„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კომპანიის საქმიანობის შეჩერება გაუქმებას არ ნიშნავს. შეჩერებული სტატუსის მქონე ბიზნესსუბიექტებს შეზღუდული აქვთ გარკვეულ შესაძლებლობებზე წვდომა. მათ შორის, ვერ სარგებლობენ საბანკო პროდუქტებით, ვერ აახლებენ ამონაწერს და ვერ ახორციელებენ აქტიურ ბიზნესსაქმიანობას. შესაბამისად, მათ, ვისაც სურს, რომ ბიზნესსუბიექტი მოქმედი იყოს, აქვთ შესაძლებლობა, დადგენილ ვადაში მოაწესრიგონ სარეგისტრაციო მონაცემები. კიდევ ერთხელ განვმარტავ, 2027 წლის 1-ელი იანვარი მნიშვნელოვანი თარიღია“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილე თამარ ზოდელავამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „ბიზნესკურიერში“.

თამარ ზოდელავას განმარტებით, იმ ბიზნესსუბიექტებს, რომლებსაც კვლავ შეჩერებული ექნებათ სტატუსი და მონაცემები არ ექნებათ განახლებული, გაეგზავნებათ შეტყობინება და მიეცემათ დამატებით სამთვიანი ვადა, 2027 წლის 1-ელ აპრილამდე.

„ეს იქნება საბოლოო ვადა იმ სუბიექტებისთვის, რომლებსაც სურთ, სარეგისტრაციო მონაცემები კანონთან შესაბამისობაში მოიყვანონ. ამისთვის მათ უნდა მიმართონ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს; 2027 წლის 1-ელ აპრილს კი, ის ბიზნესსუბიექტები გაუქმდებიან, რომლებსაც სტატუსი შეჩერებული ექნებათ და სარეგისტრაციო მონაცემები არ ექნებათ განახლებული“, - განაცხადა თამარ ზოდელავამ.