ახალი ამბები

სხვა სიახლეები
თიბისი კაპიტალმა და გალტ & თაგარტმა, ADB-ის 57-ე ყოველწლიური შეხვედრის...

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივი და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებმა. ბაზრის მოთამაშეებმა, ინვესტორებმა და ემიტენტებმა, კაპიტალის ბაზრის მდგრადი განვითარების პერსპექტივები და ის საინვესტიციო პროექტები მიმოიხილეს, რომლებიც საქართველოში და განვითარებად ქვეყნებში ESG და მწვანე ობლიგაციების ბაზრის ზრდასა და განვითარებას ემსახურება.აღნიშნული ღონისძიება საქართველოს ბანკის და თიბისის ESG სტრატეგიის ნაწილი და ბანკების მიერ, მდგრადი განვითარების ხელშეწყობისთვის განხორციელებული კიდევ ერთი ინიციატივაა.„მდგრადობის კომპონენტის შემოტანა ობლიგაციების ბაზარზე გლობალური ტენდენციაა, რამდენადაც ეს დაფინანსების მოძიების მნიშვნელოვანი პირობა ხდება. ამ პროცესს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა აქვს. მდგრადი ემისიები უკანასკნელ წლებში საქართველოშიც მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. აღნიშნულ ტრენდს მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი გალტ & თაგარტმა, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე პირველი მწვანე, მდგრადობასთან დაკავშირებული და სოციალური (გენდერული) ობლიგაციების ემისიების განთავსების აგენტი იყო. ჩვენმა სემინარმა, რომელიც ADB-ის ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში ჩატარდა, ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებს უმასპინძლა, რომლებმაც მდგრადი დაფინანსების შესახებ ისაუბრეს. სემინარის მიზანი კომპანიებისა და ინვესტორებისთვის პრაქტიკული ცოდნის გაზიარება და მდგრადი ემისიების ხელშეწყობა იყო“, - ლევან შავკაციშვილი, გალტ & თაგარტის აღმასრულებელი დირექტორი.„მსოფლიოში ESG და მწვანე ობლიგაციების გამოშვება სწრაფი ტემპით იზრდება. ბაზრის კაპიტალიზაცია უკვე 1 ტრილიონ დოლარს აჭარბებს. სულ უფრო მეტი ინვესტორი იღებს ვალდებულებას, რომ პორტფელში მწვანე ობლიგაციების წილს გაზრდის და გარემოსთვის სასარგებლო საინვესტიციო გადაწყვეტილებებს მიიღებს. მნიშვნელოვანია, რომ ქართული კომპანიებიც ამ ტენდენციის მონაწილეები იყვნენ იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად დავაინტერესოთ ადგილობრივი და საერთაშორისო ინვესტორები. სწორედ ამიტომ, ძალიან დროული ინიციატივა იყო ჩაგვეტარებინა კაპიტალის ბაზარზე ESG-ის როლთან დაკავშირებული სესია ისეთ მასშტაბურ პლატფორმაზე, როგორიც ADB-ის ყოველწლიური შეხვედრაა. თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, ამ ეტაპზე, 5 მწვანე ობლიგაციაა განთავსებული ბაზარზე, რაც ხაზს უსვამს თიბისი კაპიტალის და ზოგადად, თიბისი ჯგუფის წვლილს და ინტერესს მდგრადი განვითარების მიმართულებით. სესიაზე, რომლის ერთ-ერთი სპიკერიც მე ვიყავი, მწვანე, გენდერული თანასწორობისა და ზოგადად, თემატური ობლიგაციების მნიშვნელობაზე ვისაუბრეთ  და მიმოვიხილეთ გზები, როგორ შეგვიძლია ხელი შევუწყოთ მათ განვითარებას. ასევე, განვიხილეთ ESG ობლიგაციებში ინვესტირების შესაძლებლობები და სექტორები, რომლებიც ყველაზე აქტიურად უშვებენ ESG ბონდებს“, - მერი ჩაჩანიძე, თიბისი კაპიტალის მმართველი დირექტორი.აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე ყოველწლიურ შეხვედრას, საქართველო 2-5 მაისს, პირველად მასპინძლობს. ყოველწლიური შეხვედრა არის პლატფორმა, სადაც ADB, პარტნიორებთან ერთად, აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და ამ გამოწვევების გადაჭრის გზებს განიხილავს.

1714654306

AUSTRIAN AIRLINES-მა საქართველოში ოპერირება დაიწყო

„თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს მივიღეთ Austrian Airlines-ის პირველი რეისი. ჩვენ წარმატებით დავასრულეთ ორწლიანი მოლაპარაკება, რაც იმას ნიშნავს, რომ ვენის მიმართულებით კიდევ ერთი ევროპული ავიაკომპანია შეასრულებს ფრენებს კვირაში 3 სიხშირით. მოხარულები ვართ, რომ პირველ რეისზე ყველა ბილეთი გაყიდული იყო და სრული დატვირთვით ჩამოფრინდა ბორტი, რაც იმის დასტურია, რომ ვენა ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანება აგრძელებს თბილისის აეროპორტის დაკავშირებას ევროპის ცენტრალურ დედაქალაქებთან და არამხოლოდ, იმისთვის, რომ ჩვენს მგზავრებს ჰქონდეთ მეტი მობილობა და მეტი პირდაპირი ფრენა,-‘’განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში გამთენიისას, პირველ საინაუგურაციო რეისს ვენიდან სავსე ბორტი - 136 მგზავრი ჩამოჰყვა. პირველ რეისს საქართველოში ავსტრიის ელჩი თომას მიულმანი, აღმოსავლეთ ევროპასა და ისრაელში AUSTRIAN AIRLINES-ის გაყიდვების დირექტორი შტეფან ლინჰარტი, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე და თბილისისა და ბათუმის აეროპორტების ოპერატორი კომპანიის Tav Georgia-ს წარმომადგენლები დახვდნენ.1957 წელს დაფუძნებული და ის Lufthansa Group-ის შვილობილი კომპანიაა. Star Alliance-ის წევრი ავიაკომპანია ფრენებს 55 ქვეყნის 130 მიმართულებით ასრულებს. მისი ფლოტი 70  საჰაერო ხომალდისგან შედგება, საიდანაც უმეტესობა Airbus A320 ტიპის თვითმფრინავებს წარმოადგენს.

1714635457

2024 წლის აპრილში ინფლაციის დონემ საქართველოში 0.3%, ხოლო წლიური ინფლა...

ამის შესახებ ინფორმაციას „საქსტატი“ ავრცელებს.რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, მონაცემების თანახმად აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2024 წლის აპრილში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.3 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი ასევე 2.3 პროცენტით განისაზღვრა.„ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 2.8 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.1 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია როგორც ფეხსაცმლის (5.1 პროცენტი), ისე ტანსაცმლის (1.9 პროცენტი) ქვეჯგუფებზე; ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.7 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.07 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა სატრანსპორტო მომსახურებაზე (1.5 პროცენტი) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (0.7 პროცენტი); ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: წინა თვესთან შედარებით ფასები მომატებულია 0.7 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინდექსში 0.05 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაზრდილია როგორც ალკოჰოლურ სასმელებზე (1.0 პროცენტი), ისე თამბაქოს ნაწარმზე (0.4 პროცენტი).წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 11.0 პროცენტით, რაც 1.29 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (15.1 პროცენტი), სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (4.9 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (4.2 პროცენტი); სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: ჯგუფში ფასები გაზრდილია 9.6 პროცენტით, რაც წლიურ ინდექსზე 0.51 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასების მატება დაფიქსირდა ქვეჯგუფებზე: საფინანსო მომსახურება (21.9 პროცენტი), პირადი ნივთები, სხვა კატეგორიებში ჩაურთველი (15.8 პროცენტი), დაზღვევა (3.9 პროცენტი) და პირადი ჰიგიენა (3.4 პროცენტი); ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 5.0 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.34 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა როგორც ალკოჰოლურ სასმელებზე (6.3 პროცენტი), ისე თამბაქოს ნაწარმზე (3.7 პროცენტი);სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები შემცირდა 1.4 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე -0.53 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასების კლება დაფიქსირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (-12.6 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (-7.9 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (-7.6 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (-4.5 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (-1.5 პროცენტი). ამასთან, ფასები გაზრდილია ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (37.9 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (4.3 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (3.9 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (2.6 პროცენტი), კვების სხვა პროდუქტები (2.4 პროცენტი) და თევზეული (0.8 პროცენტი),- აღნიშნულია ინფორმაციაში.

1714635058

ვის გაეზრდება პენსია მაისიდან 1200 ლარამდე?

საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა კომიტეტის სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ წარადგინა. მისი განცხადებით, ცვლილებებში მთავარი ის არის, რომ 2006 წლის შემდეგ პირველად იზრდება კომპენსაციის ზედა ჭერი 1000 ლარამდე, მარჩენალდაკარგულებისთვის კი ეს თანხა 1200 ლარია.როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ განხილვების შედეგად კანონპროექტში გაჩნდა ჩანაწერი კომპენსაციის ზედა ჭერის ბიუჯეტის კანონით განსაზღვრის შესახებ – რამდენითაც გაიზრდება საბაზისო პენსია, იმდენით გაიზრდება როგორც 1000-ლარიანი, ასევე 1200-ლარიანი ჭერიც. ასევე გათვალისწინებული იქნება ინდექსაციის საკითხი და წოდებებიდან გამომდინარე გაიზრდება კოეფიციენტები.კანონპროექტი ეხება არა მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, იგი მოიცავს ასევე ყოფილ მოსამართლეებსა და პროკურორებს, პარლამენტის ყოფილ წევრებს, პარლამენტის აპარატის ყოფილ თანამშრომლებს, ყოფილ დიპლომატებს, სამოქალაქო ავიაციის ყოფილ თანამშრომლებს, ყოფილ გენერალურ აუდიტორს და მის მოადგილეს.მნიშვნელოვანია, რომ მეხანძრე-მაშველებს სტაჟში ჩაეთვლებათ გამოტოვებული 2005-2015 წლების პერიოდი, სამსახურის სტატუსისა და სახელწოდების მიუხედავად. ეს შეეხება როგორც სახელმწიფო კომპენსაციის მიმღებ მეხანძრე-მაშველებს, ასევე მოქმედ თანამშრომლებს, რაც გაზრდის მათ ანაზღაურებას.ამ საკანონმდებლო ცვლილებების ბიუჯეტი დაახლოებით 45 მილიონი ლარია. კანონი 1 მაისიდან შევა ძალაში და კომპენსაციის მიმღები პირები უკვე 2 მაისიდან გაზრდილ კომპენსაციას აიღებენ.პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძემ ამ ინიციატივას დროული და საჭირო უწოდა.„საკმაოდ პოზიტიური ცვლილებებია, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სახელმწიფო კომპენსაციის მიმღებ პირებს. 2006 წლის შემდეგ კომპენსაციის მატება არ ყოფილა. 20 ათასზე მეტი მოქალაქე მაისიდან მომატებულ კომპენსაციას მიიღებს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 2005-2015 წლებში მომუშავე მეხანძრე-მაშველებიც დაემატა ამ სიას“, – განაცხადა ზაზა ლომინაძემ.ცვლილებები ასევე შედის „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ და „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ კანონებში, რომლებსაც კომიტეტმა მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი. წყარო: metronome.ge

1714565740

ვიოლა ფონ კრამონი - ჩვენ ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე...

„ხელისუფლებამ დემონსტრანტების დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა. სპეცრაზმმა ხალხს გაფრთხილების გარეშე რამდენჯერმე შეუტია. ათობით ადამიანს სცემეს და უკან დაახევინეს. ქაოსს, იმ ადგილებში, სადაც დემონსტრანტები იდგნენ, ცრემლსადენი გაზი დაემატა.მაშინ როდესაც სპეცრაზმი თბილისის ცენტრალური ქუჩების გაწმენდას აგრძელებდა, გერმანელმა ევროპარლამენტარმა და ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა, ვიოლა ფონ კრამონმა სამეზობლოსა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში ევროკომისიის გენერალურ დირექტორს, ხერტ იან კოოპმანს, მოუწოდა, რომ დემონსტრანტების დარბევის შემდეგ საქართველოს მთავრობასთან მკაცრი პოზიცია დაიჭიროს“, - წერს POLITICO.„მან უნდა გამოაცხადოს, რომ ევროკავშირთან თანამშრომლობა არ იქნება. ყველა კრიტერიუმი, რომელსაც საქართველო უნდა აკმაყოფილებდეს, არ დაკმაყოფილდა და ეს ახალი ესკალაცია ყველა იმ სამოქალაქო სტანდარტს აშკარად ეწინააღმდეგება, რომელსაც საქართველო უნდა აკმაყოფილებდეს. ჩვენ ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე უნდა ვისაუბროთ“, - განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.ცნობისთვის, ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, ხერტ იან კოოპმანსი საქართველოს 1-2 მაისს ეწვევა.

1714552730

"სიჩუმე არის ღალატი - ნუ შეუერთდებით იმ ბიზნესმენთა სიას, რომლებმაც ფუ...

შეგახსენებთ, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვები ხმაურისა და საზოგადოების პროტესტის ფონზე მიმდინარეობს. ამასთან, კანონის პროექტს უარყოფითად აფასებენ ევროპარლამენტარები, თუმცა ბოლო პერიოდში, ქართველი ბიზნესმენების ნაწილმა, აღნიშნულ საკითხში მთავრობას მხარდაჭერა გამოუცხადა. კახა ხაზარაძე საკუთარ პოსტში, სწორედ ბიზნესის წარმომადგენლებს მიმართავს."მეგობრებო, ახლა კარგად მომისმინეთ. ძირითადად ჩემს სფეროში მოღვაწე ადამიანებს მივმართავ, ანუ ბიზნესმენებს. 1 კვირის წინ დავწერე პოსტი და ვცდილობდი, მაქსიმალურად თავშეკავებული ვყოფილიყავი. გამგებმა გაიგო და ვინც ვერ გაიგო, ვწერ მათთვის.გუშინდელი ოცნების დაორგანიზებულ კონტრაქციაზე ბაღის აღსაზრდელისთვისაც ნათელი გახდა, რა უნდა ..... ერთ კაცს და ვის ინტერესს ემსახურება, თუ არადა რუსეთის და საით მიათრევს ქვეყანას.დღეს საღად მოაზროვნე ადამიანისთვის, ვისაც უყვარს ოჯახი, მეგობარი, სამშობლო და რაც მთავარია, გრძნობს პასუხისმგებლობას საკუთარი შვილების წინაშე, სიჩუმე არის ღალატი, უმოქმედობა არის ღალატი. გადადგით კონკრეტული ნაბიჯი, დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია ( ნუ შეუერთდებით იმ ბიზნესმენთა სიას, რომლებმაც ფული და ქონება ამჯობინეს შვილების მომავალს).მერწმუნეთ, რომ თავისუფლების ფასი არ არსებობს, მას ვერ იყიდი, მისი შენარჩუნებისთვის ბრძოლა ღირს, სიცოცხლის დათმობაც ღირს, როცა შენს მომავალს ეხება.მე, ჩემი ოჯახის ჩათვლით, მომავალს ევროპული სამყაროს ნაწილად აღვიქვამ. ვერ ვიცხოვრებ ვერც რუსეთში, ვერც ირანში, ვერც ჩრდილოეთ კორეაში, და რაც მთავარია, არსად წასვლასაც არ ვაპირებ. ჩემს სამშობლოს საჯიჯგნად მტერს არ დავუტოვებ.ვიყოთ ღირსეულები და ვიბრძოლოთ ბოლომდე, უკან დასახევი გზა სამწუხაროდ, არ დაგვიტოვეს.ღმერთი გფარავდეთ თქვენ და თქვენს ოჯახებს",- წერს კახა ხაზარაძე.

1714548664