ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, 2025 წელს პრივატიზაციის გეგმა 102%-ით შეასრულა. აქტიური საპრივატიზებო საქმიანობის შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტში ჯამურად - 217 236 571ლარი ჩაირიცხა, მაშინ როდესაც წლიური გეგმა 213 000 000 ლარს შეადგენდა. ინფორმაციას სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

საანგარიშგებო პერიოდში სააგენტომ 821 ელექტრონული აუქციონი გამოაცხადა, რომლის ფარგლებშიც აუქციონის წესით 529 ობიექტი გაიყიდა.

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო უძრავი ქონების პრივატიზების პარალელურად,აქტიურად ახორციელებს მოძრავი ქონების გასხვისებასაც ელექტრონული აუქციონის ფორმით.2025 წელს გაყიდულმა მოძრავი ქონების ჯამურმა ღირებულებამ 12 047986 ლარი შეადგინა.

ელექტრონულ პორტალზეeauction.ge-ზე რეგისტრაცია და აუქციონებში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, მათ შორის - საკუთარი სარეალიზაციო ქონების განთავსების მიზნით.

სააგენტო აქტიურად აგრძელებს სახელმწიფო ქონების დაჩქარებული პრივატიზაციის პროცესს და კერძო სექტორს პროაქტიულად სთავაზობს როგორც უძრავ, ისე მოძრავ ქონებას. პრივატიზების პროცესი სრულად გამჭვირვალე და ყველასთვის ხელმისაწვდომია. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე მონაწილეობა მიიღონ მიმდინარე ელექტრონულ აუქციონებში და მოკლე ვადაში გახდნენ სახელმწიფო აქტივების მესაკუთრეები.