საქართველოს პავილიონში წარმოდგენილი აგროსასურსათო სექტორის წარმომადგენლები საექსპორტო პოტენციალს აცნობენ გამოფენის უცხოელ და ადგილობრივ ვიზიტორებს.ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ვახტანგ ჯაოშვილმა საქართველოს პავილიონი დაათვალიერა, ადგილზე გაეცნო ქართული კომპანიების საექსპორტო შესაძლებლობებს და ინდოეთის ბაზარზე დამკვიდრებასა და საერთაშორისო პარტნიორული ურთიერთობების დამყარებაში ქართველ მწარმოებლებს მხარდაჭერა აღუთქვა.საქართველოს პავილიონში კომპანიებმა: „ხონის პლანტაციები“, „ჯეოაგრო ისთეითი“, „აგრითაჩი“, „ნიადაგი ჯგუფი“, „ჯენტრი ინვესტმენტი“, „არომა პროდუქტი“, „ფარმინგ კონსტრაქშენი“ - საკუთარი წარმოების მოცვი, თხილი, ნუში და ნატურალური წვენები წარმოადგინეს.აღსანიშნავია, რომ Anuga select India საერთაშორისო პლატფორმაა, რომელიც საკვები და სასმელი პროდუქციის მწარმოებლებს, იმპორტიორებსა და დისტრიბუტორებს ერთ სივრცეში აერთიანებს.საერთაშორისო გამოფენაზე Anuga select India ქართული პავილიონის წარდგენა ქართული აგროსასურსათო სექტორისათვის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირების მიმართულებით მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა.
1790844939
ღონისძიების მთავარ მიზანს ბიზნესის სექტორში დასაქმებულ ქართველ იურისტებსა და ინგლისელ კოლეგებს შორის პროფესიული გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება წარმოადგენდა. შეხვედრაზე მხარეებმა სამართლებრივი სფეროს აქტუალური საკითხები და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები დეტალურად განიხილეს. საუბარი შეეხო საარბიტრაჟო პროცედურების განზოგადებულ პრაქტიკას, კომერციულ გარიგებებში დავების პრევენციის მექანიზმებს, ხოლო დავათა არსებობის შემთხვევაში, სამართალწარმოების ვადებსა და აღსრულების პროცედურებს. შეხვედრის დროს, მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის საინტერესო საკითხებზე, გამოცდილი, პრაქტიკოსი იურისტებისგან მიეღოთ, ფაქტებზე და რეალურ შემთხვევებზე დაფუძნებული, ამომწურავი პასუხები. აღსანიშნავია, რომ ინგლისის მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ წამყვანი იურიდიული ფირმებისა და პალატების (Chambers) წარმომადგენლები, მათ შორის: Lawlex Solicitors, Quadrant Chambers, Goldsmith Chambers, Thomas More Chambers და Outer Temple Chambers.„საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში გამართული შეხვედრა მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქართულ და ინგლისურ იურიდიულ წრეებს შორის პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებისა და ბიზნესსექტორის სამართლებრივი მხარდაჭერის გაძლიერებისთვის. ინგლისური სამართლებრივი პრაქტიკა და სტანდარტები გლობალური ბიზნესისთვის წამყვან ორიენტირს წარმოადგენს. დღევანდელი შეხვედრა შესანიშნავი შესაძლებლობაა ქართული ბიზნესსექტორის იურისტებისთვის, დაამყარონ პირდაპირი პროფესიული კონტაქტები ინგლისში მოღვაწე წამყვან სპეციალისტებთან, იმსჯელონ ერთობლივ ინიციატივებსა და პროექტებზე,“ განაცხადასაქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ.
1790842377
ტენდერში მონაწილე კომპანიებს უკვე აქვთ შესაძლებლობა, ელექტრონული სატენდერო გარანტია ბანკის ფილიალში მისვლის გარეშე, ონლაინ, მობაილბანკიდან მიიღონ. გარანტიის მისაღებად კი, ფინანსური ანალიზი და უზრუნველყოფა საჭირო არ არის.პროცესი სწრაფია და სრულად ციფრული. კომპანია განაცხადს თიბისის მობაილბანკში ავსებს. ხელშეკრულების გაფორმება და ტენდერში მონაწილეობისთვის საჭირო გარანტიის კოდის მიღება, განაცხადის დაფიქსირებიდან 30 წუთშია შესაძლებელი.თიბისის მობაილბანკიდან ელექტრონული სატენდერო გარანტიის მაქსიმალური მოცულობა 15 000 ლარს შეადგენს. ახალი ფუნქციონალი ბიზნესს, დროსთან ერთად, ფულად რესურსსაც უზოგავს. ციფრულად გარანტიის მიღება კომპანიებს განახევრებული ტარიფით და 0%-იანი საპროცენტო განაკვეთით შეუძლიათ.განაცხადის შესავსებად, ეწვიეთ ბმულს: https://tbc-business.onelink.me/Ierb/ElGuaranteeProcess-sms
1790837038
თბილისური ბროწეულები ჟანრობრივი მრავალფეროვნებითა და საერთაშორისო მასშტაბით გამოირჩევა. მაყურებელს შესაძლებლობა ჰქონდა გაცნობოდა მსოფლიო თეატრალურ სივრცეში აღიარებული რეჟისორებისა და არტისტების საუკეთესო ნამუშევრებს იტალიიდან, თურქეთიდან, საფრანგეთიდან, ლიეტუვადან, ლატვიიდან, სომხეთიდან, ისრაელიდან, პოლონეთიდან და საქართველოდან.თეატრალური ფესტივალი რეჟისორ სერგო ფარაჯანოვის შემოქმედებით მემკვიდრეობას ეძღვნება, რომელმაც ხუთი დღის განმავლობაში თეატრალური ხელოვნების მოყვარულები და სფეროს წარმომადგენლები გააერთიანა. თბილისური ბროწეულები მხარს უჭერს კულტურული დიალოგის გაღრმავებას, კამერული და მონოსპექტაკლების ჟანრის პოპულარიზაციასა და ქართული და საერთაშორისო თეატრალური დასების დაახლოებას.ბაზისბანკი, როგორც მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, აქტიურად აგრძელებს ქვეყანაში კულტურული და ხელოვნების პროექტების მხარდაჭერას, რაც ხელს უწყობს შემოქმედებითი სფეროს განვითარებასა და საზოგადოებრივი ცხოვრების გამრავალფეროვნებას.
1790775044
2026 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, მთლიანი საერთაშორისო აქტივები 22.2 მლრდ აშშ დოლარია (58.6 მლრდ ლარი), რაც წინა კვარტალის მაჩვენებელს 1.3 მლრდ აშშ დოლარით აღემატება.მთლიანმა საერთაშორისო ვალდებულებებმა 54.6 მლრდ აშშ დოლარი (144.4 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც წინა პერიოდის მაჩვენებელზე 1.6 მლრდ აშშ დოლარით მეტია.წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაციაქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში.
1790774923
საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა 2026 წლის 30 ივნისის მდგომარეობით 28.2 მლრდ აშშ დოლარი (74.5 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტალის მშპ-ის 69.3 პროცენტია. 2026 წლის მეორე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 670.0 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან ოპერაციული ცვლილებების გამო ვალი 627.7 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, ფასის ცვლილებების გამო 28.2 მლნ აშშ დოლარით და საკურსო ცვლილებების გამო 15.6 მლნ აშშ დოლარით, ხოლო სხვა ცვლილებების გამო ვალი 1.5 მლნ აშშ დოლარით შემცირდა.სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 11.3 მლრდ აშშ დოლარი (29.8 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 27.7 პროცენტია. აქედან სამთავრობო სექტორის ვალია 9.1 მლრდ აშშ დოლარი (24.1 მლრდ ლარი; მშპ-ს 22.4 პროცენტი), ეროვნული ბანკის ვალდებულებები - 733.9 მლნ აშშ დოლარი (1.9 მლრდ ლარი; მშპ-ს 1.8 პროცენტი), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები, შესაბამისად, 483.0 მლნ აშშ დოლარი (1.3 მლრდ ლარი; მშპ-ს 1.2 პროცენტი) და 907.2 მლრდ აშშ დოლარი (2.4 მლრდ ლარი; მშპ-ს 2.2 პროცენტი).საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 10.8 მლრდ აშშ დოლარი (28.4 მლრდ ლარი; მშპ-ს 26.4 პროცენტი), სხვა სექტორების საგარეო ვალმა - 4.2 მლრდ აშშ დოლარი (11.1 მლრდ ლარი; მშპ-ს 10.3 პროცენტი) და კომპანიათაშორისო ვალმა - 3.3 მლრდ აშშ დოლარი (8.8 მლრდ ლარი; მშპ-ს 8.2 პროცენტი). მთლიანი საგარეო ვალის 83.1 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით.საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა 2026 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, 12.2 მლრდ აშშ დოლარი (32.2 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტალის მშპ–ის 29.9 პროცენტია. აქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 4.1 მლრდ აშშ დოლარია (10.9 მლრდ ლარი), რაც მშპ-ის 10.1 პროცენტია.2026 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 38.9 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. აქედან, ოპერაციული ცვლილების გამო ვალი 38.9 მლნ აშშ დოლარით შემცირდა, ხოლო საკურსო ცვლილების გამო ვალი 11.5 ათასი აშშ დოლარით გაიზარდა. 2026 წლის მეორე კვარტალის ბოლოს ეროვნული ბანკის მთლიანმა საგარეო ვალდებულებებმა 733.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 470.9 მლნ აშშ დოლარი განაწილებული ნასესხობის სპეციალური უფლებაა (ნსუ), რომელსაც არ აქვს დაფარვის ვადა და პრაქტიკულად, მისი გადახდის ვალდებულება არ დადგება, სანამ საქართველო არის საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი.წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაციაქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში.
1790774849
ვისია მაგნოლიას გრანდიოზული სასახლე და რა დაუჯდა ნათია ჯანაშიას და მის...
1789976742
“ბანკები და ფინანსებმა” ნათია ჯანაშიას კიდევ ერთ გადამალულ ვილას მიაგნ...
1790590133
„არ გადაყარო, ჩააბარე“ - „თეგეტა გრინ პლანეტმა“ ზუგდიდში საავტომობილო...
1789735560
ნათია ჯანაშია ბრიტანულ-ქართული აკადემიის წინააღმდეგ - სასამართლო ქრონი...
1789723878
„რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ – „თეგეტა“ პარტნიორობას პარალიმპი...
1789645440








