ახალი ამბები

სხვა სიახლეები
ისტორიული აღიარება - „პორშე ცენტრი თბილისს“ მსოფლიო ჯილდო PACE 2023 გა...

„პორშე ცენტრი თბილისმა“ პორშეს სამყაროში ისტორიული აღიარება მოიპოვა. PACE 2023-ის ჯილდო კომპანიას გაყიდვების შემდგომი მომსახურების მიმართულებით მსოფლიო კონკურსში გადაეცა. საერთაშორისო კონკურსში „პორშე ცენტრი თბილისი“ ცენტრალური და აღმოსავლეთ რეგიონის ქვეყნებიდან მეორე ადგილზე გავიდა.Porsche After Sales World Challenge წელს ლისაბონში გაიმართა და მასში 60-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა. პროექტი მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და გამარჯვებულები წლის ბოლოს სპეციალურად შერჩეულმა ჟიურიმ გამოავლინა. Porsche After Sales World Challenge-ის კონკურსში ჟიური გამარჯვებულებს 5 მთავარი კრიტერიუმის მიხედვით არჩევს, რაც მოიცავს როგორც სერვისის გამართულობას, ისე სათადარიგო ნაწილების ბიზნესსა და მარკეტინგულ აქტივობებს.ირაკლი იმნაძე, „პორშე ცენტრი თბილისის“ გაყიდვების შემდგომი მომსახურების მენეჯერი: „Porsche After Sales World Challenge არის კონკურსი, რომელშიც მთელი მსოფლიოდან მონაწილეობენ. 27 ბაზარს შორის საქართველო მეორე ადგილზე გავიდა, რაც ამ რეგიონისთვის ძალიან დიდი მიღწევაა. კონკურსში საქართველოს ჩვენ, „პორშე ცენტრი თბილისი“, წარმოვადგენდით და კონკურენციას ვუწევდით ცენტრალურ და აღმოსავლეთ რეგიონის ქვეყნებს.ეს არის კონკურსი, სადაც არანაირი მონეტარული ინტერესი არ არსებობს, მიზანი მხოლოდ კომპანიის პრესტიჟი და ქვეყნის პოპულარიზაციაა. ვფიქრობ, რომ პორშეს სამყაროში მოპოვებული ამ ისტორიული აღიარების შემდეგ, პორშეს სათავო ოფისიდან „პორშე ცენტრი თბილისის“ მიმართ მხარდაჭერა მნიშვნელოვნად გაიზრდება. ამ აღიარების შემდეგ ჩვენს გუნდს პირველი ადგილის ამბიციაც აქვს, მიუხედავად იმისა, რომ აღიარებამ უფრო მეტი გამოწვევაც დაგვისახა. ჩვენი უპირველესი ამოცანაა, შევინარჩუნოთ მოწინავე ადგილი და საუკეთესო შემთხვევაში ვიბრძოლოთ მსოფლიოში პირველობისთვის“.„პორშე ცენტრი თბილისის“ მსოფლიო აღიარების შემდეგ საქართველო პორშეს სამყაროში საპატიო ადგილზე მოინიშნა. ბრენდის ქართული წარმომადგენლობა კი იმ ქვეყნებს შორის ჩაიწერა, რომლებიც მოწინავეები არიან გაყიდვების შემდგომი მომსახურების მიმართულებით.__„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია პორშე ცენტრი თბილისი ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს. კომპანია  მომხმარებელს პრემიუმ ბრენდის უახლეს ავტომობილებს, ასევე სრულ სადიაგნოსტიკო და სარემონტო მომსახურებას, ორიგინალ ნაწილებსა და აქსესუარებს სთავაზობს. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ვებგვერდზე კონფიგურატორის დახმარებით, სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც „პორშე ცენტრი თბილისი“ უზრუნველყოფს. 

1715180782

სალომე თვალოძემ ADB-ის 57-ე ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში კლიმატის დ...

პანელური დისკუსია განვითარებად ქვეყნებში კლიმატის დაფინანსებაში კერძო სექტორის როლის გაზრდას დაეთმო. ასევე საუბარი შეეხო ინოვაციურ ფინანსურ ინსტრუმენტებს რეგიონში განახლებადი ენერგიისა და კლიმატის დაფინანსების პოტენციალის გამოსაყენებლად.ეროვნული ბანკის მდგრადი დაფინანსების განყოფილების უფროსმა თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა სებ-ის მდგრადი დაფინანსების ჩარჩოზე. ისაუბრა კერძო სექტორთან თანამშრომლობასა და ამ პროცესში მიღებულ საუკეთესო გამოცდილებაზე."საქართველოს ეროვნული ბანკი მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს განვითარებაზე 2017 წლიდან მუშაობს და ამ პროცესში სხვადასხვა მხარეებთან თანამშრომლობა, განსაკუთრებით კი კერძო სექტორთან,  განსაკუთრებით v", - აღნიშნა  სალომე თვალოძემ.

1715102643

ეკატერინე მიქაბაძემ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ გამართულ შეხ...

მრგვალი მაგიდა აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში, Credo Bank-თან და Mastercard-თან თანამშრომლობით გაიმართა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა საქართველოს ეროვნული ბანკის საბანკო ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი ვახტანგ სიხარულიშვილი.შეხვედრაზე განიხილეს მიკროსაფინანსო ინდუსტრიის ძალისხმევა მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების, დაბალშემოსავლიანი ჯგუფების, ქალი მეწარმეების ხელშეწყობის, ფინანსური მდგრადობისა და კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული საკითხები. ასევე საუბარი შეეხო დიჯიტალიზაციის ეფექტს მიკროსაფინანსო ინდუსტრიაზე და გაძლიერებულ კონკურენციის საკითხებს.ამასთან, შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს ნაბიჯები, რაც ხელს შეუწყობს ფინანსური და ციფრული სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდას. ასევე სტრატეგიები, რომლებიც მიზნად ისახავს მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეებისა (MSMEs) და ქალთა ხელმძღვანელობით წამოწყებული ბიზნესების მხარდაჭერას.ეკატერინე მიქაბაძემ შეხვედრის მონაწილეებს მიკროსაფინანსო ინდუსტრიის შემდგომი განვითარების საკანონმდებლო და საზედამხედველო შესაძლებლობები, მიკროსაფინანსო სექტორში მდგრადი დაფინანსების პოტენციალი და ფინტექებისა და დიჯითალიზაციის მიმართულებით სებ-ის მიდგომები გააცნო.შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ კომერციული ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, მარეგულირებელი ორგანოებისა და ფინტექ კომპანიების წარმომადგენლები.

1715087326

სემეკმა “ენერგო პრო ჯორჯია” უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის ნორმების და...

სემეკის მიერ ჩატარებული მონიტორინგის საფუძველზე გამოიკვეთა, რომ სს „ენერგო-პრო ჯორჯიას" დარღვეული ჰქონდა საინვესტიციო გეგმითა და გამანაწილებელ ქსელთან ახალი მომხმარებლების მიერთების მიზნით გათვალისწინებული სამუშაოების ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების ნორმები, რაც წარმოადგენს სალიცენზიო პირობების დარღვევას.სემეკის მიერ 1-ელ მაისს, საჯარო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, სს “ენერგო პრო ჯორჯიას” მიერ ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების ნორმების დარღვევების განმეორებით დაფიქსირების შემთხვევაში, კომპანიის წინააღმდეგ გამოყენებული იქნება გაორმაგებული ჯარიმა.

1715081636

თიბისი კაპიტალმა და გალტ & თაგარტმა, ADB-ის 57-ე ყოველწლიური შეხვედრის...

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივი და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებმა. ბაზრის მოთამაშეებმა, ინვესტორებმა და ემიტენტებმა, კაპიტალის ბაზრის მდგრადი განვითარების პერსპექტივები და ის საინვესტიციო პროექტები მიმოიხილეს, რომლებიც საქართველოში და განვითარებად ქვეყნებში ESG და მწვანე ობლიგაციების ბაზრის ზრდასა და განვითარებას ემსახურება.აღნიშნული ღონისძიება საქართველოს ბანკის და თიბისის ESG სტრატეგიის ნაწილი და ბანკების მიერ, მდგრადი განვითარების ხელშეწყობისთვის განხორციელებული კიდევ ერთი ინიციატივაა.„მდგრადობის კომპონენტის შემოტანა ობლიგაციების ბაზარზე გლობალური ტენდენციაა, რამდენადაც ეს დაფინანსების მოძიების მნიშვნელოვანი პირობა ხდება. ამ პროცესს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა აქვს. მდგრადი ემისიები უკანასკნელ წლებში საქართველოშიც მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. აღნიშნულ ტრენდს მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი გალტ & თაგარტმა, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე პირველი მწვანე, მდგრადობასთან დაკავშირებული და სოციალური (გენდერული) ობლიგაციების ემისიების განთავსების აგენტი იყო. ჩვენმა სემინარმა, რომელიც ADB-ის ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში ჩატარდა, ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებს უმასპინძლა, რომლებმაც მდგრადი დაფინანსების შესახებ ისაუბრეს. სემინარის მიზანი კომპანიებისა და ინვესტორებისთვის პრაქტიკული ცოდნის გაზიარება და მდგრადი ემისიების ხელშეწყობა იყო“, - ლევან შავკაციშვილი, გალტ & თაგარტის აღმასრულებელი დირექტორი.„მსოფლიოში ESG და მწვანე ობლიგაციების გამოშვება სწრაფი ტემპით იზრდება. ბაზრის კაპიტალიზაცია უკვე 1 ტრილიონ დოლარს აჭარბებს. სულ უფრო მეტი ინვესტორი იღებს ვალდებულებას, რომ პორტფელში მწვანე ობლიგაციების წილს გაზრდის და გარემოსთვის სასარგებლო საინვესტიციო გადაწყვეტილებებს მიიღებს. მნიშვნელოვანია, რომ ქართული კომპანიებიც ამ ტენდენციის მონაწილეები იყვნენ იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად დავაინტერესოთ ადგილობრივი და საერთაშორისო ინვესტორები. სწორედ ამიტომ, ძალიან დროული ინიციატივა იყო ჩაგვეტარებინა კაპიტალის ბაზარზე ESG-ის როლთან დაკავშირებული სესია ისეთ მასშტაბურ პლატფორმაზე, როგორიც ADB-ის ყოველწლიური შეხვედრაა. თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, ამ ეტაპზე, 5 მწვანე ობლიგაციაა განთავსებული ბაზარზე, რაც ხაზს უსვამს თიბისი კაპიტალის და ზოგადად, თიბისი ჯგუფის წვლილს და ინტერესს მდგრადი განვითარების მიმართულებით. სესიაზე, რომლის ერთ-ერთი სპიკერიც მე ვიყავი, მწვანე, გენდერული თანასწორობისა და ზოგადად, თემატური ობლიგაციების მნიშვნელობაზე ვისაუბრეთ  და მიმოვიხილეთ გზები, როგორ შეგვიძლია ხელი შევუწყოთ მათ განვითარებას. ასევე, განვიხილეთ ESG ობლიგაციებში ინვესტირების შესაძლებლობები და სექტორები, რომლებიც ყველაზე აქტიურად უშვებენ ESG ბონდებს“, - მერი ჩაჩანიძე, თიბისი კაპიტალის მმართველი დირექტორი.აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე ყოველწლიურ შეხვედრას, საქართველო 2-5 მაისს, პირველად მასპინძლობს. ყოველწლიური შეხვედრა არის პლატფორმა, სადაც ADB, პარტნიორებთან ერთად, აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და ამ გამოწვევების გადაჭრის გზებს განიხილავს.

1714654306

AUSTRIAN AIRLINES-მა საქართველოში ოპერირება დაიწყო

„თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს მივიღეთ Austrian Airlines-ის პირველი რეისი. ჩვენ წარმატებით დავასრულეთ ორწლიანი მოლაპარაკება, რაც იმას ნიშნავს, რომ ვენის მიმართულებით კიდევ ერთი ევროპული ავიაკომპანია შეასრულებს ფრენებს კვირაში 3 სიხშირით. მოხარულები ვართ, რომ პირველ რეისზე ყველა ბილეთი გაყიდული იყო და სრული დატვირთვით ჩამოფრინდა ბორტი, რაც იმის დასტურია, რომ ვენა ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანება აგრძელებს თბილისის აეროპორტის დაკავშირებას ევროპის ცენტრალურ დედაქალაქებთან და არამხოლოდ, იმისთვის, რომ ჩვენს მგზავრებს ჰქონდეთ მეტი მობილობა და მეტი პირდაპირი ფრენა,-‘’განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში გამთენიისას, პირველ საინაუგურაციო რეისს ვენიდან სავსე ბორტი - 136 მგზავრი ჩამოჰყვა. პირველ რეისს საქართველოში ავსტრიის ელჩი თომას მიულმანი, აღმოსავლეთ ევროპასა და ისრაელში AUSTRIAN AIRLINES-ის გაყიდვების დირექტორი შტეფან ლინჰარტი, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე და თბილისისა და ბათუმის აეროპორტების ოპერატორი კომპანიის Tav Georgia-ს წარმომადგენლები დახვდნენ.1957 წელს დაფუძნებული და ის Lufthansa Group-ის შვილობილი კომპანიაა. Star Alliance-ის წევრი ავიაკომპანია ფრენებს 55 ქვეყნის 130 მიმართულებით ასრულებს. მისი ფლოტი 70  საჰაერო ხომალდისგან შედგება, საიდანაც უმეტესობა Airbus A320 ტიპის თვითმფრინავებს წარმოადგენს.

1714635457