობილი)
კომპანიიდან გარიცხვას
ითხოვს. თავის მხრივ,
შესაგებელი სარჩელით,
მინორიტარი აქციონერის
გარიცხვას ითხოვს
"საქართველოს განათლების
ჯგუფიც". ნათია ჯანაშიამ ეს
დავა 2024 წელს წამოიწყო.
აღნიშნული დავის წინარე
ისტორია ასეთია - 2019 წელს
მხარეებს შორის გაფორმდა
წილის ნასყიდობის
ხელშეკრულება, რომლის
მიხედვითაც ნათია
ჯანაშიამ და მისმა მეუღლემ,
დავით ცეცხლაძემ
საქართველოს განათლების
ჯგუფისგან მიიღეს 29 მილიონ
300 ათასი ლარი
ბრიტანულ-ქართული
აკადემიის 70%-იანი წილის
სანაცვლოდ. მხარეთა შორის
შეთანხმებით, წილის
გაყიდვის მიუხედავად,
ნათია ჯანაშია აკადემიის
დირექტორის პოზიციაზე
დარჩა მომდევნო 5 წლის
განმავლობაში და
მეუღლესთან ერთად წლიურად 1
მილიონ ლარს იღებდა
ხელფასის სახით. 2024 წელს, მას
შემდეგ რაც მენეჯმენტ
კონტრაქტი ამოიწურა და
მაჟორიტარმა აქციონერმა
ნათია ჯანაშია
“ბრიტანულ-ქართული
აკადემიის” დირექტორად
აღარ დატოვა, ნათია
ჯანაშიამ სასამართლოს
მიმართა და
მემორანდუმიდან გასვლა და
ზიანის ანაზღაურება
მოითხოვა. შემდგომში მან
ასევე მოითხოვა
"საქართველოს განათლების
ჯგუფის“ გარიცხვა
პარტნიორობიდან 10 მლნ აშშ
დოლარის გადახდის პირობით.
ამ სარჩელებს, როგორც
მოსალოდნელი იყო,
"საქართველოს განათლების
ჯგუფმა" შესაგებელი
სარჩელებით უპასუხა. 9
სექტემბერს განახლდა
მოსამზადებელი სასამართლო
სხდომა, სადაც სასამართლო,
მოსამართლე ქეთევან
კურცხალიას
თავმჯდომარეობით, მხარეთა
მიერ წარდგენილი, სარჩელზე
თანდართული
მტკიცებულებების მიღების
პროცესს აწარმოებს.
სხდომაზე დაიკითხა
“განათლების ჯგუფის” მიერ
გამოძახებული მოწმე -
ლიცენზირებული
შემფასებელი, - ქალბატონი
ნინო ბერაია (დამოუკიდებელ
შემფასებელთა ასოციაციის
პრეზიდენტი), რომელმაც
ნათია ჯანაშიას დაკვეთით
ორჯერ შეაფასა
“ბრიტანულ-ქართული
აკადემიის” ღირებულება - 2024
წლის ნოემბრის და 2026 წლის
ივნისის მდგომარეობით. მან
ასევე შეაფასა რა იქნებოდა
“ბრიტანულ-ქართული
აკადემიის” ღირებულება
ორი კამპუსის მშენებლობის
პროექტის განხორციელების
შემთხვევაში და ასევე
დაითვალა, რა თეორიული
დივიდენდი დაიკარგა ორი
სკოლის მშენებლობის
პროექტის
განუხორციელებლობით
მომდევნო 11 წლის
განმავლობაში. ამ
ყველაფრის
გათვალისწინებით, მან
ასევე შეაფასა ის
ჰიპოთეტური ზარალი
/მიუღებელი შემოსავალი/,
რაც ნათია ჯანაშიას მიადგა
და სწორედ ამ შეფასების
შედეგად დაითვალა ის ზიანი,
რასაც მინორიტარი
აქციონერი ითხოვს
მემორანდუმიდან გასვლის
საქმეში. აღნიშნულის
საწინააღმდეგოდ,
"საქართველოს განათლების
ჯგუფმა" დიდი ოთხეულის
წარმომადგენელ
საერთაშორისო აუდიტორულ
კომპანია KPMG-ს დაუკვეთა
ბერაიას წარმოდგენილი
დასკვნის შეფასება. მოწმე
ნინო ბერაიამ დაკითხვისას
ყურადღება გაამახვილა
შეფასების მეთოდოლოგიაზე
და სპეციფიკაზე. მან
კითხვებზე პასუხად
აღნიშნა ისიც, რომ
შეფასებისას ეყრდნობოდა
იმ მასალებს, რაც მას
დამკვეთმა, ანუ ნათია
ჯანაშიამ მიაწოდა. როგორც
მოწმე აღნიშნავდა, სწორედ
ამ მიწოდებული მასალების
თანახმად, ასაშენებელი
კამპუსებიდან ერთი 2021 წელს
უნდა შესულიყო
ექსპლუატაციაში, ხოლო
მეორე - 2022 წელს. საყურადღებო
იყო ის გარემოება, რომ
“განათლების ჯგუფის”
იურისტთა კითხვაზე, გარდა
ნათია ჯანაშიას მიერ
მიწოდებული ინფორმაციისა,
კიდევ ეყრდნობოდა თუ არა
შემფასებელი რაიმე ისეთ
დოკუმენტს, სადაც ორივე
მხარის ხელმოწერა
იქნებოდა დაფიქსირებული,
როცა ათვლის წერტილად,
კამპუსების
ექსპლუატაციაში შესვლის
მომენტად, ზემოხსენებულ
თარიღებს იღებდა და იყო თუ
არა ამ დოკუმენტებს შორის
საკუთრივ მხარეთა მიერ
ხელმოწერილი მემორანდუმი, -
ნინო ბერაიამ აღნიშნა, რომ
მას მემორანდუმი აქვს
ნანახი, თუმცა ამდაგვარი
ხასიათის დოკუმენტებში,
რომელიც თავისი არსით,
დეკლარაციულ ხასიათს
ატარებს და მხარეთა
განზრახულობას
გამოხატავს, კონკრეტული
თარიღები, როგორც წესი, არ
არის ხოლმე მითითებული. მან
აღნიშნა, რომ ასე იყო ამ
შემთხვევაშიც -
მემორანდუმიდან
ამოკითხული ვადები მან ვერ
გაიხსენა, უფრო სწორად -
აღნიშნა კიდეც, რომ მსგავსი
კონკრეტული ვადები მას ამ
მემორანდუმში არ
შეხვედრია. შესაბამისად,
მისი პასუხებიდან
გამომდინარეობდა დასკვნა,
რომ იგი შეფასებისას, ამ
შემთხვევაში, მხოლოდ ნათია
ჯანაშიას მიერ მიწოდებულ
ინფორმაციას ეყრდნობოდა.
მოწმის დაკითხვის
დასრულების შემდეგ
მხარეებმა სასამართლოს
წარუდგინეს დამატებით
რამდენიმე შუამდგომლობა,
რომელთა თაობაზეც
სასამართლო მხარეებს
თავის განჩინებას
დამატებით გააცნობს.
მოსამზადებელი სხდომა 17
სექტემბრის 14 საათისთვის
გადაიდო. ის მოწმე გიორგი
კეთილაძის დაკითხვით
გაგრძელდება, რომელიც
"საქართველოს განათლების
ჯგუფის" ყოფილი დირექტორია
და რომლის უშუალო
ჩართულობითაც გაფორმდა , 2019
წელს, მხარეთა შორის
მემორანდუმი და
“ბრიტანულ-ქართული
აკადემიის” წილის
ნასყიდობის თაობაზე
ხელშეკრულება.
1789723878