24 ივლისიდან სომხეთისთვის რუსული გაზის მიწოდება დროებით შეჩერებულია საქართველოში საგანგებო აღდგენითი სამუშაოების გამო.

ამის შესახებ „გაზპრომ არმენია“ იტყობინება.

„საქართველოში ჩრდილოეთ კავკასია-ამიერკავკასიის სატრანზიტო გაზსადენის ყაზახ-საგურამოს მონაკვეთზე საგანგებო აღდგენითი სამუშაოების ჩატარების აუცილებლობის გამო, სომხეთისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება დროებით შეწყდება 24 ივლისის 07:00 საათიდან 26 ივლისის 19:00 საათამდე“, - ნათქვამია პრესრელიზში.

კომპანიის ცნობით, „აღნიშნულ პერიოდში რესპუბლიკაში მომხმარებლებისთვის შეუფერხებელი და საიმედო გაზმომარაგება განხორციელდება შეზღუდვების გარეშე, შიდა რეზერვებისა და ირანიდან ბუნებრივი აირის მიწოდების დამატებითი მოცულობების გამო“.