ახლო აღმოსავლეთში ომმა დუბაიში ოქროს დიდი ფასდაკლებით გაყიდვა გამოიწვია.

ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.

ირანის კონფლიქტმა გამო ფრენები გაუქმდა, რაც ძვირფასი ლითონის გადატანას ართულებს. გარდა ამისა, ბევრმა მყიდველმა ახალი შეკვეთების შეჩერება ამჯობინა, რადგან არ სურთ გადაზიდვისა და დაზღვევის გადაჭარბებული ხარჯების გაწევა. შედეგად, ტრეიდერებმა ოქროს შეთავაზება უნციაზე 30 დოლარამდე ფასდაკლებით დაიწყეს.

სააგენტომ აღნიშნა, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროები, კერძოდ დუბაი, ძვირფასი ლითონების გადამუშავებისა და ექსპორტის მნიშვნელოვანი ცენტრია მთელ აზიაში, ასევე შვეიცარიიდან, დიდი ბრიტანეთიდან და რამდენიმე აფრიკული ქვეყნიდან გადაზიდვების არხია. თუმცა, საჰაერო სივრცე ამჟამად ნაწილობრივ დაკეტილია ირანიდან განხორციელებული სარაკეტო თავდასხმების გამო.