საქართველოს ეკონომიკამ ძალიან ძლიერი მედეგობა და წინსვლა აჩვენა, – ამის შესახებ საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა, ალეხანდრო ჰაჟდენბერგმა განაცხადა.

მისი თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდი ერთგული რჩება საქართველოს გარკვეული დარგობრივი რეფორმების, თანამშრომლობისა და მხარდაჭერის მიმართ.

„ამ სურათს დავასრულებ იმით, რომ საქართველოს ეკონომიკამ ძალიან ძლიერი მედეგობა და წინსვლა აჩვენა. ძლიერია მაკროეკონომიკური მართვა და ფისკალურას არის მყარი. საქართველოს აქვს ძლიერი პოზიცია, გააგრძელოს ეკონომიკური ზრდა, თუმცა არის დაჩენილი გარკვეული საქმეები, რომ უზრუნველყოფილი იყოს ეს გრძელვადიან პერიოდში. ჩვენ, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ერთგული ვართ საქართველოს გარკვეული დარგობრივი რეფორმების, თანამშრომლობის და მხარდაჭერის მიმართულებით“, – განაცხადა ალეხანდრო ჰაჟდენბერგმა.