2026 წლის თებერვალში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.2 პროცენტით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით გაიზარდა 2.4 პროცენტით.

მათ შორის:

  • საცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 0.5 პროცენტით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 3.0 პროცენტით;
  • არასაცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით შემცირდა 2.1 პროცენტით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით გაიზარდა 4.7 პროცენტით;
  • სამოქალაქო სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით შემცირდა 0.2 პროცენტით, ხოლო გასული წლის შესაბამის თვესთან შედარებით გაიზარდა 1.0 პროცენტით.

2026 წლის თებერვალში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.2 პროცენტით შემცირდა. აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო სამშენებლო მასალებზე ფასების 0.7 პროცენტიანი კლებით, რამაც -0.44 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში. წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 2.4 პროცენტით.

ინდექსის ზრდა, უმეტესწილად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 9.8 პროცენტიანი მატებით და სხვა ხარჯების კატეგორიის 4.6 პროცენტიანი ზრდით, რამაც შესაბამისად, 2.89 და 0.29 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში. ამასთან, 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 23.7 პროცენტით.