ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზეინოვაციურ ბანკად აღიარების შემდეგ, საერთაშორისო საფინანსო გამოცემამ Global Financeთიბისის ღია ბანკინგის API სერვისები ცენტრალურდა აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდდაასახელა. თიბისიმ ეს გამარჯვება 2026 წლისმსოფლიოს ყველაზე ინოვაციური ციფრული ბანკებისდაჯილდოებაზე მოიპოვა.
თიბისიმ Global Finance-ის აღნიშნული ჯილდო აიღო ღია ბანკინგის სერვისების მრავალფეროვნებისთვის, სიმარტივისთვის, პარტნიორების რაოდენობისა და გამოყენების მაღალი მაჩვენებლისთვის.
„Global Finance-ის მორიგი მნიშვნელოვანისაერთაშორისო აღიარება კიდევ ერთხელადასტურებს, რომ თიბისიში, ინოვაციებისა დატექნოლოგიების გამოყენებით, ფინანსურინდუსტრიაში ახალ სტანდარტებს ვამკვიდრებთ, რომელთა საშუალებითაც ჩვენიმომხმარებლებისთვის ყოველდღიურად ვქმნითმარტივ, სწრაფ და სანდო გამოცდილებას. ღია ბანკინგის სერვისები საშუალებას გვაძლევს, ჩვენი მომხმარებლებისთვის ინოვაციური სერვისები უფრო მეტად ხელმისაწვდომი გავხადოთ სხვა ფინტექ პლატფორმებზე“ - გიორგი კინწურაშვილი, თიბისის ეკოსისტემის ინოვაციების ლიდერი.
Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკებისდაჯილდოება წელს უკვე 27-ედ ჩატარდა. წლებისგანმავლობაში თიბისის ამ დაჯილდოებისფარგლებში სხვადასხვა ნომინაციაში არაერთისაერთაშორისო აღიარება აქვს მიღებული, რაც ბანკისინოვაციურობას, ციფრული სერვისების ხარისხსა დამომხმარებლისთვის საუკეთესო გამოცდილებისშექმნისაკენ მუდმივ სწრაფვას უსვამს ხაზს.












