დიდი ბრიტანეთის სამეფოს მიერ სანქცირებული TV იმედის ცნობით, სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით სებ-ის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ მათ უხთრათ, რომ კომერციული ბანკები ვალდებულები არიან საქართველოს კანონმდებლობითა და კონსტიტუციით იხელმძღვანელონ.
"ქვეყანაში მოქმედი კომერციული ბანკები წარმოადგენენ საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით შექმნილ იურიდიულ პირებს, რომელთა საქმიანობა ექვემდებარება საქართველოს კონსტიტუციასა და ეროვნულ კანონმდებლობას. იმ შემთხვევაში, თუკი წარმოიქმნება კოლიზია სხვა იურისდიქციაში მიღებულ ნორმატიულ აქტსა და საქართველოს კონსტიტუციასა და კანონმდებლობას შორის, მოქმედი კომერციული ბანკები ვალდებული არიან იმოქმედონ კონსტიტუციისა და კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად" - ნათქვამია თურნავას TV იმედის მიერ გავრცელებულ კომენტარში.













