თუ კრიპტოვალუტით ვაჭრობას იწყებთ, მრავალ სხვადასხვა მახასიათებლებსა და ფაქტორებს უნდა გაეცნოთ, რამდენადაც ტრანზაქციების ეფექტიანობა პირდაპირაა აღნიშნულზე დამოკიდებული. აუცილებელია ყველაფერი შეიტყოთ შესაძლო ტრეიდინგ ვარიანტებზე, რომ იპოვოთ საუკეთესო გადაწყვეტა ინდივიდუალური პრეფერენციებისა და შესაძლებლობების მიხედვით.

გამოყავით სხვადასხვა ორდერის ტიპები, რომლებიც განსხვავდება მახასიათებლებითა და ფუნქციებით. ორდერები სპეციალიზებული ინსტრუქციებია, რომლებიც გამოიყენება გარკვეული კრიპტო აქტივების შესაძენად ან გასაყიდად. მაგალითად, ორდერები შესაძლოა გამოიყენებოდეს სწრაფი ვაჭრობისას ან გარკვეული პირობებით ვაჭრობისას.

სხვადასხვა ტრანზაქციებთან მუშაობის არსებული მექანიზმებისა და მახასიათებლების გააზრება საშუალებას მოგცემთ აირჩიოთ  სწორი ვარიანტი ოპტიმალურობის მიზნით. შეიტყობთ, თუ რა კრიპტო ტრეიდინგ ვარიანტები და ხელმისაწვდომი მექანიზმები არსებობს, რომლებიც ტრეიდინგს მომგებიანს და ყველასათვის ხელმისაწვდომს ხდის.

როგორ მუშაობს ორდერები კრიპტოში ?

არსებობს სხვადასხვა კრიპტოვალუტის ბირჟები, რომელთა მახასიათებლები და უპირატესობები განსხვავდება, ეს კი მხედველობაში უნდა იქნას მიღებული. კრიპტოვალუტის ბირჟის ბაზარი მუდმივად ვითარდება და უმჯობესდება, ამ უპირატესობით სარგებლობა კი მინიმალური დანახარჯებითა და ძალისხმევით შეგიძლიათ.

ონლაინ კრიპტო ბირჟების სხვადასხვა ტიპები საშუალებას გაძლევთ განახორციელოთ სხვადასხვა ოპერაციები. შეგიძლიათ სხვა ტრეიდინგ ორდერები გამოიყენოთ კონკრეტული კრიპტოვალუტის ხელსაყრელი პირობებით შეძენისთვის ან გაყიდვისთვის.

გავრცელებული კრიპტო ორდერების ტიპები  საშუალებას გაძლევთ  კონკრეტული აქტივის შესაძენად ოპტიმალური ღირებულების მომენტი აირჩიოთ. მანამდე, ასევე უნდა გაეცნოთ ორდერების წიგნის კონცეფციას. ეს არის კრიპტოვალუტების კონკრეტული წყვილის შესაძენად ან გასაყიდად არსებული ღია ორდერების სია. ორდერების წიგნის დახმარებით, სხვადასხვა ფსონის ვარიანტის გამოყენებით, შეგიძლიათ გაიგოთ, თუ როგორ მუშაობს მიმდინარე ბაზარი. თუ მომხმარებელს სურს შეიძინოს კონკრეტული კრიპტოვალუტა, ის შეისწავლის კრიპტოვალუტის არსებულ ვარიანტებს კონკრეტული მიზნით.

რა ტიპის ორდერები არსებობს?

არსებობს სხვადასხვა ვარიანტები, ამრიგად, ონლაინ კრიპტო ბირჟაზე ვაჭრობისას უნდა განიხილოთ ისინი. ორდერების შესაძენად და გასაყიდად, ყურადღება უნდა გაამახვილოთ კრიპტოვალუტის აქტივის ღირებულებაზე და სწორად განსაზღვროთ განსახორციელებელი პროცედურის სხვა მახასიათებლები.

ორდერები შესაძლოა სხვადასხვა ბაზრებზე არსებობდეს, სადაც მომხმარებლებისთვის, მათი ამოცანების მიხედვით, ხდება ოპტიმალური კონტრაქტების დანერგვა. ორდერები კლიენტებს საშუალებას აძლევს აირჩიონ კრიპტოვალუტის გადახდებისთვის საუკეთესო ვარიანტი, რაც ამცირებს კრიპტოვალუტის აქტივებთან მუშაობისას ფინანსების დაკარგვის რისკს. კრიპტოვალუტების ვაჭრობისას გამოიყენეთ მხოლოდ დადასტურებული და უსაფრთხო გზები.

რა არის კრიპტო ბირჟების სამი ძირითადი ტიპი?

არსებობს მრავალი სხვადასხვა ტიპის ორდერი, რომლებიც განსხვავდება მახასიათებლებითა და ფუნქციებით - ეს უნდა გაითვალისწინოთ, თუ უპირატესობის მიღება და გამომუშავება გსურთ. ორდერების გავრცელებულ ტიპებს შორისაა შემდეგი:

● საბაზრო ორდერი. ეს არის ინსტრუქციის ტიპი, რომელიც, როგორც წესი, ავტომატურად ხორციელდება. ტრანზაქცია სრულდება უკვე გამზადებული საბაზრო ღირებულების საფუძველზე. ყველა ოპერაცია ხორციელდება დაუყოვნებლივ, ამრიგად, დამატებითი ქმედებები საჭირო არ არის. ხელმისაწვდომი ბაზრის კურსი განსაზღვრავს კონკრეტული ორდერის ღირებულებას. ორდერების წიგნი აჩვენებს მიმდინარე ტრანზაქციების შესახებ ყველა მონაცემს. კრიპტო ბირჟა ყველა მონაცემს ხელმისაწვდომს ხდის  თითოეული მომხმარებლისთვის. ორდერების წიგნები რეგულარულად განახლებადია, ხოლო მომხმარებლები იღებენ ხელმისაწვდომ ახალ მონაცემებს. ტრანზაქციის განსახორციელებლად, სიტუაციის უკეთ გასააზრებლად, ტრეიდერმა უნდა განსაზღვროს შეძენის ფასი.

● ლიმიტ ორდერი. ასეთი ორდერი ხორციელდება წინასწარ განსაზღვრულ ფასად. ამავდროულად, აუცილებელია მხედველობაში იქონიოთ, რომ ლიმიტ ორდერების განხორციელება მკაცრად გარანტირებული არაა. ასეთ ტრანზაქციები მოქმედებს მხოლოდ მაშინ, თუ ღირებულება კონკრეტულ ნიშნულს აღწევს, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა ტრანზაქციის ლიმიტი. ლიმიტ ორდერები შეიძლება მოეწონოთ მათ, ვისაც სურს წინასწარ განსაზღვრული ფასით ვაჭრობა. ასევე, ლიმიტ ორდერი ყველაზე ხელსაყრელი ღირებულებით ფინანსების 100%-იანი მიღების გარანტიას იძლევა. შედეგად,  კარგი პირობებით გარიგების განსახორციელებლად არ მოგიწევთ დამატებით გადახდა.

● სტოპ ორდერი. ასეთი ორდერი, როგორც წესი, პასუხისმგებელია კონკრეტული ნიშნულის მიღწევისას კრიპტოვალუტის გაყიდვაზე. რის შემდგომაც, ასეთი ორდერი იძენს ბაზრის ორდერის სტატუსს და, ასევე, შეიძლება გამოყენებული იყოს მოგების ფიქსაციისთვის. ეს ვარიანტი შეიძლება მნიშვნელოვნად ამცირებდეს დანაკარგების რისკს და ანალოგებთან მიმართებით მაქსიმალურ შესაძლო მოგებას იძლეოდეს. სტოპ ორდერი, სიტუაციიდან გამომდინარე, შეიძლება ზემოთ ან ქვემოთ წევდეს ფასს, ასეთ შემთხვევაში უფრო რთულია კრიპტოვალუტით რაიმე ქმედების დაგეგმვა.

● სტოპ ლიმიტ ორდერი. ასეთი ორდერი აერთიანებს წინა ორი ტიპის ორდერების მახასიათებლებსა და უპირატესობებს. იგი ყველა ტრანზაქციას წინასწარ განსაზღვრულ ფასზე ახორციელებს, როდესაც ბაზარი სასურველ ნიშნულს აღწევს. ასეთი ორდერის ტიპის გამოყენებისას, საჭიროა ყურადღება მიაქციოთ შეზღუდული ფასის ასპექტს. მაგალითად, ლიმიტ ორდერი, როგორც წესი, შეიძლება დააწესოთ მაქსიმალურ და მინიმალურ შესაძლო ოდენობებზე. ამის შემდეგ, საუკეთესო შედეგების მისაღწევად ხორციელდება შესაფერისი კალკულაციები.

● ტრეილინგ სტოპ ორდერი.  ეს ვარიანტი ასევე შესაძლებელს ხდის მოგება-ზარალის გათვალისწინებას სხვადასხვა სავაჭრო ოპერაციების შესრულების პროცესში. როგორც წესი, ეს ნიშნულები გარკვეული თავდაპირველი ოდენობებიდან პროცენტულ მაჩვენებლებს წარმოადგენს. გარიგების ცვლილებისას შესაძლოა შეიცვალოს ღირებულება, რაც შესაბამის შედეგებს გამოიღებს. ფასი საერთო ტრენდის მიხედვით იცვლება. ტრეილინგ სტოპი ხელს უწყობს პროცესში მოგების დაფიქსირებას და დანაკარგის მიტიგაციას.

თუ კრიპტოვალუტით ვაჭრობა გსურთ, მხედველობაში უნდა იქონიოთ ბევრი დეტალი, რამდენადაც თქვენი გამომუშავება და სრულიად ტრეიდინგის ოპერაციების ეფექტურობა პირდაპირაა აღნიშნულზე დამოკიდებული. 

კრიპტო ტრეიდინგი - საკვანძო ფაქტორები

მყისიერი ორდერით კირპტოვალუტით ვაჭრობისას, თქვენი ტრეიდინგ სტრატეგიის ოპტიმიზაციისთვის მხედველობაში უნდა იქონიოთ რამდენიმე ფაქტორი. აქ არის რამდენიმე ძირითადი ელემენტი, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ:

● საბაზრო პირობები. საერთო საბაზრო პირობებისა და ტრენდების შეფასება ორდერების განთავსებამდე. ფასის არასტაბილურობა, ტრეიდინგ მოცულობა, სიახლეები, მოვლენები და სენტიმენტი. ანალიზი დაგეხმარებათ განსაზღვროთ გარიგებაში შესასვლელად ან გამოსასვლელად შესაფერისი დრო.

● ორდერის ტიპები. გაეცანით ტრეიდინგ პლატფორმაზე ორდერების სხვადასხვა ტიპებს. გავრცელებული ორდერების ტიპები მოიცავს საბაზრო ორდერებს, ლიმიტ ორდერებს, სტოპ ორდერებს და ტრეილინგ სტოპ ორდერებს. გაიგეთ, როგორ მუშაობს ორდერის თითოეული ტიპი და როდის გამოიყენოთ ისინი თქვენი ტრეიდინგ მიზნებისა და რისკის ტოლერანტობიდან გამომდინარე.

● შესვლისა და გასვლის წერტილები. განსაზღვრეთ თქვენთვის სასურველი შესვლისა და გასვლის წერტილი ტრეიდში. ტექნიკური ანალიზის ხელსაწყოები, როგორიცაა მხარდაჭერისა და წინააღმდეგობის დონეები, მცოცავი საშუალოები და ტრენდული ხაზები, შეიძლება დაგეხმაროთ პოტენციური შესვლისა და გასვლის წერტილების იდენტიფიცირებაში. განსაზღვრეთ სამიზნე ფასი და სტოპ-ლოს დონეები რისკის სამართავად და თქვენი კაპიტალის დასაცავად.

● ლიკვიდურობა. მხედველობაში იქონიეთ იმ კრიპტოვალუტის ლიკვიდურობა, რომლით ვაჭრობასაც აპირებ. მომეტებული ლიკვიდურობა უზრუნველყოფს, რომ თქვენი ორდერები შესაძლოა განხორციელდეს სწრაფად და სასურველი ფასით. ლიკვიდურმა ბაზრებმა შესაძლოა გამოიწვიოს მოსალოდნელ ფასსა და განსახორციელებელ ფასს შორის სხვაობა, რა შემთხვევაშიც თვენი ორდერი მოსალოდნელისგან განსხვავებული ფასით შესრულდება.

● ორდერის ზომა. განსაზღვრე ორდერის შესაფერისი ზომა თქვენი რისკის მართვის სტრატეგიის მიხედვით. თავი აარიდეთ თქვენი ტრეიდინგ კაპიტალის დიდი პორციის ერთ ტრეიდში განთავსებას, რამდენადაც აღნიშნულს შესაძლოა მეტი რისკი ახლდეს. განიხილე პოზიციის საზომი ისეთი ტექნიკების გამოყენება, როგორიცაა ფულის პროცენტულობა ან ფიქსირებული ოდენობა დოლარში.

● დროის ჰორიზონტი. განსაზღვრეთ თქვენი ტრეიდინგ დროის ჰორიზონტი, მიუხედავად იმისა, ხართ დღის ტრეიდერი, სვინგ ტრეიდერი თუ გრძელვადიანი ინვესტორი. აღნიშნული გავლენას იქონიებს განსახორციელებელი ორდერების ტიპებსა და მათი აქტივობის პერიოდზე. მოკლევადიანმა ტრეიდერებმა შესაძლოა ამჯობინონ საბაზრო ორდერები ან ლიმიტ ორდერები, ხოლო გრძელვადიანმა ინვესტორებმა შეიძლება გამოიყენონ სტოპ ორდერები ან ტრეილინგ სტოპ ორდერები.

● რისკების მართვა. დანერგეთ  რისკის მართვის შესაფერისი ტექნიკები. განსაზღვრეთ სტოპ ლოს ორდერები პოტენციური დანაკარგების შესაზღუდად თუ ბაზარი თქვენი პოზიციის წინააღმდეგ მოქმედებს. მხედველობაში იქონიეთ რისკის ჯილდოსთან ფარდობა თითოეული ტრეიდისთვის, რათა დარწმუნდეთ, რომ მოგება გადაწონის პოტენციურ დანაკარგებს. მიჰყევი თქვნს რისკის მართვის გეგმას და თავიდან აირიდე ემოციური გადაწყვეტილების მიღება.

● გადასახადები და ტრეიდინგ ხარჯები. მხედველობაში იქონიე ორდერების განხორციელებასთან დაკავშირებული საკომისიოები და ტრეიდინგ დანახარჯები. სხვადასხვა პლატფორმას განსხვავებული საკომისიო სტრუქტურა აქვს, მათ შორის ტრეიდინგის, განაღდებისა და დეპოზიტის საკომისიოების კუთხით. მხედველობაში იქონიეთ ეს რისკები თქვენი პოტენციური მოგებისა და დანაკარგების გამოთვლისას.

● ფუნდამენტური ანალიზი. გრძელვადიანი ტრეიდებისთვის, მხედველობაში იქონიეთ ფუნდამენტური ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენს კრიპტოვალუტის ღირებულებასა და ადოპტაციაზე. შეაფასეთ პროექტის გუნდი, ტექნოლოგია, პარტნიორობა, საზოგადოება და ბაზრის მოთხოვნა. ფუნდამენტურმა ანალიზმა შეიძლება უზრუნველყოს წარმოდგენა კრიპტოვალუტის გრძელვადიან პერსპექტივაზე .

● მუდმივი მონიტორინგი. უწყვეტად მოახდინეთ თქვენი ღია ორდერებისა და საბაზრო პირობების მონიტორინგი. იყავით ინფორმირებული ნებისმიერ სიახლესა და მოვლენაზე, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენს პოზიციაზე. დაარეგულირეთ ორდერები ან მიიღეთ მოგება ცვალებადი ბაზრის დინამიკის საჭიროებიდან გამომდინარე.

გახსოვდეთ, კრიპტოვალუტის ვაჭრობა შეიცავს რისკებს და აუცილებელია სიღრმისეული კვლევის განხორციელება, ტრეიდინგ გეგმის ქონა და რისკის მართვის გამოცდილება, რათა გაზარდოთ თქვენი წარმატების შანსები კრიპტო-ფიატზე ვაჭრობაში.