საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი წერეთელმა თანამდებობა, რამდენიმე დღის წინ პირადი განცხადების საფუძველზე, დატოვა.
ამჟამად თავმჯდომარის მოვალეობას გიორგი წერეთლის მოადგილე ლევან კუპატაშვილი ასრულებს.
შეგახსენებთ, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარედ გიორგი წერეთელი 2021 წელს დაინიშნა.