სებ-ი რეზერვების დაგროვების ერთგული რჩება. 2025 წლის აპრილის მდგომარეობით, საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 208 მლნ აშშ დოლარით - 4.5 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა, - წერს პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში

მეგრელიშვილის თქმით, ამ ფონზე საინტერესოა, „რატომ დუმან და სად არიან ეკონომიკური კოლაფსის დამხატველი ექსპერტები, რომლებიც „დასასრულს“ გვიწინასწარმეტყველებდნენ?!“

„ნიკა გილაურის „გონიერი“ უგუნურება მოწმობს, რომ ის ოდესღაც ანგარიშგასაწევი ფიგურიდან არავინ და არაფრად იქცა. მისი და სხვა მისი მსგავსი ძალით ექსპერტული ანალიზი მათი აზროვნებისა და დონის მასაზეა გათვლილი, რასაც პოლიტიკური მიკერძოების კონკრეტული მესიჯი აქვს. ურეიტინგოთა მიერ რეიტინგული ინსტიტუტის (ეროვნული ბანკის) ხსენება ამ უკანასკნელს ვერაფერს დააკლებს, პირიქით, ეს და სხვა ფაქტები არის მკაფიო დადასტურება იმისა, რომ ნიკა გილაურისა და მისი მსგავსი ექსპერტების რეიტინგი დიდი ხანია, ნულს ჩასცდა და ანგარიშგასაწევი არ არის“, - წერს მეგრელიშვილი.