როგორც აზერბაიჯანული მედია წერს, საქართველოს ტერიტორიიდან აზერბაიჯანის რესპუბლიკაში წვრილფეხა ცხოველების იმპორტი, აგრეთვე აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიის ტრანზიტული ტრანსპორტირება დროებით შეიზღუდა.

აკრძალვის მიზეზი წვრილფეხა პირუტყვის დაავადება, ჭირი გახდა. აზერბაიჯანის სურსათის უვნებლობის სააგენტომ ქვემო ქართლში - აღსტაფას, ღაზახის, ტოვუზის, ბალაქენის, გახის, ზაგათალას, სამუხის რაიონებში, შინაური და გარეული ცხოველების ეპიზოოტოლოგიური მონიტორინგი ჩაატარა და ჭირის მქონე წვრილფეხა პირუტყვის აღრიცხვა განახორციელა.

მიმდინარე წლის 13 მარტიდან 29 მარტამდე, საზღვრისპირა რეგიონებში, ჩატარებული მონიტორინგის დროს, შემთხვევითი შერჩევის მეთოდით კლასიფიცირებული, 195 ინდივიდუალურ ან ფერმერულ შინამეურნეობაში მდებარე 65 დასახლებაში, 6-12 თვის ასაკის წვრილფეხა პირუტყვის 845 სადიაგნოსტიკო ნიმუში იქნა მიღებული.