სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქართველოში მომსახურების საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ 2024 წლის მონაცემებს აქვეყნებს.
„საქსტატის“ ცნობით, 2024 წელს საქართველოში მომსახურების ექსპორტმა 7 706.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წელთან შედარებით 9.1%-ით მეტია, ხოლო იმპორტი - 3 814.8 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა, რაც 5.4%-ით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.
„2024 წელს დადებითმა სავაჭრო ბალანსმა 3 891.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 13.0 პროცენტით მეტია 2023 წლის სავაჭრო ბალანსზე.
2024 წელს მომსახურების ექსპორტში პირველი ადგილი მოგზაურობამ დაიკავა 4 425.4 მლნ. აშშ დოლარით, რაც მომსახურების მთლიანი ექსპორტის 57.4 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს სატრანსპორტო მომსახურება 1 716.7 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 22.3 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა სატელეკომუნიკაციო, კომპიუტერული და საინფორმაციო მომსახურება 842.3 მლნ. აშშ დოლარით (შესაბამისად 10.9 პროცენტი).
2024 წლის მომსახურების იმპორტში უმსხვილესი მომსახურება წარმოდგენილია სატრანსპორტო მომსახურების სახით რომლის იმპორტმა 2 265.9 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 59.4 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს მოგზაურობა იკავებს 485.9 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 12.7 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა სხვა საქმიანი მომსახურებაა 285.7 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 7.5 პროცენტი) 2024 წელს ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიანი მომსახურების ექსპორტში 57.6 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნებია:
რუსეთი (985.7 მლნ. აშშ დოლარი), თურქეთი (980.0 მლნ. აშშ დოლარი) და ისრაელი (515.0 მლნ. აშშ დოლარი).
2024 წელს ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიანი მომსახურების იმპორტში 51.2 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საიმპორტო ქვეყნებია: აშშ (413.4 მლნ. აშშ დოლარი), თურქეთი (351.6 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (322.2 მლნ. აშშ დოლარი)“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

 
    












 
  
  
  
  
  
  
  
  
  
         
                 
         
         
         
        