როგორც საქართველოს რკინიგზის განცხადებაშია ნათქვამი, პროექტი ითვალისწინებს დაახლოებით 17.7 კმ სიგრძის ელექტრიფიცირებული სარკინიგზო ხაზის მშენებლობას, რომელიც სოფელ ხამისკურთან არსებული სარკინიგზო მაგისტრალიდან დაიწყება და ანაკლიის ნავსადგურამდე მივა. ასევე, დაგეგმილია ანაკლიაში ახალი სარკინიგზო სადგურის მშენებლობა და ხობის სადგურის ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქცია.„ახალი სარკინიგზო ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პირდაპირ დაკავშირებას საქართველოსა და რეგიონის სარკინიგზო ქსელებთან, რაც შექმნის პირობებს ტვირთების ეფექტიანი დამუშავების, შეუფერხებელი გადაზიდვისა და პორტის გამტარუნარიანობის სრულფასოვანი გამოყენებისთვის.დაახლოებით 205 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროექტი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება. სამუშაოების დასრულების ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 თვეა. პროექტის განხორციელების გრაფიკი ითვალისწინებს სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მზადყოფნას 2029 წელს ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ოპერირების დაწყებისთვის.ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურისა და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის ერთობლივი განვითარება სტრატეგიული მნიშვნელობისაა საქართველოს სატრანსპორტო სისტემისთვის. ეს გააძლიერებს ქვეყნის პოზიციებს შუა დერეფანში, გაზრდის საერთაშორისო სატრანზიტო ტვირთების მოზიდვის შესაძლებლობებს და ხელს შეუწყობს საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი რეგიონული სატრანსპორტო-ლოგისტიკური ჰაბის, განვითარებას“, - აღნიშნულია განცხადებაში.
1794585800
ეროვნული ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმა ფინედუსა და თიბისი ბანკის მხარდაჭერით, სტუდენტურ კონკურში UNI4VERSE გამარჯვებული, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის გუნდი - AEGIS, ლისაბონში Web Summit-ზე გაემგზავრა.UNI4VERSE კონკურზე თიბისიმ, ასევე გამოავლინა რჩეული გუნდი, რომელსაც ფულადი ჯილდო გადასცა.UNI4VERSE ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ყოველწლიური საუნივერსიტეტო კონკურსია, რომლის მიზანი ახალგაზრდებში ინოვაციური აზროვნების, მეწარმეობისა და ტექნოლოგიური უნარების განვითარებაა. წლევანდელი კონკურსის მთავარი თემა ფინანსური განათლება იყო. მასში საქართველოს 32 უნივერსიტეტი ჩაერთო, სამუშაო პროცესში კი 1300-მდე სტუდენტი მონაწილეობდა.კონკურსის ფარგლებში ახალგაზრდები ფინანსური სერვისების, ინვესტიციების, კიბერუსაფრთხოების, მომხმარებელთა დაცვის, ბიუჯეტირებისა და დანაზოგების მართვის მიმართულებით მუშაობდნენ. ფინალურ ეტაპზე გადასულმა 27 უნივერსიტეტის გუნდმა თბილისის ტექნოპარკში გამართულ დემო დღეზე საკუთარი იდეები და პროექტების პროტოტიპები წარადგინა.UNI4VERSE საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) მიერ, ეროვნული ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმა „ფინედუსთან“ პარტნიორობით, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და „ინოვაციური განათლების ფონდის“ კოორდინირებით განხორციელდა.თიბისისთვის განათლების მხარდაჭერა ახალი თაობის განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილია. ბრენდი პარტნიორებთან ერთად ქმნის შესაძლებლობებს, რომლებიც ახალგაზრდებს ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებაში, ინოვაციური იდეების განხორციელებასა და საერთაშორისო გამოცდილების მიღებაში ეხმარება.
1794579408
შეხვედრაზე მხარეებმა სოფლის მეურნეობისა და აგროსასურსათო პროდუქციით ვაჭრობის დინამიკა და თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს. აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა მზარდია, მათ შორის, საქართველოდან მინერალური წყლების ექსპორტის მიმართულებით. მხარეებმა ასევე იმსჯელეს ქართული ღვინისა და სხვა ალკოჰოლური სასმელების, აგრეთვე სხვა აგროსასურსათო პროდუქციის ბელარუსის ბაზარზე ექსპორტის გაფართოებისა და ბაზარზე წვდომის შესაძლებლობებზე.„საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკას შორის სავაჭრო ურთიერთობები აქტიურად ვითარდება და მზარდია ინტერესი კერძო ბიზნესისა და ინვესტორების მხრიდან. მნიშვნელოვანია თანამშრომლობის გაღრმავება სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისა და ტექნოლოგიების, მეცხოველეობისა და აკვაკულტურის მიმართულებით. ასევე მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის პრაქტიკული გამოცდილებისა და კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობების შექმნა“, - აღნიშნა ლაშა დოლიძემ.საუბარი ასევე შეეხო მხარეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის, ინვესტიციების მოზიდვის, მეცხოველეობისა და აკვაკულტურის სფეროებში გამოცდილების გაზიარებისა და სტუდენტებისა და ახალგაზრდა სპეციალისტების გაცვლითი პროგრამების მიმართულებით.„საქართველოს აგრარული სექტორის პოტენციალს დადებითად ვაფასებთ. ბოლო ცხრა თვის მონაცემებით, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა გაზრდილია და ვიმედოვნებთ, რომ ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება. მზად ვართ, გავაღრმაოთ თანამშრომლობა სპეციალისტების გამოცდილების გაზიარებისა და სტუდენტებისა და ახალგაზრდა კადრების პროფესიული მომზადების მიმართულებით“, - განაცხადა ივან სმილიგინმა.შეხვედრას ბელარუსის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროსა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
1794579114
პროექტის მიზანია რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის საზღვარგარეთ სწავლის შესაძლებლობების გაცნობა და საერთაშორისო განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა.გორში გამართულ საინფორმაციო შეხვედრაზე სკოლის მოსწავლეები, ასევე ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტები LEAF-ის აკადემიურ მრჩევლებს შეხვდნენ. მონაწილეებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს საზღვარგარეთ სწავლის პერსპექტივებზე, წამყვან უნივერსიტეტებსა და საგანმანათლებლო პროგრამებზე. გარდა ამისა, ისინი გაეცნენ განაცხადის შევსების პროცესს, ჩაბარების ეტაპებსა და მიიღეს რჩევები, თუ როგორ უნდა მოემზადონ საერთაშორისო უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელებისთვის.ტური კვლავ გრძელდება და მორიგი საინფორმაციო შეხვედრები ქუთაისსა და ზუგდიდში ჩატარდება: 16 ნოემბერი | 17:00–18:00 | ქუთაისი – ილია ჭავჭავაძის გამზირი №50; 17 ნოემბერი | 14:00–15:00 | ზუგდიდი – შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, ჯანაშიას №14. ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია. მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია, რომელიც ხელმისაწვდომია მოცემულ ბმულზედეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს.საერთაშორისო განათლების შესაძლებლობებისა და საქართველოს ბანკის სხვა საგანმანათლებლო ინიციატივების გასაცნობად ეწვიეთ ბანკის ოფიციალურ ვებგვერდს.საქართველოს ბანკი განათლების მთავარიმხარდამჭერი.
1794578930
საქართველოს ბანკის მიზანია, საგულშემატკივრო ბარათი ქომაგებისთვის განუყოფელ ნაწილად აქციოს – ნივთად, რომელიც მომხმარებლებს ნაკრებისადმი მხარდაჭერის გამოხატვაში დაეხმარება, როგორც მატჩის დროს, ისე ყოველდღიურად.Fan Card სადებეტო ტიპის ბარათია, რომელიც 2023 წელს შეიქმნა და მას შემდეგ ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის ერთგვარ სიმბოლოდ იქცა. ბარათი ეროვნული დროშითა და ნაკრების სიმბოლიკით 23 განსხვავებული დიზაინით არის წარმოდგენილი, რომელთაგან თითოეული ნაკრების ფეხბურთელების ნომრებს უკავშირდება. 14-17 ნოემბრის თამაშების ფარგლებში კი ბარათების დიზაინი განახლდება.შეგახსენებთ, რომ საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია.გულშემატკივრობას საზღვარი არ აქვს – არ გაჩერდე, მოემზადე საქართველოს ნაკრების მხარდასაჭერად და აიღე Fan Card.
1794576606
Fitch-ის ანგარიშში ხაზგასმულია თიბისის წამყვან პოზიცია საქართველოს საბანკო ბაზარზე, მისი ძლიერი ფინანსური შედეგები და კაპიტალის მაღალი მაჩვენებელი.Fitch-ის გადაწყვეტილება საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივის სტაბილურიდან პოზიტიურზე შეცვლას უკავშირდება. სააგენტოს შეფასებით, საქართველოს ძლიერი ეკონომიკური ზრდა და ქვეყნის საკრედიტო პროფილის გაძლიერება ხელს შეუწყობს საბანკო სექტორის საოპერაციო გარემოს გაუმჯობესებას, სექტორში შემოსავლებისა და დაკრედიტების ზრდას და, განსაკუთრებით, თიბისის ძირითადი საკრედიტო მაჩვენებლების გაძლიერებას.
1794567559
ბუნებრივ აირსა და წყალზე სამომხმარებლო ტარიფის შემცირების შესაძლებლობა...
1794472543
ნათია ჯანაშიას და დავით ცეცხლაძის მორიგი მრავალმილიონიანი უძრავი ქონებ...
1793609291
ნათია ჯანაშია „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ წინააღმდეგ - სასამართლო ქრო...
1793351751
აფბას მონიტორინგის სამსახურმა ნათია ჯანაშიას უძრავი ქონების შესწავლა ს...
1794207787
ქონების გადასახადის სახით, მარტო 2 სასახლეზე, ნათია ჯანაშიას 200 000 ლ...
1793955289










