2024 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 283.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 1.1%-ით (3.0 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2023 წლის სექტემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, გზავნილების კლება ძირითადად რუსეთის ფედერაციიდან გადმორიცხვების შემცირებას უკავშირდება, რაც თავის მხრივ მიგრაციული ეფექტების მილევასთან არის დაკავშირებული.

რუსეთიდან საქართველოში მხოლოდ 36 მილიონი დოლარი გადმოირიცხა, რაც წინა წელთან შედარებით 40%-ით ნაკლებია, რის შედეგადაც რუსეთმა გზავნილებში მესამე პოზიციაზე გადაინაცვლა, პირველი ადგილი კი უკვე რამდენიმე თვეა იტალიას უჭირავს, საიდანაც სექტემბერში $50 მილიონი გამოიგზავნა, რაც წლიურად 13%-ით არის მომატებული.

მეორე პოზიციას 49 მილიონი დოლარით აშშ იკავებს, საიდანაც გზავნილები სექტემბერში 18%-იანი ტემპით გაიზარდა.

ტოპ-10 ქვეყანა, საიდანაც 2024 წლის სექტემბერში ყველაზე დიდი მოცულობის თანხა გადმოირიცხა:

იტალია - 49.598 მლნ დოლარი (+13.4%)

აშშ - 49.034 მლნ დოლარი (+17.7%)

რუსეთი - 35.823 მლნ დოლარი (-40%)

გერმანია - 25.521 მლნ დოლარი (+18.4%)

საბერძნეთი - 24.719 მლნ დოლარი (+18.7%)

ისრაელი - 20.657 მლნ დოლარი (+20.9%)

ყირგიზეთი - 9.195 მლნ დოლარი (+111.5%)

თურქეთი - 8.986 მლნ დოლარი (-3.1%)

ყაზახეთი - 8.075 მლნ დოლარი (-56%)

ირლანდია - 5.920 მლნ დოლარი (+26%)