2025 წლის აპრილის მდგომარეობით საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 208 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 4.5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია. ეროვნული ბანკის გრძელვადიანი პოლიტიკა ყოველთვის მიმართულია საერთაშორისო რეზერვების დაგროვებასა და სარეზერვო აქტივების ეფექტურ მართვაზე. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე პერიოდშიც ბაზრის ხელსაყრელი პირობებიდან გამომდინარე, სებ-ი რეზერვების შევსებას განაგრძობს. მაგალითისთვის, მარტის მონაცემებით, 101.7 მლნ-ის წმინდა შესყიდვა განხორციელდა, ხოლო აპრილის სტატისტიკა 27 მაისს გამოქვეყნდება.

2025 წლის აპრილის მდგომარეობით ოქროს წილი მთლიან საერთაშორისო სავალუტო რეზერვებში 16.8% (757.7 მლნ აშშ დოლარი) შეადგენს. ოქროს ფასის ზრდის გამო, აპრილის მონაცემებით წინა თვესთან შედარებით, რეზერვების მოცულობა 42.9 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, რაც ეროვნული ბანკის რეზერვების დივერსიფიკაციის სტრატეგიის მართებულობას უსვამს ხაზს.

საქართველოს ეროვნული ბანკი ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2025 წლის 9 ივნისს გამოაქვეყნებს.

ეროვნულ ბანკს ზემოთ აღნიშნული სავალუტო შესყიდვებით, ჯერჯერობით, წინასაარჩევნო პერიოდში დახარჯული რეზერვების ნახევარიც არ დაუკომპენსირებია.