
ხელოვნური ინტელექტის, მობილური აპლიკაციების შექმნის, ვებგვერდები პროგრამირების Back-End (Python & Flask) და Front-End (HTML,CSS) შესავალი - ეს იმ ონლაინ კურსების ჩამონათვალია, სადაც 9-12 კლასის 140-მა მოსწავლე გოგონამ, მთელი საქართველოდან, სრულიად უფასოდ შეისწავლეს ყველაზე მოთხოვნადი ტექნოლოგიური პროფესიების საწყისი ეტაპები.თიბისი ზრუნავს, რომ განათლება ახალგაზრდებისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს. Crash კურსებზე მიღებული ცოდნა გოგონებისთვის ორიენტირად იქცევა მათი სამომავლო პროფესიის შერჩევაში. სურვილის შემთხვევაში კი შემოდგომიდან თიბისი ტექსკოლაში შეძლებენ ტექნოლოგიების შესწავლას.ყველაფერი გამოგივა, მთავარია გჯეროდეს შენი მიზნების, თიბისის განათლების პროგრამები კი გაძლევს შესაძლებლობას ისწავლო იქ, სადაც ხარ და სიახლეების მუდმივ ძიებაში გაიღრმაო ინტერესები და ცოდნა.
1753957577

სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკი მეწარმეებს ბიზნესის განვითარების სრულყოფილ ეკოსისტემას ბიზნეს 360° პლატფორმის სახით სთავაზობს.ბიზნეს 360 ერთიანი სივრცეა ბიზნესისთვის, რომელიც განვითარებაზე ორიენტირებულ რესურსებს მოიცავს. ესენია:ბიზნესკურსიBusinesscourse.ge საქართველოს ბანკის ბიზნეს განათლების ინიციატივებიდან ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პლატფორმაა. ესაა ციფრული არხი, სადაც სხვადასხვა თემაზე 60-ზე მეტ ონლაინ კურსია ხელმისაწვდომი.პლატფორმაზე ნებისმიერ მსურველს შეუძლია მოუსმინოს ლექციებს ისეთ თემებზე, როგორებიცაა: დაფინანსების მოპოვება, ფინანსების მართვა, ციფრული კომუნიკაციები, Excel-ის გამოყენება, ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები და სხვა.თითოეულ კურსს ქართველი პროფესიონალები უძღვებიან, შესაბამისად, კურსები ადგილობრივი ბიზნესისთვის რელევანტური და პრაქტიკულია.მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამაბიზნეს 360°-ის ნაწილია ინიციატივა, რომელიც ქალ მეწარმეებს იდეიდან ბიზნესის განხორციელებამდე სრულფასოვან მხარდაჭერას სთავაზობს.პროგრამის ფარგლებში მონაწილეები ინტენსიურ ვორკშოპებს გადიან, იღებენ მენტორების მხარდაჭერას და აფართოებენ სანაცნობო ქსელს. ამასთანავე, აქვთ შესაძლებლობა, გრანტი მოიპოვონ.პროგრამაში მონაწილეობა სხვადასხვა რეგიონიდან და სექტორიდან 200-მდე მეწარმე ქალმა მიიღო. ამჟამად კი მე-11 ნაკადზე რეგისტრაცია მიმდინარეობს. სამდღიანი ვორკშოპები ქუთაისში გაიმართება.ბიზნესრესურსებისაქართველოს ბანკი ბიზნესს არა მხოლოდ ფინანსურ სერვისებს, არამედ სტრატეგიულ ინფორმაციასა და ანალიტიკურ მონაცემებსაც უზიარებს. პლატფორმის ბიზნესრესურსების მიმართულება სექტორულ კვლევებს, ანალიტიკურ ანგარიშებს, მრავალფეროვან და მაღალი ხარისხის ინფორმაციას მოიცავს და მეწარმეებს შესაძლებლობას აძლევს: უკეთ გაიგონ ეკონომიკური ტენდენციები; სწორად შეაფასონ ბაზრის მდგომარეობა; მიიღონ ფაქტებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები. საგანმანათლებლო ღონისძიებების სერიაბიზნეს 360°-ის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა საგანმანათლებლო შეხვედრები — რეგულარული ვორქშოპები, ვებინარები და მასშტაბური ღონისძიებები, რომლებიც სხვადასხვა თემატიკას, მათ შორის ორგანიზაციულ მოწყობას, ციფრულ მარკეტინგს, გუნდის მართვას, ბუღალტრული პროცესების გამარტივებასა და სხვა საკითხებს ფარავს.შეხვედრები საშუალებას აძლევს მეწარმეებს არა მხოლოდ ისწავლონ, არამედ დარგის ექსპერტებთან და თანამოაზრეებთან გამოცდილებაც გააზიარონ.„ბიზნეს 360 არ არის მხოლოდ საგანმანათლებლო სივრცე — ეს არის მეწარმეებისთვის შექმნილი მხარდაჭერის პლატფორმა, რომელიც ცოდნას, რესურსებსა და შესაძლებლობებს აერთიანებს. საქართველოს ბანკის მიზანია, ხელი შეუწყოს ინოვაციურ აზროვნებას, განვითარებას და ბიზნესების კონკურენტუნარიანობას როგორც ადგილობრივ, ისე გლობალურ ბაზარზე, ამიტომაც არ ვჩერდებით და მცირე და საშუალო ბიზნესს მომავალში კიდევ არაერთ ინიციატივას შევთავაზებთ“, - აღნიშნავენ საქართველოს ბანკში.აღმოაჩინეთ განათლების შესაძლებლობები ბიზნესისთვის. ეწვიეთ პლატფორმას: www.business360.ge
1753956540

„2025 წლის პირველ ნახევარში საშუალო ეკონომიკური ზრდა 8.3%-ს შეადგენს, აღსანიშნავია რომ ივნისის თვეში ეკონომიკურმა ზრდამ 6.3% შეადგინა. ეკონომიკური ზრდა საკმაოდ დივერსიფიცირებულია და სექტორების მიხედვით ზრდაში მაღალი წვლილი შეიტანა ინფორმაციისა და კომუნიკაციის, დამამუშავებელი მრეწველობის, განათლების, ტრანსპორტისა და დასაწყობების, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორებში ეკონომიკური აქტივობის ზრდამ“, - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.ამასთან, მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ზოგადად, ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი იყო საგარეო ვაჭრობის კუთხით დაფიქსირებული პოზიტიური ტენდენციები, კერძოდ - ექსპორტის 10%-ზე მაღალი ზრდა დაფიქსირდა და მისმა მოცულობამ 640 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც ივნისის თვეების რეკორდული მაჩვენებელია. ვახტანგ ცინცაძე ხაზს უსვამს, რომ ასევე რეკორდულია მეორე კვარტალში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლებიც - 1,145.0 მილიონი აშშ. დოლარი.ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, ეკონომიკური ზრდის არსებული შედეგების მიღწევა შესაძლებელი გახდა საქართველოს მთავრობის გონივრული და თანმიმდევრული მაკროეკონომიკური პოლიტიკის შედეგად, რომელიც გამოიხატება სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის მცირე და საშუალო მეწარმეობის მხარდამჭერი პროგრამების ეფექტიანობით და მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების უწყვეტ რეჟიმში განხორციელებით. მინისტრის მოადგილე კიდევ ერთ ხელშემწყობ ფაქტორად სტრუქტურულ ეკონომიკურ რეფორმებს ასახელებს.„აღნიშნული პოზიტიური ტენდენციების ფონზე არაერთმა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტმა გადახედა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს ზრდის მიმართულებით. კერძოდ, სულ ახლახან საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2025 წლისთვის 6%-დან 7.2%-მდე გაზარდა. ასევე ეროვნულმა ბანკმა მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7.4%-მდე გაზარდა. ჩვენი მოლოდინია, რომ ეკონომიკური ზრდის არსებული პოზიტიური ტენდენციები შენარჩუნდება და გაძლიერდება წლის ბოლომდე და საქართველო შეძლებს 2025 წლის მაღალი ეკონომიკური ზრდით დახურვას“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.
1753955034

მონაცემები სადაზღვევო კომპანია VSK-ზე დაყრდნობით გამოქვეყნდა, რუსული ავტომობილები ქურდობის 24%-ს შეადგენენ.შემდეგ მოდიან Kia (19%) და BMW (9%).2025 წლის პირველ ნახევარში, ასეთი ინციდენტების რაოდენობა 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3-ჯერ შემცირდა.მათი უმეტესობა მოსკოვში ფიქსირდება, სადაც ქურდობის 28% ხდება.
1753953701

საპასუხოდ, შეერთებული შტატები სამხრეთ კორეულ საქონელზე ტარიფებს 15%-მდე შეამცირებს, ხოლო სამხრეთ კორეა დამატებით 100 მილიარდი დოლარის ღირებულების აშშ-ის ენერგორესურსებს შეიძენს.ეს შეთანხმება აძლიერებს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ თანამშრომლობას და შესაძლოა ორმხრივი ურთიერთობების ისტორიაში ყველაზე მასშტაბური გახდეს.
1753953464

ყაზახეთის რესპუბლიკის ენერგეტიკის მინისტრმა ერლან აკენჟენოვმა განაცხადა, რომ ზრდა წელს იგეგმება:„თუ გასულ წელს ამ მიმართულებით დაახლოებით 1,4 მილიონი ტონა გადავიტანეთ, 2025 წელს დაახლოებით 1,7 მილიონი ტონა გადავიტანეთ. ბოლო 6 თვის განმავლობაში ამ მარშრუტით დაახლოებით 800 ათასი ტონა გადავიტანეთ. სამუშაოები გრძელდება, ეს ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ალტერნატიული მარშრუტია“.
1753953266

ზანგეზურის დერეფნის ამოქმედებით საქართველოს პრობლემები თითქმის არ შეექ...
1752744543
აზერბაიჯანული კომპანიის მფლობელი, რომელიც ევროკავშირის სანქციების ქვეშ...
1752925850
რუსეთს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ეკონომიკური დაპირისპირებაა - რას...
1752828623
შუა დერეფნის ალტერნატივად ზანგეზურის დერეფნის წარმოსახვა რთულად წარმოს...
1753106912
ავტოპარკის მოქნილი და ეფექტიანი მართვა - საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში...
1752762960