ახალი ამბები

სხვა სიახლეები
Meta ევროკავშირში პოლიტიკური რეკლამების გაყიდვას წყვეტს

შესაბამისი განყოფილება ოქტომბრის დასაწყისში დაიხურება.კომპანიამ ეს გადაწყვეტილება ევროკავშირში პოლიტიკური რეკლამის გამჭვირვალობისა და მიზნობრივი პრინციპების მარეგულირებელი ახალი წესების გამო მიიღო. ეს რეგულაციები, რომლებიც ოქტომბერში ამოქმედდება, ზღუდავს მონაცემების გამოყენებას შეტყობინებების ჩვენების ინდივიდუალური მომხმარებლებისთვის მორგებისთვის.ადრე, Meta-ს ფინანსურმა დირექტორმა სიუზან ლიმ აღნიშნა, რომ პოლიტიკური რეკლამა კომპანიის შემოსავლის მნიშვნელოვან წილს არ შეადგენს.2024 წლის ბოლოს, Google-მა (Alphabet Inc. ჰოლდინგის ნაწილი) ასევე შეწყვიტა პოლიტიკური რეკლამის გაყიდვები ევროკავშირში.

1753536004

პენსიონერმა თაღლითებს 20 ოქროს ზოდი და 22 მილიონი რუბლი გადასცა

ამის შესახებ მოსკოვის პროკურატურის პრესსამსახურმა განაცხადა.განყოფილების ცნობით, უცნობმა პირმა პენსიონერს დაურეკა, თავი მომსახურების დეპარტამენტის თანამშრომლად წარუდგინა და უთხრა, რომ სახლში, სადაც ის ცხოვრობს, დომოფონი შეიცვლებოდა. ამ საბაბით თავდამსხმელმა დაარწმუნა, რომ SMS-ით მიღებული კოდი ეთქვა, სავარაუდოდ, ახალი გასაღებების მისაღებად.გარკვეული დროის შემდეგ, ქალს როსკომნადზორის თანამშრომელმა დაურეკა, რომელმაც უთხრა, რომ მისი პერსონალური მონაცემები მოიპარეს.„5 დღის განმავლობაში სატელეფონო თაღლითებთან კომუნიკაციის დროს, მათ შორის ვიდეოკავშირის საშუალებით, შეცდომაში შეყვანილმა ქალმა კოდური სიტყვის გამოყენებით სხვადასხვა კურიერს გადასცა ფული და 20 ოქროს ზოდი, რომელთაგან თითოეული 250 გრამი იყო, ხოლო ქონების საერთო ღირებულება 63,7 მილიონ რუბლს აღემატებოდა“, - ნათქვამია დეპარტამენტის Telegram არხზე.პროკურატურამ განმარტა, რომ 5 კგ ოქროს გარდა, ხანდაზმულმა ქალმა თაღლითებს 200 ათასი დოლარი, 20 ათასი ევრო და 4 მილიონი რუბლი გადასცა.

1753535426

უკრაინამ სტავროპოლში რადიოელექტრონული ქარხანა „სიგნალი“ დაბომბა

ინფორმაციის თანახმად, შეტევა გამთენიისას განხორციელდა. თავდასხმაში რამდენიმე უპილოტო საფრენი აპარატი მონაწილეობდა.მედიის ცნობით, ქარხანა „სიგნალი“, რომელიც ამჟამად საერთაშორისო სანქციების ქვეშ იმყოფება, სხვადასხვა სახის რადიოელექტრონული ბრძოლის ელემენტების, რადიოლოკაციური და რადიოსანავიგაციო აპარატურის წარმოებაზეა ორიენტირებული. ის რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსზე მუშაობს.

1753531243

სურსათის ეროვნული სააგენტო აჭარაში ყველის მწარმოებლებსა და ნაყინის რეა...

"სახელმწიფო კონტროლი ხორციელდება ბათუმში, ქედისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში.  საწარმოების ინსპექტირების დროს, კრიტიკული შეუსაბამობები არ გამოვლენილა, ბიზნესოპერატორებთან დაცული იყო სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები, სურსათის წარმოების, შენახვის პირობები და ტემპერატურული რეჟიმი.აჭარაში დღეისათვის 11 აღიარებული რძის გადამმუშავებელი საწარმოა, თუმცა, კვლავ გამოწვევად რჩება არარეგისტრირებული საწარმოები, რომლებიც სააგენტოს აღიარების გარეშე საქმიანობენ.სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის 2025 წლის პროგრამით,  რძის გადამმუშავებელი საწარმოების შემოწმება პრიორიტეტია და სურსათის ეროვნული სააგენტო კონტროლს მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად ახორციელებს. მიმდინარე წელს, რძისა და რძის მწარმოებელ ბიზნესოპერატორებთან ჩატარდა 4000-მდე სახელმწიფო კონტროლი, გამოვლენილია 40-მდე არარეგისტრირებული საწარმო.ნაყინზე გაზრდილი მოთხოვნის გათვალისწინებით, სახელმწიფო კონტროლი ხორციელდება სანაყინეებშიც, სადაც განსაკუთრებული ხალხმრავლობაა. აჭარის მაღალმთიან კურორტებზე სააგენტოს ინსპექტორებმა გამოავლინეს რამდენიმე არარეგისტრირებული სანაყინე, სადაც დარღვეული იყო სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები, ნაყინის შენახვისა და რეალიზაციის პირობები, რის გამოც მეწარმეები დაჯარიმდნენ და შეუჩერდათ საწარმოო პროცესი",-აღნიშნულია სეს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

1753526936

საქართველოს ბანკის მობილბანკში City Mall-ის ციფრული სასაჩუქრე ბარათის...

ციფრული სასაჩუქრე ბარათის გაგზავნა სასურველ ადრესატთან მობილბანკით, მომენტალურად, მხოლოდ მობილურის ნომრის მითითებითაა შესაძლებელი.  გარდა ამისა, შესაძლებელია სასაჩუქრე ბარათის პერსონალიზება და დიზაინის შერჩევა, მისალოც წერილთან ერთად.City Mall-ის ციფრული ვაუჩერის, ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ის არის, რომ ადრესატს შესაძლებლობა აქვს, არა კონკრეტულ მაღაზიაში, არამედ, მთლიანად სავაჭრო ცენტრში იშოპინგოს და მრავალფეროვან არჩევანზე ჰქონდეს წვდომა. ვაუჩერის მფლობელს მისი გამოყენება როგორც City Mall საბურთალოს, ისე გლდანის ფილიალში შეუძლია.„მოხარული ვართ, რომ მობილბანკში ციფრული სასაჩუქრე ბარათების მოდული კიდევ უფრო იზრდება. მომხმარებლებისთვის კომფორტული, სწრაფი და მრავალფეროვანი მომსახურების შეთავაზება ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. City Mall-ის ციფრული სასაჩუქრე ბარათის დამატებით, ჩვენ მომხმარებლებს შესაძლებლობას ვაძლევთ, საყვარელი ადამიანებს მრავალფეროვანი არჩევანი  შესთავაზონ და ამით გაახარონ“, – აღნიშნავენ საქართველოს ბანკში.ცნობისთვის, შეძენილი სასაჩუქრე ბარათის დამატება ციფრულ საფულეში, ე.წ. Wallet-შია შესაძლებელი. მისი გაგზავნა კი შესაძლებელია ნებისმიერ ადამიანთან, იმისდა მიუხედავად, სარგებლობს თუ არა ადრესატი საქართველოს ბანკის მობილბანკით. სითი მოლის პარტნიორ მაღაზიებში სასურველი ნივთის საფასურის სასაჩუქრე ბარათით გადახდა კი Wallet-იდანვე იქნება შესაძლებელი.გადმოწერე მობილბანკი და გააგზავნე ციფრული სასაჩუქრე ბარათები მარტივად.

1753512180

„თეგეტა მოტორსი“ გარემოსთვის - დაბა ბაკურიანი საავტომობილო ნარჩენებისგ...

შეგროვებული მეორადი საბურავები გადასამუშავებლად იგზავნება. მათ ტრანსპორტირებასა და კანონის შესაბამისად გადამუშავებას „თეგეტა ჰოლდინგთან“ დაკავშირებული კომპანია „თეგეტა გრინ პლანეტი“ უზრუნველყოფს. გარემოსდაცვითი აქტივობა სსიპ „ბაკურიანის განვითარების სააგენტოსთან“ თანამშრომლობით ხორციელდება.თათია ხორბალაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი: „თეგეტა მოტორსისთვის“, როგორც მაღალი კორპორაციული პასუხისმგებლობის მქონე კომპანიისთვის, გარემოზე ზრუნვა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. გარემოსდაცვითი აქტივობების ინიციირებითა და მხარდაჭერით კომპანია მიზნად ისახავს გარემოს დაბინძურების პრევენციასა და შემცირებას. ჯანსაღი ეკოსისტემის შესაქმნელად აუცილებელია, საავტომობილო ნარჩენები გარემოში არ მოხვდეს, არ დააბინძუროს ის და არ დააზიანოს ჩვენი ჯანმრთელობა. „თეგეტა მოტორსი“, როგორც გარემოზე მზრუნველი კომპანია, „თეგეტა გრინ პლანეტთან“ ერთად, უკვე წლებია, ჩართულია საავტომობილო ნარჩენების ეფექტიანი მართვის პროცესში - უზრუნველყოფს მათ შეგროვებასა და ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად გადამუშავებას“.  ბაკურიანში გარემოსდაცვით აქტივობებში „თეგეტა მოტორსი“ და „თეგეტა გრინ პლანეტი“ პირველად არ ჩართულან. უკვე წლებია, კომპანია და მისი თანამშრომლები დასუფთავების მასშტაბური აქციების მხარდამჭერები და მონაწილეები არიან. „თეგეტა გრინ პლანეტი“ 2022 წელს სწორედ გარემოზე ზრუნვის მიზნით შეიქმნა. კომპანია ისეთ სპეციფიკურ ნარჩენებს მართავს, როგორებიცაა მეორადი აკუმულატორები, საბურავები და ზეთები.შალვა ახვლედიანი, „თეგეტა გრინ პლანეტის“ დირექტორი: „თეგეტა გრინ პლანეტისთვის“ ნარჩენების ეფექტიანი მართვა საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. „თეგეტა მოტორსთან“ ერთად, წლების განმავლობაში ტონობით მეორადი საბურავი, აკუმულატორი და ზეთი შევაგროვეთ და გადავამუშავეთ. ჩვენ მთელი საქართველოს მასშტაბით ვაგროვებთ ნარჩენებს, რომლებიც პირველადი გამოყენების შემდეგ მთლიანად სპეციფიკურ, სახიფათო ნარჩენებად გადაიქცევა. თუ ამ ნარჩენების მართვა კანონის შესაბამისად არ მოხდა, დედამიწა ბინძურდება. ამიტომ მუდმივად ვცდილობთ, გარემოზე ნეგატიური ზემოქმედების შემცირებაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ. მოხარულები ვართ, რომ ამ მასშტაბური ინიციატივის ფარგლებში, „ბაკურიანის განვითარების სააგენტოსთან“ თანამშრომლობით და ერთობლივი ძალისხმევით დიდი რაოდენობით მეორადი საბურავების შეგროვება და ბაკურიანის ტერიტორიიდან გატანა შევძელით“.ტერიტორიაზე გაწმენდითი სამუშაოები რამდენიმე დღის განმავლობაში სხვადასხვა ლოკაციაზე მიმდინარეობდა. ინიციატივის მიზანი ბაკურიანისთვის ეკოლოგიურად უსაფრთხო და მიმზიდველი გარემოს შექმნაა.ეკატერინე ორჯონიკიძე, სსიპ „ბაკურიანის განვითარების სააგენტოს“ თავმჯდომარე: „ჩვენი სააგენტო ფუნქციონირების პირველივე დღიდან ზრუნავს ბაკურიანის ეკოლოგიურ გარემოზე. წლების განმავლობაში არაერთი მცდელობა გვქონდა, რომ დაბა ბაკურიანი გაგვეთავისუფლებინა მეორადი საბურავებისგან, რომლებიც არა მხოლოდ ვიზუალურად აბინძურებდა ტერიტორიას, არამედ სერიოზულ ეკოლოგიურ საფრთხესაც ქმნიდა. მოხარული ვართ, რომ ჩვენი დასუფთავების სამსახურის აქტიური მუშაობით ორ ლოკაციაზე წარმატებით შევაგროვეთ საბურავები. აღნიშნული დასუფთავების აქცია, ბაკურიანის გათავისუფლება მეორადი საბურავებისგან, შესაძლებელი გახდა ჩვენი სააგენტოს ინიციატივითა და ისეთი სანდო პარტნიორების მხარდაჭერით, როგორებიც არიან „თეგეტა მოტორსი“ და „თეგეტა გრინ პლანეტი“. ვფიქრობთ, ეს თანამშრომლობა კიდევ ერთი მაგალითია იმისა, როგორ შეიძლება კერძო და საჯარო სექტორის ერთობლივი ძალისხმევით უზრუნველვყოთ ბაკურიანის გარემოსდაცვითი სისუფთავე და მდგრადი განვითარება“.უკვე წლებია, „თეგეტა მოტორსი“ და „თეგეტა გრინ პლანეტი“ გარემოსდაცვითი მიმართულებით არაერთ პროექტს ახორციელებენ. მათ შორის იყო კორპორაციული მდგრადობის მასშტაბური პროექტი, რომლის ფარგლებშიც, თბილისის შემოვლითი გზის ტერიტორია გარემოსთვის საზიანო ნარჩენებისა და ათასობით საბურავისგან გაიწმინდა. გარდა ამისა, მთელი საქართველოს მასშტაბით, „თეგეტა გრინ პლანეტის“ 45-მდე შეგროვების პუნქტი ფუნქციონირებს, სადაც მოსახლეობას საავტომობილო ნარჩენების ჩაბარების შესაძლებლობაც აქვს.--გარემოს დაცვა „თეგეტა მოტორსის“ CSR-ის სტრატეგიული მიმართულებაა, რომელიც მდგრადი განვითარების პრინციპების გათვალისწინებით იგეგმება. „თეგეტა“ აქტიურად მუშაობს მდგრად სატრანსპორტო გადაწყვეტაზე ნულოვანი ემისიების მისაღწევად, ნარჩენების ეფექტიანად მართვისა და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიმართულებით. „თეგეტა გრინ პლანეტთან“ ერთად, ყოველწლიურად გროვდება მილიონობით ტონა საავტომობილო ნარჩენი - მეორადი საბურავები, აკუმულატორები და ზეთები, რომლებიც ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად გადამუშავდება. „თეგეტა“ აფართოებს ელექტრომანქანების დამტენების ქსელს, მისი ავტოპარკი კი ნაწილობრივ სრულად ელექტრული და ჰიბრიდული ავტომობილებისგან შედგება, მათ შორის, 2021 წლიდან შიდა ბიზნესპროცესებს - სასაწყობე მეურნეობასა და გადაზიდვებს - ეკომეგობრული ტრანსპორტით მართავს. ინფრასტრუქტურული პროექტები კი ითვალისწინებს მზის პანელების მონტაჟსა და ბუნებრივი რესურსების მდგრად გამოყენებას. დამატებით, „თეგეტა მოტორსი“ მუშაობს მომხმარებლებისა და თანამშრომლების ჩართულობაზე გარემოსდაცვით პროექტებში. მათ შორისაა კამპანია „არ გადაყარო, ჩააბარე“ და მომხმარებლების მხრიდან ასობით სპეციფიკური ნარჩენის ჩაბარება, მაკულატურისა და პლასტმასის შეგროვებისთვის ათეულობით მწვანე ყუთი „თეგეტას“ სერვისცენტრებსა და ფილიალებში, დასუფთავების აქციები, ახალგაზრდების ინფორმირება და ა.შ.

1753447200