2025 წლის I კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 14.5 პროცენტით გაიზარდა და 56.0 მილიარდი ლარი შეადგინა.
საქსტატის ცნობით, ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც.
„2025 წლის I კვარტალში მისი მოცულობა 20.7 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 15.6 პროცენტით მეტია.
2025 წლის I კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობის 70.6 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა, 13.5 პროცენტი - საშუალოზე, ხოლო 15.9 პროცენტი კი - მცირე ბიზნესზე. განსხვავებული განაწილება იყო პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა პროდუქციის გამოშვების 48.6 პროცენტი, საშუალოზე - 23.1 პროცენტი, ხოლო მცირე ბიზნესზე - 28.3 პროცენტი.
2025 წლის I კვარტალში საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა 28.8 მილიარდი ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11.9 პროცენტით მეტი), ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა - 17.2 მილიარდი ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7.9 პროცენტით მეტი) შეადგინა.
2025 წლის I კვარტალში ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 771.0 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 2.9 პროცენტით მეტია. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 43.9 პროცენტი ქალი იყო, ხოლო 56.1 პროცენტი - კაცი.
დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 43.7 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა, 20.7 პროცენტი - საშუალოზე, ხოლო 35.5 პროცენტი - მცირე ბიზნესზე. საანგარიშო პერიოდში, დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 718.9 ათასი კაცი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.2 პროცენტით მეტი), ხოლო საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე 4 776.5 მილიონი ლარით განისაზღვრა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11.9 პროცენტით მეტი). 2025 წლის I კვარტალში, ბიზნეს სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 2 169.6 ლარს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 184.2 ლარით), ხოლო მათ შორის ქალების ხელფასმა 1 711.5 ლარი შეადგინა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 152.3 ლარით). საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი კი შემდეგნაირია:
მსხვილი ბიზნესი – 2 311.0 ლარი
საშუალო ბიზნესი – 2 559.1 ლარი
მცირე ბიზნესი – 1 675.8 ლარი.
2025 წლის I კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი - 35.9 პროცენტი მოდის ხელოვნება, გართობა და დასვენების დარგზე, მეორე ადგილზეა ვაჭრობა (ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის ჩათვლით) 32.7 პროცენტიანი წილით, შემდეგ მოდის დამამუშავებელი მრეწველობა - 7.1 პროცენტიანი წილით, მშენებლობა - 5.0 პროცენტიანი წილით, ინფორმაცია და კომუნიკაცია - 4.7 პროცენტიანი წილით, ტრანსპორტი და დასაწყობება - 4.4 პროცენტიანი წილით, ხოლო 10.2 პროცენტი დანარჩენ დარგებზე ნაწილდება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, 2025 წლის I კვარტალში ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვებაში პირველ და მეორე ადგილებს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა (18.1 პროცენტი) და ვაჭრობა (17.1 პროცენტი), შემდეგ მოდის მშენებლობა (15.1 პროცენტი), ინფორმაცია და კომუნიკაცია (12.6 პროცენტი) და ტრანსპორტი და დასაწყობება (9.1 პროცენტი), ხოლო დანარჩენ დარგებს სტრუქტურაში 28.0 პროცენტიანი წილი უჭირავს.
„2025 წლის I კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით ბიზნეს სექტორში ვაჭრობის (საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი), დამამუშავებელი მრეწველობისა და ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქმიანობების დარგები ლიდერობენ შესაბამისად, 29.1, 11.7 და 9.7 პროცენტიანი წილებით. სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი მოდის ტრანსპორტისა და დასაწყობების (8.0 პროცენტი), მშენებლობის (7.7 პროცენტი), აგრეთვე ინფორმაცია და კომუნიკაციის (6.1 პროცენტი) და განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობების (5.3 პროცენტი) დარგის საწარმოებზეც.
დასაქმებულთა რაოდენობა რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება: ⦁ ქ. თბილისი – 66.0 პროცენტი ⦁ აჭარის ა.რ. – 9.3 პროცენტი ⦁ იმერეთი – 6.5 პროცენტი ⦁ ქვემო ქართლი – 5.4 პროცენტი ⦁ სამეგრელო-ზემო სვანეთი – 3.4 პროცენტი ⦁ კახეთი - 2.7 პროცენტი ⦁ შიდა ქართლი - 2.2 პროცენტი ⦁ მცხეთა-მთიანეთი - 1.7 პროცენტი ⦁ სამცხე-ჯავახეთი - 1.4 პროცენტი ⦁ გურია - 0.9 პროცენტი ⦁ რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.3“,- აღნიშნულია ინფორმაციაში“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, სტატისტიკურმა გამოკვლევამ არ მოიცვა:
საქმიანობის სექტორები K, O, T, U 47.8 (საცალო ვაჭრობა ფარდულებში და ბაზრობებზე) 2. გამოკვლეული საწარმოები კლასიფიცირდებიან: ძირითადი საქმიანობის შესაბამისად, ფაქტიური მისამართის შესაბამისად. 3. ადგილობრივი საქმიანობის სახის ერთეულის, როგორც სტატისტიკური ერთეულის შემოღებამდე ქ. თბილისში ჩართულია რამოდენიმე მსხვილი საწარმო: 1. სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ 2. შპს „საქართველოს ფოსტა“ 3. სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ 4. სს „სილქნეტი“ 5. სს „საქართველოს რკინიგზა“ 6. სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ 7. სს „საქენერგორემონტი“ 8. შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ და ა.შ.