SOCAR Energy Switzerland, სახელმწიფო ნავთობკომპანიის შვილობილი კომპანია შვეიცარიაში, აშენებს პირველ წყალბადის ბენზინგასამართ სადგურს Grauholz Süd-ის ბენზინგასამართ სადგურზე ბერნის მახლობლად.

SOCAR Energy Switzerland-ის ინფორმაციით, სამშენებლო სამუშაოები უკვე დაწყებულია. წყალბადის შემავსებელი სადგური ექსპლუატაციისთვის მზად იქნება მაისის ბოლოს.

SOCAR Energy Switzerland-ის აღმასრულებელი დირექტორის, ედგარ ბახმანის თქმით, Grauholz Süd წყალბადის ბენზინგასამართი სადგური იქნება პირველი წყალბადის შემავსებელი სადგური SOCAR-ის ბრენდის ქვეშ:

„შვეიცარიაში პირველი SOCAR წყალბადის ბენზინგასამართი სადგურის ამოქმედებით ჩვენ მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანთ ენერგეტიკულ გადასვლაში“.

მოსალოდნელია, რომ მაისის ბოლოდან Grauholz Süd-ის ბენზინგასამართი სადგური, რომელიც მდებარეობს ბერნიდან ციურიხის გზატკეცილზე, ამუშავებს წყალბადის სადგურს წყალბადის მანქანების საწვავის შესავსებად 350 და 700 ბარი წნევით.

სოკარის ავტოგასამართი სადგურები მხოლოდ „მწვანე წყალბადს“ გაყიდიან. სადგურის გახსნის ცერემონია ივნისშია დაგეგმილი.

სანდრო პირველი