ყაზახური ფინტექ კომპანია Kaspi.kz-ის წმინდა მოგება 2025 წლის პირველ კვარტალში 16%-ით გაიზარდა და 260 მილიარდ ტენგეს (508.31 მილიონი აშშ დოლარი) შეადგენს. კომპანიის შემოსავალი 21%-ით გაიზარდა.

Kaspi.kz-მ, რომელშიც ყაზახეთის სიდიდით მესამე საცალო ბანკია, მარტში 650 მილიონი დოლარის ღირებულების ხუთწლიანი ობლიგაციები განათავსა.

შეგახსენებთ, რომ ყაზახური ფინტექ პლატფორმის “კასპის“ თანადამფუძნებელი მიხეილ ლომთაძეა.