უნიკალური შესაძლებლობა the 2024 INCLUSION Conference on the Bund-ისა და #AlibabaGroup-ის შვილობილ #AntGroup-ისგან, რომელთანაც საქართველოს ეროვნული ბანკი საგანმანათლებლო პროექტების ფარგლებში თანამშრომლობს.

თუ მზად ხარ ახალი გამოწვევისთვის და გჯერა, რომ ხელოვნური ინტელექტი ჩვენი მომავლის განუყოფელი ნაწილია, მაშინ ეს შენი შანსია!

ხელოვნური ინტელექტით დაინტერესებულ პირებს აქვთ შესაძლებლობა შეუერთდნენ Ant Digital Technologies-ის მიერ ორგანიზებულ The Global Multimedia Deepfake Detection Challenge 2024-ს. ამ გამოწვევის ფარგლებში, მონაწილეებმა ისეთი AI მოდელები უნდა შექმნან, რომლებიც გაყალბების გამოვლენას შეუწყობს ხელს.

TOP 20 მოდელი გადავა შემდეგ ტურში, სადაც ექსპერტები გუნდებს ისეთი კრიტერიუმების საფუძველზე შეაფასებენ, როგორიცაა - არსებული გადაწყვეტების სიზუსტე, ინოვაციურობა, პრაქტიკული გამოყენებადობა და სხვა.

TOP 3 გუნდი თითოეული მიმართულებიდან გაემგზავრება შანხაიში - the 2024 INCLUSION Conference on the Bund-ზე, სადაც დაჯილდოების ცერემონია გაიმართება. საპრიზო ფონდი კი საკმაოდ სალიდურია.
ასე რომ, მიიღე გამოწვევა და დარეგისტრირდი 31 ივლისის ჩათვლით | www.kaggle.com/organizations/inclusionconference-on-the-bund