კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე ეკონომიკის დარგის წარმომადგენლებს ეკონომისტის დღეს ულოცავს. ამის შესახებ ინფორმაციას კონკურენციის სააგენტო ავრცელებს.

„ეკონომისტის პროფესიულ დღეს ვულოცავ ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი დარგის თითოეულ წარმომადგენელს, მოქმედ და მომავალ ეკონომისტებს. განსაკუთრებით ვულოცავ დღევანდელ დღეს ახალგაზრდებს, რომელთა წარმატება, პროფესიონალიზმი და ცოდნა ჩვენი ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური განვითარებისა და უკეთესი მომავლის გარანტია.

ამ დღეს, განსაკუთრებულად უნდა გავიხსენოთ ის ღვაწლმოსილი ეკონომისტები, რომლებმაც 1999 წლიდან საფუძველი ჩაუყარეს ეკონომისტის დღის აღნიშვნის ტრადიციას, რაც, თავის მხრივ, 1918 წლის 13 სექტემბერს (სექტემბრის მეორე პარასკევს) პირველი ეკონომიკური ჟურნალის - „საქართველოს ეკონომისტის" გამოცემას უკავშირდება. კოლეგებს და თანამშრომლებს, აკადემიური წრეების წარმომადგენლებს, სტუდენტებს და დარგის სპეციალისტებს, ქვეყნის ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართულ თითოეულ ადამიანს გილოცავთ პროფესიულ დღეს და წარმატებებს გისურვებთ,“ - აღნიშნულია მილოცვაში.