"გაიზრდება თუ არა 2026 წლიდან ფასი, ეს სხვადასხვა ფაქტორზე იქნება დამოკიდებული, მათ შორის ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის ტარიფის ზრდაზე", - ამის შესახებ „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის" აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან სილაგავამ განაცხადა.
„დღეს იმპორტირებული ხორბლის ფასი არის 1 კგ 80 თეთრის ფარგლებში. ტონაში 800 ლარია. ქართული ხორბლის ფასი არის დაახლოებით 67-70 თეთრის ფარგლებში. განსხვავება გამოწვეულია იმით, რომ იმპორტირებული ხორბალი არის დღგ-ით, რომელსაც წისქვილკომბინატები ითვლიან. შესაბამისად, ეს არის ზუსტად ის სხვაობა, რომლითაც ფასთა სხვაობა არის გამოწვეული. იმის გათვალისწინებით, რომ ქართული ხორბალი დღგ-დან გათავისუფლებულია, მათი ჩათვლა ჩვენს მიერ არ ხდება და ეს პრობლემა არის.
დაახლოებით 1 წელია ფასი სტაბილურია, დაახლოებით 58-60 ლარის ფარგლებში. წელიწად ნახევრის წინ მატება იყო, თუმცა მერე გადათამაშება მოხდება ფასების, მათ შორის პურში. ვიცით, რომ სემეკ-მა ელექტროენერგიის გაძვირების ტენდენცია 3 თვით გადადო. წისქვილკომბინატები უფრო ელექტროენერგიაზე მუშაობს. პურის წარმოება გაზზეც არის და ელექტროენერგიაზეც.
შესაბამისად, ეს რა თქმა უნდა არის ფაქტორი. აქედან გადმომდინარე, ის კომპონენტები, რომელიც თვითღირებულებაში შედის და ფასს ადგენს, ძალიან მნიშვნელოვანია ღია იყოს და ჩვენ ყოველთვის ამის მომხრე ვართ. ვმუშაობთ, რომ პურის ფასის ინდექსი შემოვიდეს, რაც ნიშნავს იმას, რომ დადგინდეს პირველი, მეორე, მესამე ხარისხის ფქვილის, ქატოს ფასი, რომ პარამეტრები დალაგებული იყოს და ამაში ხორბლის ფასი იყოს გამოყვანილი. 6 ძირითადი ინგრედიენტია: მარილი, წყალი, სამუშაო ძალა, ხელფასები, თუ პურის ინდექსი იქნება ქვეყანაში შემოღებული, ეს უნდა გააკეთოს ან არასამთავრობო ასოციაციამ ან სტატისტიკის დეპარტამენტმა. ამ შემთხვევაში, შეგვიძლია შევხედოთ, რომელი კომპონენტის ცვლილებამ გამოიწვია პურის ფასების ზრდა ან კლება, რაც შედარებისთვის მნიშვნელოვანია“, - განაცხადა სილაგავამ მედიაცენტრ „მთავარში" გამართულ პრესკონფერენციაზე.












