ვუერთდებით საყოველთაო გაფიცვას, PSP ჯგუფი წარმოადგენს სამედიცინო კომპანიას, რამდენიმე საათით ვერ შევაჩერებთ მუშაობას, ამიტომ საქმიანობას 5 წუთით გავაჩერებთ, - წერს კახა ოქრიაშვილი ფეისბუქის“ პირად გვერდზე.

მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„PSP ჯგუფი ვუერთდებით საყოველთაო გაფიცვას, ორი მოთხოვნით: ჩატარდეს ახალი, გამჭვირვალე, უმაღლესი სტანდარტის საპარლამენტო არჩევნები და განთავისუფლდნენ პოლიტპატიმრები. ერთი სიტყვით - ვითხოვთ სამართლიანობას.

რაკი PSP ჯგუფი წარმოადგენს სამედიცინო კომპანიას, ჩვენ არც მორალური და არც სამართლებრივი უფლება არ გვაქვს, რამდენიმე საათით სრულად შევაჩეროთ მუშაობა. ამიტომ ვაჩერებთ ჩვენს საქმიანობას 5 წუთით, თუმცა ეს პროტესტიც იქნება იმგვარი, რომ ამ 5 წუთის განმავლობაშიც ერთმა მორიგე ფარმაცევტმა უზრუნველჰყოს გადაუდებელი შემთხვევების მომსახურება.

ალბათ, ახსნას არავისთვის საჭიროებს, რომ გადაუდებელი ოპერაცია ვერ გადაიდება, რეანიმაცია მუშაობს ვერ შეაჩერებს, აფთიაქში მოსულ მაღალწნევიანს უკან ვერ გავაბრუნებთ, ცოტა ხანში მობრძანდიო. ამ ფონზე, ჩვენი პროტესტი წარიმართება ასე: აფთიაქში იქნება მორიგე, გადაუდებელი შემთხვევებისთვის, ხოლო დანარჩენი თანამშრომლები შეურთდებიან პროტესტს 5 წუთის განმავლობაში,“- წერს ოქრიაშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ დამსაქმებლები და დასაქმებულები 15 იანვარს 15:00 საათზე საყოველთაო გამაფრთხილებელ გაფიცვას იწყებენ. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, პროტესტის მიზანია, აჩვენონ საზოგადოებას ის, თუ რა ელის საქართველოს იზოლაციის პირობებში. მათივე ცნობით, გაფიცვა 3 საათის განმავლობაში გაგრძელდება.