“გლობალური ეკონომიკური პერსპექტივები 2026” – მსოფლიო ბანკმა ანგარიში გამოაქვეყნა.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2026 წელს საქართველოს ეკონომიკა 5,5%-ით გაიზრდება, რაც 2025 წლის ივნისის პროგნოზთან შედარებით 0,5%-ით მეტია.

მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2026 წელს კავკასიის რეგიონში სომხეთის ეკონომიკა გაიზრდება 4.9%-ით, აზერბაიჯანის კი 1.8%-ით.

რაც შეეხება მოლდოვასა და უკრაინას, ბანკის პროგნოზით, მოლდოვის ეკონომიკა 2026- წელს, 2,7%-ით, უკრაინის ეკონომიკა კი, 2%-ით გაიზრდება.