საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი, რომელიც BTU-ის ინიციატივითა და თიბისი გენერალური მხარდაჭერით შეიქმნა, ქვეყნის ტექნოლოგიური განათლების განვითარების მნიშვნელოვანი პლატფორმაა. ჰაბის მთავარი მიზანია ნიჭიერი მოსწავლეების აღმოჩენა, განვითარება და საერთაშორისო ასპარეზისთვის მომზადება. სწორედ ამიტომ ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოზარდებისთვის და პროგრამებისა და ალგორითმების მიმართულებით სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო.

ჰაბის ახალი სასერტიფიკატო კურსები განკუთვნილია 7-12 კლასის მოსწავლეებისათვის, რომლებსაც ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით ცოდნის გაღრმავება და პროგრამირების საფუძვლების შესწავლა სურთ. კურსები დაეხმარება მოზარდებს განივითარონ ალგორითმული, ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება, გააძლიერონ ფუნდამენტური უნარები და ტექნოლოგიების მიმართ ინტერესი.

ჰაბის ფარგლებში, ახალი თაობისთვის, 2026 წლისბოლომდე სულ სამი მიმართულებით გამოცხადდება სასერტიფიკატო კურსები. მათ შორის პირველია"და პროგრამების საფუძვლები (C++)", რომელზეც რეგისტრაცია დაიწყო და 16 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

წლის ბოლომდე კი მოზარდებს ასევე შეეძლებათ დარეგისტრირდნენ: და პროგრამების საფუძვლების (Python) და „მონაცემთა სტრუქტურებისა დაალგორითმების თეორიული საფუძვლების“ კურსებზე.

გადადი ბმულზე და გაიგე მეტი დეტალი.

“კურსების მონაწილეები შეძლებენ დაეუფლონ დაპროგრამების და ალგორითმების თეორიის საფუძვლებს, რაც მომავალში მათ საშუალებას მისცემს მიიღონ უფრო ღრმა ცოდნა ორივე მიმართულებით. მოსწავლეებშესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ ეროვნულ ოლიმპიადებში, მონაწილეობა მიიღონ ტექოლიმპიადების ჰაბის მიერ ორგანიზებულ ეროვნულ ნაკრებთა შესარჩევ პროცესში, გაიარონ სიღრმისეულინტენსიურ გადამზადებ და შემდგომში საკუთარი ძალები საერთაშორისო ასპარეზზე გამოცადონ” - გიორგი მანდარია ტექ ოლიმპიადების ჰაბის ხელმძღვანელი.

თიბისის მხარდაჭერით ჰაბის საქმიანობა ხელს უწყობ სსაქართველოში ტექნოლოგიური განათლების ეკოსისტემის გაძლიერებას და მომავალი თაობის პროგრამისტების, ინჟინრებისა და ინოვატორების განვითარებას.