ახალი ამბები

სხვა სიახლეები
საარჩევნო ადმინისტრაციამ პარტიებისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების წ...

შეხვედრების მთავარი თემა საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვა იყო. საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს იმ მნიშვნელოვანი სიახლეების შესახებ, რომელიც საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვას უკავშირდება, ასევე დეტალურად ისაუბრეს ელექტრონული ტექნოლოგიების და მასთან დაკავშირებით საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის გამოცდილების, საპილოტე რეჟიმში ჩატარებული არჩევნებისა და ამომრჩეველთა ინფორმირების კამპანიის შედეგების შესახებ. შეხვედრების ფარგლებში, ასევე გაიმართა იმიტირებული კენჭისყრაც საარჩევნო ტექნოლოგიების, მათ შორის ვერიფიკაციისა და ხმის დათვლის ელექტრონული აპარატების გამოყენებით.აღნიშნულ შეხვედრებში მონაწილეობა საარჩევნო ადმინისტრაციამ იმ 30 პარტიას შესთავაზა, რომლებსაც 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის რიგითი ნომრები მიენიჭათ. რაც შეეხება სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, ამ შემთხვევაში ცესკომ სასწავლო - საინფორმაციო შეხვედრებში მონაწილეობა იმ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შესთავაზა, რომლებმაც 2021 წლის არჩევნებისთვის ეთიკის კოდექსს მოაწერეს ხელი.30 პარტიიდან სასწავლო საინფორმაციო შეხვედრებში მონაწილეობის სურვილი 9, ხოლო 21 სადამკვირვებლო ორგანიზაციიდან 6-მა გამოთქვა.აღსანიშნავია, რომ საინფორმაციო სასწავლო შეხვედრებზე საარჩევნო ადმინისტრაციას განსაზღვრული ჰქონდა 15 400 წარმომადგენლის დასწრება, მათ შორის პარტიების 12 200, ხოლო სადამკვირვებლო ორგანიზაციების 3 200 წარმომადგენლის. შეხვედრაზე დასწრების სურვილი გამოთქვა პოლიტიკური პარტიის 1 592-მა და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების 461-მა წარმომადგენელმა, თუმცა საბოლოო ჯამში ამ შესაძლებლობით მხოლოდ პოლიტიკური პარტიების 597-მა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების 277-მა წარმომადგენელმა ისარგებლა. შესაბამისად, შეხვედრებზე პოლიტიკური პარტიების და ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციათა ის რაოდენობაც არ გამოცხადდა, რაც მათ მიერვე მოწოდებულ ინფორმაციაში იყო ასახული. სამწუხაროა, რომ პოლიტიკური პარტიების და ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციათა უმრავლესობამ არ გამოიყენა შესაძლებლობა მიეღო კომპეტენტური და ამომწურავი ინფორმაცია საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.

1725642359

ცესკოში აშშ-სა და ევროპის არასამთავრობო სექტორის, მედიის წარმომადგენლე...

შეხვედრის ძირითადი თემა 2024 წლის არჩევნები იყო. ცესკოს თავმჯდომარემ დელეგაციის წევრებს არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩასატარებლად საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული და მიმდინარე საქმიანობები გააცნო. მან ასევე პარტიების რეგისტრაციის პროცესის შესახებ მიმდინარე მდგომარეობაზე და პარტიული სიების წარდგენის საკითხებზე ისაუბრა.შეხვედრის მიმდინარეობისას მხარეებმა ამავდროულად ისაუბრეს ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების რეგისტრაციისა და ელექტრონული არჩევნების ჭრილში ამომრჩეველთა ინფორმირების საკითხებზე. გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია მიესალმება მიუკერძოებელი და ობიექტური სადამკვირვებლო მისიების არსებობას და დაკვირვებას, რაც არჩევნების მთლიანობის უზრუნველყოფისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია.შეხვედრის მონაწილეებმა ასევე დეტალურად განიხილეს ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებული საკითხები. გიორგი კალანდარიშვილმა მათ გააცნო ამ მიმართულებით არსებული სიახლეები. ამასთან, დელეგაციის წევრებს შესაძლებლობა ჰქონდათ პირადად გამოეცადათ ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების მუშაობა და მონაწილეობა მიეღოთ იმიტირებულ კენჭისყრაში. ცესკოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით ამომრჩეველთა ინფორმირების ფართომასშტაბიანი კამპანია არჩევნებამდე წელიწადნახევრით ადრე დაიწყო და ამ დროისათვის ნახევარ მილიონზე მეტი ამომრჩეველია ინფორმირებული. მათ შორის, ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა საარჩევნო ტექნოლოგიების საყოველთაო დემონსტრირება. პროექტი როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ კომპონენტებს ითვალისწინებდა და პასუხობდა ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) წინასაარჩევნო პერიოდში გაცემულ რეკომენდაციას საარჩევნო ტექნოლოგიების ეროვნული მასშტაბით ტესტირების შესახებ.ამასთანავე, შეხვედრაზე ცესკოს ხელმძღვანელმა პირებმა ისაუბრეს საარჩევნო ადმინისტრაციის გამოწვევების შესახებ, მათ შორის საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით დეზინფორმაციის გავრცელების საკითხებზე.აშშ-სა და ევროპის არასამთავრობო სექტორის, მედიის წარმომადგენლებსა და ყოფილ დიპლომატებთან შეხვედრა დღეს ცესკოში გაიმართა. დელეგაცია საქართველოში რონდელის ფონდის ხელშეწყობით იმყოფება. მათი ვიზიტის მიზანია გაეცნონ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებს. დელეგაცია შეხვედრებს მართავს ოფიციალურ პირებთან, პოლიტიკურ პარტიების, სამოქალაქო საზოგადოებისა და ექსპერტული წრეების წარმომადგენლებთან.შეხვედრა შავი ზღვის ფონდის საერთაშორისო თანამშრომლობისთვის/გერმანიის მარშალის ფონდის ინიციატივითა და საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის (რონდელის ფონდი) ხელშეწყობით გაიმართა.

1725628862

ლაშა გზირიშვილი - მომხმარებელთა დაცვის ეროვნული სტრატეგია ხელს შეუწყობ...

გზირიშვილმა აღნიშნა, რომ სებ-ი, სხვა მარეგულირებლებთან ერთად, აქტიურად იყო ჩართული მომხმარებლის დაცვის ეროვნული სტრატეგიის შემუშავებაში, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში მომხმარებელთა უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტის დამკვიდრებასა და ამ მიმართულებით დაგროვილი ცოდნისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას. მისი თქმით, ბოლო წლების განმავლობაში, სებ-ში მომხმარებლების მომართვიანობა ზრდის ტენდენციით ხასიათდება, რაც საკუთარი უფლებების დაცვის შესახებ მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლებაზე მიუთითებს.„აქტიურად ვმუშაობთ ნორმატიული ბაზის შემუშავებისა და მუდმივი დახვეწის, მომხმარებლებთან ურთიერთობის ფორმატის მოწესრიგების, გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გამჟღავნების მაღალი სტანდარტის დაწესების მიმართულებით. აღნიშნული, თავის მხრივ, მომხმარებლებს მაქსიმალურად ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში ეხმარება და საფინანსო სექტორში კიდევ უფრო კონკურენტული გარემოს დამკვიდრებას უწყობს ხელს“, - აღნიშნა ლაშა გზირიშვილმა.ოთხწლიანი სტრატეგია საკანონმდებლო, ინსტიტუციურ და პრაქტიკულ ცვლილებებს, მომხმარებლებისა და ბიზნესის ცნობიერების ამაღლებას, საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაუმჯობესებას ითვალისწინებს. მომხმარებლის უფლებების დაცვის პირველი ეროვნული სტრატეგიის დოკუმენტი საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ინიციატივით და სექტორის მარეგულირებელი უწყებების - ეროვნული ბანკის, კომუნიკაციების კომისიის, სემეკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის და სურსათის ეროვნული სააგენტოს ჩართულობით მომზადდა.სამუშაო პროცესში მონაწილეობდნენ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული TWINNING-ის პროექტში ჩართული საერთაშორისო ექსპერტები, საჯარო უწყებების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ბიზნესასოციაციის წევრები და სხვა დაინტერესებული მხარეები.

1725626032

სელფი TEDxTbilisi 2024-ის პარტნიორია

TED-ის პირველი კონფერენცია აშშ-ში 30 წლის წინ ჩატარდა. მას მერე TED მსოფლიო მასშტაბის პლატფორმა გახდა და დღეს სხვადასხვა ინიციატივას მოიცავს. სწორედ ერთ-ერთი ასეთი წამოწყებაა TEDx, TED-ის ფორმატით განხორციელებული ადგილობრივი კონფერენცია. TEDxTbilisi საქართველოში 2012 წლიდან ტარდება და მიზნად ისახავს საზოგადოების შთაგონებისა და კრეატიული აზროვნების სტიმულირებას.TEDxTbilisi წელს მთლიანად ახალგაზრდებს ეთმობათ და ღონისძების მთავარი თემა ძიება და ძიების პროცესია. 8 სექტემბერს, 10 სპიკერი საქართველოდან წარდგება ინდივიდუალური მოხსენებით, სადაც საკუთარ მაგალითზე გაგვიზიარებენ რას და როგორ ეძებს ახალგაზრდა თაობა და როგორ გადის ძიების გზას.„ძალიან გვიხარია, რომ სელფი და TEDxTbilisi დამეგობრდნენ. სელფი მრავალი წელია  მხარს უჭერს ქვეყანაში განათლებისა და ინოვაციების გავრცელებას და პოპულარიზაციას. ჩვენ მუდმივად ვეძებთ პროექტებს, რომლებიც ხელს უწყობენ განათლებაზე წვდომის გაუმჯობესებას, ცოდნის გავრცელებას და ჩვენი მოქალაქეებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას. გვინდა მადლობა გადავუხადოთ თანამშრომლობისთვის TEDxTbilisi-ის საორგანიზაციო გუნდს, რომლის წევრებიც უკვე არაერთი წელია მოხალისეობრივ საწყისებზე უდგანან სათავეში ამ გამორჩეული ღონისძიების ჩატარებას,’’ აცხადებენ სელფი მობაილში.

1725622800

საერთაშორისო შემოქმედებით ფესტივალ AD BLACK SEA-ის მთავარ სცენაზე კვლა...

ფესტივალზე თიბისი, როგორც ახალი თაობის მხარდამჭერი, წარადგენს ნომინაციას Young Creative და წლის ყველაზე შემოქმედებითი ახალგაზრდა გამოვლინდება.გამარჯვებულს სპეციალურად შერჩეული ადგილობრივი ჟიური შეაფასებს. თიბისი, როგორც ნომინაციის წარმდგენი, გამარჯვებულისთვის 10 000 ლარს გამოყოფს, რომლის ფარგლებშიც, ახალგაზრდა შემოქმედს შეეძლება თავისი ინტერესების შესაბამისად გამოიყენოს თანხა შემოქმედებითი კარიერის განსავითარებლად.თიბისი და AD BLACK SEA ფესტივალის დაარსებიდან, 2015 წლიდან პარტნიორები არიან. თიბისისთვის, როგორც ბრენდისთვის, შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდაჭერა და მისი განვითარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. AD BLACK SEA უკვე მერვე წელია იმართება ბათუმში, სადაც ევროპის და აზიის ქვეყნების წარმომადგენლები ერთმანეთს ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებენ.. პროგრამა მოიცავს სხვადასხვა ლექცია-სემინარს, პანელურ დისკუსიასა და ვორკშოპს, რომლებსაც სფეროს წამყვანი ადგილობრივი და უცხოელი პროფესიონალები უძღვებიან.Young Creative -ის ნომინაციაში განცხადებების მიღება დასრულებულია. გამარჯვებული 14 სექტემბერს, AD BLACK SEA-ის დასკვნით დაჯილდოებაზე, მთავარ სცენაზე გამოვლინდება.

1725619555

EBRD-ის რეგიონული დირექტორი - ინკლუზიური და გენდერული პასუხისმგებლობის...

კოდექსის მიზანი გენდერული ნიშნით მცირე და საშუალო ბიზნესის (SME) მონაცემთა შეგროვების მხარდაჭერა და მისი გამოყენების ხელშეწყობაა იმგვარი პოლიტიკის შესაქმნელად, რომელიც როგორც ქალებს, ისე მამაკაცებს საშუალებას მისცემს გაზარდონ თავიანთი ბიზნესი და წვლილი შეიტანონ ეკონომიკასა და საზოგადოებაში.სემინარს, სახელწოდებით "მონაცემებზე დაფუძნებული ანალიზის გამოყენება ქალი მეწარმეებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომის გასაუმჯობესებლად", საფინანსო სექტორის,  საჯარო დაწესებულებებისა და სხვა ძირითადი დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.ღონისძიება მიზნად ისახავდა ხაზი გაესვა სქესის მიხედვით ჩაშლილი მონაცემების მნიშვნელობას ქალების მფლობელობაში მყოფი და მათი ხელმძღვანელობით მოქმედი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის პროდუქტებისა და სერვისების შემუშავებაში, ასევე წარედგინა ახალი SME/WSME Dashboard.სემინარი მისასალმებელი სიტყვით გახსნა სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ. მან ხაზი გაუსვა მონაცემთა კრიტიკულ როლს ფინანსური ჩართულობის ხელშეწყობასა და WSME-ების ზრდის მხარდაჭერის საქმეში.მისი თქმით, ფინანსური სერვისების ხელმისაწვდომობის საკითხებში გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრა ისეთი ფინანსური სექტორის შექმნას ნიშნავს, რომელიც  მდგრად ზრდას განაპირობებს."პარტნიორებისა და დაინტერესებული მხარეების მხარდაჭერით, ჩვენ შეგვიძლია მნიშვნელოვანი დადებითი გავლენა მოვახდინოთ ქალ მეწარმეებზე, ჩვენს ეკონომიკასა და მთლიანად საზოგადოებაზე", - აღნიშნა ნათია თურნავამ.როგორც EBRD-ის რეგიონულმა ხელმძღვანელმა კავკასიაში, ალკის ვრიენიოს დრაკინოსმა განაცხადა, EBRD-ი მხარს უჭერს საქართველოში ქალთა მეწარმეობის განვითარებას და მისი ეკონომიკური საქმიანობის გაძლიერებას."ინკლუზიური და გენდერული პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური სისტემის და მხარდამჭერი ბიზნეს გარემოს შექმნით საქართველოს შეუძლია სამაგალითო ქვეყანა გახდეს. ქალების თანაბარ ეკონომიკურ შესაძლებლობებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა  EBRD-ის საქმიანობის პრიორიტეტია. ამ კუთხით მარეგულირებელთან თანამშრომლობით ინკლუზიური პოლიტიკის ხელშეწყობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რათა ფინანსური სისტემები უფრო ინკლუზიური გახდეს", - აღნიშნა ალკის დრაკინოსმა.სემინარის ფარგლებში რამდენიმე საკითხი იქნა განხილული, მათ შორის როგორ შეიძლება მონაცემთა ანალიზის გამოყენება გადაწყვეტილების მიღების პროცესების გასაუმჯობესებლად და ფინანსური ჩართულობის მხარდასაჭერად.პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა ინტერაქტიული სადისკუსიო სესია, რომელიც მონაცემებთან დაკავშირებულ გამოწვევებს ეხებოდა. მონაწილეებმა იმსჯელეს SME/WSME Dashboard-ის გამოყენების შესაძლო მაგალითებზე. დისკუსიის ფარგლებში ასევე ხაზი გაესვა საქართველოში მეწარმე ქალთა საფინანსო კოდექსის აქტუალურობას და ფინანსურ სექტორის მიერ მისი გამოყენების დადებით ეფექტებს.ეროვნული ბანკი, EBRD-ის მხარდაჭერით, მუშაობას გააგრძელებს SME/WSME Dashboard-ის გაძლიერებასა და ფინანსური სექტორისა და WSME-ების საჭიროებებთან შესაბამისობაში მოყვანაზე, რისი საბოლოო მიზანიც საქართველოში გენდერული თანასწორობისა და ფინანსური ჩართულობის გაძლიერებაა.

1725617051