ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“, მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, ქობულეთში, შებან ღაღაიშვილის ოჯახის წართმეულ ნახევარ მილიონი სამკვიდრო ქონების დაბრუნებას საქმეზე, დამატებით მასალას აქვეყნებს, რომელიც ქონების ამჟამინდელი მფლობელის არაკეთილსინდისიერებას და არამართლზომიერ ქმედებას ადასტურებს. კერძოდ, ქობულეთის შემოვლითი გზის მიმდებარედ, მისამართზე: ქობულეთი, სოფელი კვირიკე, საერთო ჯამში სამი დამოუკიდებელი საკადასტრო მონაცემის ქვეშ არსებული 8638 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მქონე მიწის ნაკვეთი ქონების სადავოობის თაობაზე, წერილობითი ფორმით წინასწარი გაფრთხილების მიუხედავად, სარესტორნო სფეროდან აჭარაში ცნობილმა ბიზნესმენმა ჯემალ ბათაძის ოჯახმა შეიძინა. კერძოდ, მიწის ნაკვეთების მფლობელი ჯემალ ბათაძის შვილი - ვაჟა ბათაძე გახდა. განცხადებას აღნიშნულის შესახებ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ავრცელებს, რომელიც დაზარალებული ოჯახის ინტერესები დამცველია.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ სასამართლო წესით განსახილველია უძრავ ნივთზე პირდაპირი მემკვიდრისა და მოთხოვნის უფლების მქონე პირის - თალიკო ღაღაიშვილის მიკუთვნებითი სარჩელი და მოთხოვნილია უძრავ ქონებებზე ყველა გარიგების ბათილად ცნობა, როგორც მოჩვენებითი და თვალთმაქცური გარიგებები, როგორც კანონსაწინააღმდეგო და ამორალური ხასიათის გარიგებები. სასამართლოს მიერ გამოყენებულია უზრუნველყოფის ღონისძიება და ბიზნესმენ ჯემალ ბათაძის ოჯახს კანონიერ ძალაში გადაწყვეტილების შესვლამდე, აკრძალული აქვს უძრავი ნივთის დაყოფა, გაერთიანება სხვა საგანთან, გასხვისება, იპოთეკით დატვირთვა და ნებისმიერი სახის სამშენებლო საქმიანობის განხორციელება. ვაჟა ბათაძემ სადავო ქონებები 2025 წლის 28 მარტსა და 28 აპრილს რეზო დიასამიძესთან (შვილი) და ლალი ქუთათელაძესთან (დედა) დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მიიღო, თუმცა დიასამიძეების ოჯახი ქონების გასხვისების დროს, სასამართლოში მიმდინარე საქმეზე წარმოადგენდა პროცესუალურ მხარეს და მათთან 2024 წლის 24 აპრილს პირისპირ შეხვედრაზეც კიდევ ერთხელ იქნა დაზარალებული ოჯახის წარმომადგენლის მხრიდან განმარტებული, რომ პირვანდელ და კანონიერ მესაკუთრეს გააჩნდა ქონების დაბრუნების ინტერესი. დაისამიძეების ოჯახმა ისარგებლა იმ ფაქტით, რომ სასამართლომ დროის ამ მონაკვეთში ქონების გასხვისების აკრძალვის უზრუნველყოფის ღონისძიება გააუქმა და დაზარალებული ოჯახის სამართლებრივი წინააღმდეგობის მიუხედავად, ქონება ჯემალ ბათაძის ოჯახზე დიასამიძეების ოჯახმა, დაუყოვნებლივ, იმავე დღეს გასხვისდა.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ განმარტავს, რომ 2025 წლის 28 მარტს, ჯემალ ბათაძის ოჯახის მიმართ ჯერ გასხვისებული იქნა ერთი ერთეული ქონება. ვინაიდან დაზარალებულმა ოჯახმა მიიღო ინფორმაცია, რომ მიწის ნაკვეთების სრულად „შეძენას“ ჯემალ ბათაძის ოჯახი აპირებდა, 2025 წლის 2 აპრილს, ოჯახის უფლებამოსილმა ადვოკატმა არჩილ კაიკაციშვილმა ვაჟა ბათაძეს წერილით შეატყობინა, რომ სამივე სადავო ქონება იყო სასამართლო წესით სადავო, მიმდინარეობდა საქმის განხილვა, მიწის ნაკვეთები აღმოჩნდა მიტაცებული, სახეზე იყო მოჩვენებითი და თვალთმაქცური გარიგებები და ნებისმიერი მყიდველი ჩაითვლებოდა არაკეთილსინდისიერ მხარედ. არჩილ კაიკაციშვილი მოითხოვდა უარი განცხადებულიყო 28.03.2025 გარიგებაზე და მოსალოდნელ გარიგებებზე, თუმცა ჯემალ ბათაძის ოჯახმა სამართლებრივად აუცილებელი წინადახედულება არ გამოიჩინა. აღსანიშნავია, რომ ოფიციალური შეტყობინებიდან მცირე დროში, ქსელ WhatsAapp-ის მეშვეობით, არჩილ კაიკაციშვილთან განხორციელებული იქნა ვაჟა ბათაძის მამის - ჯემალ ბათაძის ზარი. ორგანიზაცია დამატებით აღნიშნავს, რომ ჯემალ ბათაძე და თავისი ოჯახი მკვიდრად ცხოვრობს სადავო მიწის ნაკვეთის სიახლოვეს, სოფელ ქვედა კვირიკეში. ამასთან, 2015 წელს, როდესაც ბიზნესმენის ოჯახი ინტერესს გამოთქვამდა დასახელებული მიწის ნაკვეთის შეძენაზე, შებან ღაღაიშვილის შვილიშვილების - როლანდ ღაღაიშვილისა და ემზარ ღაღაიშვილის მოანწილეობით, მასთან ჩატარდა შეხვედრა, განემარტა მიწის ნაკვეთის ნაკლის და დავის თაობაზე. შესაბამისად, ორგანიზაცია განმარტავს, რომ ბიზნესმენ ჯემალ ბათაძის ოჯახის დამოკიდებულება და ქცევის სტანდარტი კიდევ უფრო მეტად მიუღებელი და კრიტიკულია.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ მონიტორინგის თანახმად, დგინდება, რომ
- ჯემალ ბათაძე 100%-იანი წილის მმართველი და დირექტორია 2010 წლის 23 თებერვალს დაფუძნებულ შპს „გეო-თურ“-ში (ს/კ 445384030), რომელიც თურქი ეროვნების პარტნიორებთან ერთად 2010 წლის 23 თებერვალს დააფუძნა. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების 2017 წლის 26 სექტემბრის უკანასკნელი ამონაწერის თანახმად, კომპანიის დირექტორი და 100%-იანი წილის მმართველი ისევ ჯემალ ბათაძეა.
- ჯემალ ბათაძე 100%-იანი წილის მმართველი და დირექტორია 2007 წლის 21 მარტს დაფუძნებულ შპს „მ.ჯ,ბ“-ში (ს/კ 245588378). მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების 2013 წლის 6 მარტის უკანასკნელი ამონაწერის თანახმად, კომპანიის დირექტორი და 100%-იანი წილის მმართველი ჯემალ ბათაძეა.
- ჯემალ ბათაძემ 2017 წლის 1 აგვისტოს დააფუძნა შპს „ორბი ჰოლდინგი“-ში (ს/კ 446970742), რომლის საწესდებო კაპიტალიც გადანაწილდა: ჯემალ ბათაძე - 50%, ომარ სირაბიძე - 50%. ჯემალ ბათაძე ამავე კომპანიის დირექტორის პოზიციას იკავებდა 2017 წლის 25 აგვისტომდე. 2017 წლის 25 აგვისტოს კომპანიის დირექტორი გახდა დავით სირაბიძე, ხოლო 2019 წლის 29 აგვისტოს პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით - გიორგი სირაბიძე. 2019 წლის 29 აგვისტოს ცვლილებით, საწესდებო კაპიტალი გადანაწილდა შემდეგნაირად: ჯემალ ბათაძე - 33.3%, ომარ სირაბიძე - 33,3% და როლანდ ხალვაში - 33.4%. 2019 წლის 22 ოქტომბრის პარტნიორთა კრების ოქმისა და 22.10.2019 ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ჯემალ ბათაძე და როლანდ ხალვაში კუთვნილ წილს ასხვისებენ რომან სირაბიძის სახელზე და რომა სირაბიძე ხდება კომპანიის 66.7% მმართველი, რაც მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების 2021 წლის 17 თებერვლის უკანასკნელი ამონაწერის თანახმად, უცვლელია.
- ჯემალ ბათაძე, 2017 წლის 26 ოქტომბრიდან 2019 წლის 9 იანვრის მდგომარეობით, 100%-იანი წილის მმართველსა და დირექტორს წარმოადგენდა 2010 წლის 22 იანვარს დაფუძნებულ შპს „უტევანი“-ში (ს/კ 445383246). მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების 2024 წლის 23 ოქტომბრის უკანასკნელი ამონაწერის თანახმად, კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი ჯემალ ქათამაძეა.
- ჯემალ ბათაძე 50%-იან წილის მმართველს წარმოადგენდა 2017 წლის 20 იანვარს დაფუძნებულ შპს „და-თო“-ში (ს/კ 445499693). 2017 წლის კომპანიის დაფუძნებიდან, 50%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი გახლდათ ბადრი დიასამიძე, ხოლო 2017 წლის 23 იანვრის პარტნიორთა კრების ოქმის თანახმად, მიღებული იქნა გადაწყვეტილება ჯემალ ბათაძის კომპანიის თანაბარუფლებიან დირექტორად დანიშვნაზე. 2018 წლის 7 თებერვლის პარტნიორთა კრების ოქმის თანახმად, ჯემალ ბათაძემ საწესდებო კაპიტალში არსებული თავისი კუთვნილი 50%-იანი წილი უსასყიდლოდ გადასცა ბადრი დიასამიძეს. ამასთან, გათავისუფლდა კომპანიის დირექტორის თანამდებობიდან. 2017 წლის სექტემბრის თვის მდგომარეობით, კომპანიის დირექტორია გიორგი ცეცხლაძე, ხოლო მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების 2024 წლის 2 ოქტომბრის უკანასკნელი ამონაწერის თანახმად, კომპანიის დირექტორი და 100%-იანი წილის მმართველი ბადრი დიასამიძეა.
რაც შეეხება უშუალოდ ვაჟა ბათაძეს, რომელის სახელზეც რეგისტრირებული იქნა წართმეული ქონება, საჯარო წყაროების მიხედვით, 5 მოქმედ და 1 ყოფილ კომპანიაში ფლობს წილს და ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებას. კერძოდ,
- ვაჟა ბათაძემ უკრაინის მოქალაქეებთან ერთად, 2025 წლის 24 იანვარს დააფუძნა შპს პრემიუმ ტრეიდ კორპორაცია (ს.კ 445775055), რომლის საწესდებო კაპიტალში წილობრივი მონაცემი გადანაწილდა: ვაჟა ბათაძე - 51%, ოლეკსანდრ ალიეკსიეიევ - 22%, ოლეკსიი მიხაილიუკ - 22%, დმიტრო კვასნიკოვ 5%. კომპანიის დირექტორი, სხვა პარტნიორებთან ერთად, თანაბარწილად, ასევე ვაჟა ბათაძეა.
- ვაჟა ბათაძემ თურქეთის და აზერბაიჯანის მოქალაქეებთან ერთად, 2025 წლის 4 ივნისს დააფუძნა შპს რენე ლიფტის კომპანია (ს.კ 445790216), რომლის საწესდებო კაპიტალში წილობრივი მონაცემი გადანაწილდა: ვაჟა ბათაძე - 25%, ზურაბ კონცელიძე - 25%, ქემალ ორალ - 25%, აიაზ გახრამანოვ - 25%. კომპანიის დირექტორი, ერთპიროვნულად ვაჟა ბათაძეა.
- ვაჟა ბათაძემ თურქეთის მოქალაქესთან ერთად, 2021 წლის 28 მარტს დააფუძნა შპს ქეი კაპიტალი (ს.კ 445595874), რომლის საწესდებო კაპიტალში წილობრივი მონაცემი გადანაწილდა: ვაჟა ბათაძე - 50%, შაფაკ დერია - 50%. კომპანიის დირექტორი, ერთობლივად, ასევე ვაჟა ბათაძეა.
- ვაჟა ბათაძემ 2020 წლის 5 თებერვალს დააფუძნა შპს ბათა (ს/კ 446978101), რომლის 100%-იანი წილის მმართველი, 2024 წლის 18 ოქტომბრიდან ოჯახის წევრი - დედა ინეზა ბერიძეა. კომპანიის დირექტორი, ერთპიროვნულად, ასევე ვაჟა ბათაძეა. 2024 წლის 1 ივლისამდე, კომპანიის დირექტორი იყო გიორგი ცეცხლაძე.
ვაჟა ბათაძე, 18% წილს ფლობს 2024 წლის 15 ოქტომბერს დაფუძნებულ შპს რენე თაუნ-ში (ს/კ 446999348), 34% წილს ფლობს 2023 წლის 2 აგვისტოს დაფუძნებულ შპს რენესითი-ში, 33.3% წილს, 21.10.2021 -დან 08.02.2022-მდე პერიოდში, ფლობდა შპს ფროზენ ფუდი-ში.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ მონიტორინგის ფარგლებში დგინდება, რომ შპს „უტევანი“ ქვეშ მოქმედებს ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ნაკვეთზე განთავსებული ცნობილი რესტორანი „რივიერა“. აღნიშნული სარესტორნო ბიზნესი დღემდე ჯემალ ბათაძის ფატქობრივ მფლობელობასთანაა დაკავშირებული, ისევე, როგორც ჯემალ ბათაძის ფაქტობრივ მფლობასთანაა კავშირში სამშენებლო და დეველოპერული კომპანია - შპს „რენე გრუპი“ (ს/კ 405358358), რომელიც ბაზარზე ოპერირებს „რენეს“ სახელწოდების ქვეშ. აღნიშნული კომპანია დაფუძნდა 2019 წლის ოქტომბერში და 2022 წლის 6 მაისის წილის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, კომპანიის 100%-იანი წილის მფობელი გახდა გიორგი ცეცხლაძე. 2022 წლის 27 დეკემბერს შეიცვალა კომპანიის დირექტორიც, ხოლო 2024 წლის 13 თებერვალს კომპანიის საფირმო სახელწოდება და ნაცვლად შპს „გროსმან გრუპი“-სა, ეწოდა შპს „რენე გრუპი“. 16.08.2024 უახლესი ამონაწერის თანახმად, შპს „რენე გრუპი“-ს დირექტორი მინდია ხინიკაძეა, ხოლო 100%-იანი წილის მფლობელი - გიორგი ცეცხლაძე, რომელიც, თავის მხრივ, ჯემალ ბათაძის მეზობელი და ნდობით აღჭურვილი პირია. როგორც უკვე აღინიშნა, გიორგი ცეცხლაძე დირექტორის პოზიციაზე დროის საჭირო მონაკვეთში რეგისტრირებული იქნა შვილის - ვაჟა ბათაძის კომპანიაში - შპს „ბათა“ (ს/კ 446978101) და მამის - ჯემალ ბათაძის კომპანიაში შპს „და-თო“-ში (ს/კ 445499693).
„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ 2007 წელს, ფიზიკურმა პირებმა: ბადრი ღაღაიშვილმა და დათო ღაღაიშვილმა წინასწარი შეთანხმებით, შექმნეს და დაამუშავეს ქონებების ხელში ჩაგდების სქემა, შემდგომ მოახდინეს სანათესაო და საახლობლო წრეზე მიწის ნაკვეთების კანონსაწინააღმდეგო, ამორალური, თვალთმაქცური და მოჩვენებითი გარიგებების საფუძველზე გადაფორმება, აჭარაში მოქმედი ჯერ სამეშენებლო, შემდეგ სარესტორნო ბიზნესში ჩართული მათთან დაკავშირებული პირების დარწმუნება, რომ ქონება არ იყო ნაკლის მქონე, რაც ოჯახისთვის მოგვიანებით გახდა ცნობილი.
დასახელებული ქონებების ფაქტობრივი ფლობა დადგენილი და დადასტურებულია საარქივო ცნობებითა და საკომლო ჩანაწერებით, რაც საქმეზეა წარმოდგენილი. შებან ღაღაიშვილი ფლობდა სასოფლო-სამურნეო დანიშნულების მქონე მიწის ნაკვეთებს სოფელ კვირიკეში, ამჟამად ქობულეთის შემოვლითი გზის მიმდებარედ ტერიტორიაზე. წარსულში აღნიშნული დასახლება ცნობილი იყო შხულიათის სახელწოდებით, რაც ნიშნავდა სათესს ტერიტორიებს. აღნიშნულს ადასტურებს აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება საარქივო სამმართველოს მიერ 2024 წლის 23 თებერვლს გაცემული საარქივო ცნობები. ბადრი ღაღაიშვილმა და დათო ღაღაიშვილმა, თავდაპირველად, სრულიად უკანონოდ მიიტაცეს თავიანთი ბაბუის - ჯემალ ღაღაიშვილის ძმის - შებან ღაღაიშვილის ოჯახის სამემკვიდრეო ქონება. სადავო პერიოდში, პროფესიით იურისტი ბადრი ღაღაიშვილი საქმინობდა პ/გ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ საარჩევნო კომისიაში და პირადი ურთიერთობა გააჩნდა ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელობასთან და პარტიულ პირებთან. შესაბამისად, ქონებებს დაეპატრონენ ქობულეთის მუნიციპალიტეტში თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია გადაწყვეტილებით და ხელშეწყობით.
ორგანიზაციამ სრულად შეისწავლა საახლობლო და სანათესაო წრე, რომელიც თვალთმაქცური, მოჩვენებითი, კანონსაწინააღდმეგო და ამორალური გარიგებების მხარეს წარმოადგენს. ბადრი და დათო ღაღაიშვილებმა სწორედ დასახელებულ პირებზე მოახდინეს ქონებების ფორმალურად გადაფორმება, თუმცა წლების განმავლობაში იღებდნენ სარგებელს და ფინანსურ შემოსავალს.
- თამაზ ლიპარტელიანი - ბადრი ღაღაიშვილის მეუღლის, ნატო ქარდავას დის ქმარი,
- ომარ გირკელიძე - ბადრი ღაღაიშვილის დედის ძმის შვილის მეუღლე [ბიძაშვილის მეუღლე],
- არჩილ იაშვილი - ბადრი ღაღაიშვილის მეუღლის ნატო ქარდავას მეორე დის ქმარი,
- რამაზ დიასამიძე - ბადრი და დათო ღაღაიშვილის ბიძაშვილის, ნათია მახარაძის მეუღლე, სამშენებლო კომპანია - შპს „სანდროს“-ს (ს/კ 445408229) დამფუძნებელი, 100%-იანი წილის მმართველი და დირექტორი,
- მურმან (რაულ) დიასამიძე - რამაზ დიასამიძის ძმა [ბადრი და დათო ღაღაიშვილის ბიძაშვილის, ნათია მახარაძის მეუღლის მაზლი].
- ლალი ქუთათელაძე - მურმან (რაულ) დიასამიძის მეუღლე [ბადრი და დათო ღაღაიშვილის ბიძაშვილის, ნათია მახარაძის მეუღლის მაზლის მეუღლე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი 2015 წლის მდგომარეობით]
- ირაკლი დიასამიძე - რამაზ და მურმან (რაულ) დიასამიძის ძმა.
- რეზო დიასამიძე - მურმან (რაულ) დიასამიძის შვილი,
„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ ბიზნესმენ დიასამიძესა და ბიზნესმენ ბათაძეს შორის ჩამოყალიბებულია პირადი ნაცნობობა და საქმიანი ურთიერთობა. როგორც უკვე აღინიშნა, ჯემალ ბათაძე 50%-იან წილის მმართველს წარმოადგენდა 2017 წლის 20 იანვარს დაფუძნებულ შპს „და-თო“-ში (ს/კ 445499693). კომპანიის დაფუძნებიდან, 50%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი გახლდათ ბადრი დიასამიძე, ხოლო 2017 წლის 23 იანვრის პარტნიორთა კრების ოქმის თანახმად, მიღებული იქნა გადაწყვეტილება ჯემალ ბათაძის კომპანიის თანაბარუფლებიან დირექტორად დანიშვნაზე. 2018 წლის 7 თებერვლის პარტნიორთა კრების ოქმის თანახმად, ჯემალ ბათაძემ საწესდებო კაპიტალში არსებული თავისი კუთვნილი 50%-იანი წილი უსასყიდლოდ გადასცა ბადრი დიასამიძეს, ეს უკანასკნელი კი ბიზნესმენ დიასამიძის ოჯახის ახლო ნათესავი და მათთან პირდაპირ დაკავშირებული პირია.
ცნობისთვის: ორგანიზაცია თალიკო ღაღაიშვილის ოჯახისთვის წართმეული სამემკვიდრეო ქონების დაბრუნების საკითხზე აგრძელებს მასშტაბურ და მრავალხმრივ სამართალწარმოებას სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული მოთხოვნების კუთხით. ორგანიზაცია ყურადღებით აკვირდება ყველა გამოვლინებას, რომელიც შესაძლებელია სამართლიანობის აღდგენის წინააღმდეგ, სასამართლოსა და ადმინისტრაციულ ორგანოებზე ბიზნესმენთა გავლენების ან რესურსის გამოყენების დაშვების საკითხს უკავშირდებოდეს. ასეთი ყველა ფაქტი, მიმდინარე მონიტორინგის ფარგლებში, იქნება გამოაშკარავებული და მხილებული. გასაჯაროვდება დოკუმენტური ფილმიც და პასუხი გაეცემა არაკეთილსინდისიერთა ჯგუფს.
თალიკო ღაღაიშვილის ინტერესებს, ორგანიზაციის სახელით, ხელმძღვანელი არჩილ კაიკაციშვილი წარმოადგენს.