
1747127908

სასწავლო კურსის ავტორები არიან რეგულირების საკითხებზე მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილებისა და ცოდნის მქონე პროფესიონალები.სასწავლო კურსი განკუთვნილია:ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორების რეგულირებად საწარმოებში დასაქმებული სპეციალისტებისთვის, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულნი სატარიფო განაცხადების მომზადების, წარდგენისა და დასაბუთების პროცესში, ასევე, მარეგულირებელი მოთხოვნების შესრულებაში; ეკონომისტებისთვის და ფინანსისტებისთვის, რომლებიც დაინტერესებულები არიან ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიითა და დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის მექანიზმებით; იურისტებისთვის, რომელთაც აინტერესებთ სატარიფო რეგულირების სამართლებრივი ჩარჩო და სატარიფო დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის როგორც შინაარსობრივი ასევე, პროცედურული საკითხები; ასევე, სხვა დაინტერესებული პირთათვის, რომელთა პროფესიული ინტერესები მოიცავს მარეგულირებელი აუდიტის, სატარიფო რეგულირების მექანიზმებისა და პრაქტიკის შესახებ ცოდნის გაღრმავებას.სასწავლო კურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება და რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია შემდეგი ბმულის საშუალებით: https://bit.ly/3SzRjgx
1747206066

„მოხარულები ვართ, რომ ვაგრძელებთ მჭიდრო პარტნიორობას Citi-სთან, რაც 45 მილიონი დოლარის სავაჭრო დაფინანსების გარიგებითაც გამოიხატება. ჩვენ თვალს ვადევნებთ ქართული ბიზნესის მზარდ მოთხოვნებს, განსაკუთრებით კორპორაციულ, მცირე და საშუალო ბიზნეს სექტორებში, და ვაკეთებთ ყველაფერს, რათა ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით მაღალი დონის ფინანსური სერვისები შევქმნათ და ბიზნესებს წარმატების მიღწევაში დავეხმაროთ. ეს ტრანზაქცია ხაზს უსვამს ჩვენი შესაძლებლობების მიმართ საერთაშორისო პარტნიორების ნდობას. ჩვენთვის სასიხარულოა, რომ Citi-სთან თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობა გვაქვს. ჩვენ ერთობლივი ძალებით ვმუშაობთ ბიზნესების ზრდაზე ორიენტირებულ ინიციატივებზე როგორც ადგილობრივ, ისე გლობალურ დონეზე”, — განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.„ჩვენ ძალიან ვაფასებთ იმ მტკიცე პარტნიორობას, რომელიც საქართველოსა და კავკასიის წამყვან ფინანსურ ინსტიტუტთან, საქართველოს ბანკთან გვაქვს ჩამოყალიბებული. აღნიშნულ გარიგებას, ერთი მხრივ, წვლილი შეაქვს ჩვენი მომხმარებლების ზრდაში და მხარს უჭერს აქტივობებს ვაჭრობის დაფინანსების კუთხით, მეორე მხრივ კი, ადასტურებს Citi-ის უწყვეტ მხარდაჭერას ქვეყნისა და რეგიონისადმი”, — განაცხადა ემრე უმუტმა, Citi-ის სახაზინო და სავაჭრო გადაწყვეტილებების დეპარტამენტის ფინანსური ინსტიტუტების ხელმძღვანელმა ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონში.
1747143060

შეგახსენებთ, მარტიდან იმპორტირებულ ფქვილზე საიმპორტო გადასახადი 50 ლარით გაძვირდა და ტონაზე 300 ლარს მიაღწია. ტარიფების ზრდას არ ეთანხმება პურის მწარმოებელთა ასოციაცია და გაუქმებას მოითხოვს, რასაც ხორბლისა და ფქვილის მწარმოებლები არ ეთანხმებიან.ამასთანავე, „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ალექსანდრე რატიშვილი, რომელიც თავად პურ-ფუნთუშეულის მწარმოებელია, მიიჩნევს, რომ ტარიფების გაუქმება სწორი ნაბიჯი არ იქნება. მისი თქმით, საიმპორტო გადასახადი ხორბლის მწარმოებლებისა და წისქვილკომბინატებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მათი გაუქმება კი გამოიწვევს, რუსულ ფქვილზე დამოკიდებულებას.„ფქვილის აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოში შემოდის რუსეთიდან, ფასზე გავლენას ახდენს რუსეთში რუბლისა და დოლარის თანაფარდობა. შექმნილი ვითარების ფონზე, სრულებით სერიოზული არგუმენტები არსებობდა იმისთვის, რომ ტარიფები 300-ლარამდე გაზრდილიყო. გარდა რუსეთის ფაქტორისა, მეორე მნიშვნელოვანი საკითხი ეხება ადგილობრივ მეხორბლეებს. გახსოვთ, რა დღეში იყვნენ ჩვენი მეხორბლეები, მოსავალი ვერსად მიჰქონდათ. მოთხოვნის საფუძველზე დაწესდა თავდაპირველად 200-ლარიანი ტარიფები. ეს იყო მეხორბლეების დამცავი ღონისძიება, ამ ტარიფებმა გადაარჩინა ქართული ხორბალი და წისქვილკომბინატები, რომლებიც გაჩერებული იყო. შედეგად, დაიწყო ქართული ხორბლის შეძენა და პროცესი ახლა ნორმალურად მიმდინარეობს“, - აღნიშნავს რატიშვილი.მანვე დასძინა, რომ წელს ქართველი მეხორბლეები დაახლოებით 200 ათას ტონა ხორბლის მოსავალს ელოდებიან. მისი თქმით, ტარიფების გაუქმების შემთხვევაში, პურის მწარმოებლები დაიწყებენ რუსული ფქვილის მასობრივ შეძენას, შედეგად, ადგილობრივი მწარმოებლები გამოწვევის წინაშე აღმოჩნდებიან.„არანაირად არ მიმაჩნია სწორად ტარიფების მოხსნა, მე თავად პურის მწარმოებელი ვარ, მაგრამ არ ვეთანხმები ამ მოთხოვნას. გაუქმების შემთხვევაში პურის მწარმოებლებმა უნდა მისცენ გარანტია ქვეყანას, რომ ადგილობრივ ხორბალს იმ ფასად ჩაიბარებენ, რა ფასადაც მიაწვდიან. გსმენიათ ამ გარანტიაზე მათგან რამე? ვერც გაიგებთ. 200 ათასი ტონა ქართული ხორბალი გზაშია, მოვა ივლისი და ავიღებ ამ მოსავალს - სად წავიღოთ, გადავყაროთ? იყიდიან მეპურეები ხორბალს ადგილობრივებისგან? - არა! ერთი წუთით არ შეგეპაროთ ეჭვი იმაში, რომ როგორც კი ტარიფი მოიხსნება, პურის მწარმოებლები დასხდებიან რუსულ ფქვილზე. ადგილობრივი ხორბლის მწარმოებლები და ფერმერები განადგურდებიან, რაც გავიარეთ წინა წლებში უკვე. ამის გარდა, სტრატეგიული პრობლემა იქმნება, რომელზეც არავინ ფიქრობს - რუსეთის, სრულიად გაუგებარ სახელმწიფოს ფქვილზე ჩამოკიდება სწორია? თქვენ ხომ არ გგონიათ, რომ ვინმე პატრიოტული მოტივებით წავა და იტყვის, მეტს გადავიხდი ქართულ ხორბალშიო“, - ამბობს ალექსანდრე რატიშვილი.მანვე ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ბაზრების დივერსიფიკაციის გარეშე სახელმწიფო არ იქნება დაზღვეული რუსეთის მხრიდან ბაზრის უცაბედი ჩაკეტვით. ის მიმართავს მეპურეებს კითხვით, ასეთ შემთხვევაში გააჩნიათ თუ არა ფქვილის სტრატეგიული მარაგები.„თუ არ გვინდა ადგილობრივი ხორბალი, მაშინ მთავრობამ უნდა განსაზღვროს სტრატეგია, ამა თუ იმ რეგიონში რომელი კულტურების განვითარებაზეა ორიენტირებული. ვთქვათ არ გვინდა ადგილობრივი ხორბალი, რას ვაკეთებთ, უნდა ჩამოვეკიდოთ ერთ ქვეყანას ფქვილით? მეპურეებს მინდა ვკითხო, რომ გადაგვიკეტოს უცებ ბაზარი რუსეთმა, აქვთ სტრატეგიული მარაგები? არ გაუკეთებია ეს რუსეთს აქამდე თუ რა? თუ ჩვენი ხორბალი გვინდა, მაშინ სექტორს მხარდაჭერა სჭირდება“, - განაცხადა „ბიზნესპრესნიუსთან“ ალექსანდრე რატიშვილმა.2025 წლის იანვარ-მარტის მონაცემები აჩვენებს, წლიურად ფქვილის იმპორტი განახევრებულია. შარშან ამ პერიოდში თუ ქვეყანამ იყიდა 18 478 ტონა ფქვილი (4.67 მლნ დოლარის), წელს იმპორტის მოცულობა 9 247 ტონამდე (2.83 მლნ დოლარის) შემცირდა. წელსაც ფქვილის იმპორტის უდიდესი ნაწილი რუსეთიდან შემოდიოდა, უფრო კონკრეტულად იმპორტში მისი წილი 92%-ს აჭარბებდა.შეგახსენებთ, რომ ფქვილის საიმპორტო გადასახადი საქართველოში 2023 წლის ივნისიდან მოქმედებს და ტონაზე 50 ლარს შეადგენდა. მოგვიანებით, 2023 წლის 10 ოქტომბრიდან, 250 ლარამდე გაიზარდა. ამასთან, გადაწყვეტილება ჯერ 2024 წლის 1-ელ მარტამდე, შემდეგ 1-ელ სექტემბრამდე, ბოლოს კი 2025 წლის 1-ელ მარტამდე გახანგრძლივდა. რაც შეეხება გადასახადის მოცულობას, ამ დრომდე ტონაზე 250 ლარი იყო. მარტიდან კი 300 ლარამდე გაიზარდა.წყარო: ბიზნესპრესნიუსი
1747142168

მასწავლებლების ჯილდოს ათეულის წევრია გიორგი ლიპარიშვილი - მასწავლებელი, რომელიც განათლების გზაზე არ ჩერდება.“მამარდაშვილი ამბობდა, რომ ადამიანი თუ აზროვნებამდე მივიდა, ეგ არის უკვე გადარჩენაო. განათლების გზაზე არგაჩერებაც ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ განვითარდე და არ გახდე მოსაწყენი ნებისმიერ სფეროში, სადაც კი მომავალში მოხვდები. არგაჩერება ამ გზაზე გაძლევს ძალას, სწორად იარო აზროვნებისკენ”, - ამბობს გიორგი.გიორგი ხელოვნების მასწავლებელია მე-6 საავტორო, ათასწლეულისა და საერთაშორისო ქართულ სკოლებში; კრეატივის სკოლაში ასწავლის იდეების პრეზენტაციას, მამების სკოლაში – როგორ გახდნენ მამები უკეთესები, ასევე ონლაინ ასწავლის ქართულს ქართველ ემიგრანტებს ამერიკასა და აზიაში. აქვს დამატებით YouTube-არხი და საავტორო გადაცემა ბავშვებისთვის -„ლიპარასკეობა“.“თუ გაჩერდები, ერთხელ ფეხს თუ აურევ, შეიძლება გადაგეხლართოს ფეხი, წაბორძიკდე და წაიქცე. იმაზე მეტი სამსახური მაქვს გამოცდილი და გამოცვლილი, რამდენი წლისაც ვარ. ბავშვობაში მუშაობის სიმორცხვე მქონდა, მაგრამ თან ვიყავი ბედნიერი, რომ შრომით საკუთარ სწავლას ვაფინანსებდი. ჩემს ძმას რომ პირველად რაღაც ვუყიდე, ვიტირე სიხარულით, ბავშვი ვიყავი და ეს რომ თავად მე შევძელი, ეს იყო ბედნიერების ნაწილი და ეს ძალა წამომყვა მერეც”, - აღნიშნავს გიორგი.ამბობს, რომ საკუთარი თავის რეალიზაცია არასდროს არის გვიანი. ის საკუთარ თავს მოსწავლებელს ეძახის - მუდმივი სწავლისა და თვითგანვითარების გზაზე შეუძლებელია მიღებული ცოდნით დაკმაყოფილდე. ყოველთვის ახალი აღმოჩენებისკენ სწრაფვა არის ის, რაც გვეხმარება, განათლების გზაზე არ გავჩერდეთ.„მე გვიან დავიწყე ფეხბურთის თამაში, გვიან დავიწყე ინგლისურის სწავლა. გვიან ვგულისხმობ, რომ ასაკით გვიან, თორემ არასდროსაა სწავლა გვიან და ყოველთვის შეიძლება მიიღო განათლება, ნელა აკეთო რაღაც საქმე, მაგრამ მაინც აკეთო და არ გაჩერდე. სულ დამაქვს წიგნი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ნებისმიერ დროს შევძლებ წაკითხვას, იქნებ გამოჩნდეს დრო, თვალს ჩავკრავ, მეგობარივითაა, მინდა, ჩემთან იყოს ახლოს“, – ამბობს გიორგი.სწორედ ამ ღირებულებებზე დაყრდნობით გიორგი ლიპარიშვილი მასწავლებლების ჯილდოს ათეულის წევრია.ინფორმაციისთვის, მასწავლებლების ჯილდოს პროექტი მეცხრე წელია მიმდინარეობს და მიზნად ისახავს ისეთი მასწავლებლების გამოვლენას, რომლებიც განათლების სფეროში ახალ სტანდარტებს ქმნიან.კონკურსში მონაწილეობა ნებისმიერ მოქმედ მასწავლებელს შეუძლია. ასევე, ნებისმიერ მსურველს აქვს შესაძლებლობა, მათთვის სასურველ მასწავლებელს გაუწიოს ნომინირება.მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე განაცხადების მიღება 23 აპრილიდან დაიწყო და 30 მაისამდე გაგრძელდება. რეგისტრაციის ფორმა და სხვა დეტალები შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე: https://application.tprize.ge/„როცა მოსწავლეები შეცდომას უშვებენ, ხშირად ამბობენ ხოლმე “არ გამოდის, მას!”– მე ვპასუხობ, რომ ეს თუ არის ჩიხი და თუ შესავალია, აუცილებლად ექნება უკან გამოსავალი“, - გიორგი ლიპარიშვილი.
1747137799

ობლიგაციების საპროცენტო განაკვეთი TIBR 3M + 4.0%-ით განისაზღვრა, რაც წინა ემისიასთან შედარებით 0.25 პროცენტული პუნქტით არის გაუმჯობესებული. ხაზგასასმელია, რომ ობლიგაციების ერთ-ერთი ინვესტორი საქართველოს საპენსიო ფონდია - ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველოს საპენსიო ფონდი მიკრობანკის ფასიან ქაღალდებს ყიდულობს.„ემბისიმ“ წარმატებით განახორციელა 21.3 მილიონი ლარის ობლიგაციების პირველი ტრანში თიბისი კაპიტალის ხელშეწყობითა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით. განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ იმ ფაქტს, რომ ობლიგაციების ინვესტორი საქართველოს საპენსიო ფონდი გახდა. აღსანიშნავია, რომ „ემბისი“ პირველი მიკრობანკია ქართულ ბაზარზე, რომელმაც საქართველოს საპენსიო ფონდის მსგავსი მხარდაჭერა მიიღო, რაც კომპანიის ფინანსურ სტაბილურობასა და საინვესტიციო პოტენციალზე მიუთითებს და მისი შემდგომი განვითარებისთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის.“ - გია პეტრიაშვილი, „ემბისის“ გენერალური დირექტორი“მოხარულები ვართ, რომ თიბისი კაპიტალსა და მიკრობანკ „ემბისის“ შორის პირველი წარმატებული თანამშრომლობა შედგა. ემიტენტთან წარმატებული კოლაბორაციის შედეგად, კომპანიამ წინა ემისიასთან შედარებით 0.25 საპროცენტო პუნქტით გაუმჯობესებული პირობებით გამოუშვა ბონდები. ასევე, წარმატებით მოხერხდა ინვესტორთა ბაზის გაფართოება. თიბისი კაპიტალი აქტიურად არის ჩართული ადგილობრივი ობლიგაციების განთავსებაში, წლის დასაწყისიდან დღემდე დაახლოებით 100 მილიონ ლარამდე მოცულობის ფასიანი ქაღალდების გამოშვებაში მივიღეთ მონაწილეობა, რითიც ხელს ვუწყობთ დაინტერესებულ მხარეებს, ახალი საინვესტიციო და დაფინანსების მექანიზმების მოძიებაში”,- ოთარ შარიქაძე, თიბისი კაპიტალის დირექტორი.„სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მნიშვნელოვან როლს ასრულებს კაპიტალის ბაზრის სტრუქტურული რეფორმის პროცესში, რომლის მიზანია ფასიანი ქაღალდების სახეობებისა და რაოდენობის გაზრდა და მათი ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება. რეფორმა ასევე ხელს უწყობს ადგილობრივ ინვესტორთა ბაზის გაძლიერებას. კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა 2024 წლის აპრილიდან ამოქმედდა და მან საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია კომპანიებში. ამ მდგომარეობით პროგრამის ფარგლებში შემოსულია 16 კომპანიის 20 განაცხადი და მხარდაჭერილია 6 კომპანიის მიერ განთავსებული 8 ემისია. აღნიშნული ემისიების შედეგად, საფონდო ბაზარზე მოზიდულია დაახლოებით 241 მილიონი ლარის ოდენობის დამატებითი საინვესტიციო კაპიტალი. აღსანიშნავია, რომ კომპანია „ემბისი“ პირველი მიკრობანკია საქართველოში, რომელმაც აღნიშნული სახელმწიფო პროგრამით ისარგებლა.“ - მიხეილ ხიდურელი, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი.„მოხარული ვართ, რომ ინვესტორი საქართველოს საპენსიო ფონდმა კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა ადგილობრივი კორპორატიული ობლიგაციების ბაზრის გაღრმავებისკენ და მონაწილეობა მიიღო მიკრობანკ „ემბისის“ ობლიგაციების წარმატებულ განთავსებაში. ეს ჩვენი მეცხრე ინვესტიციაა ადგილობრივ კორპორაციულ ობლიგაციებში და ვაგრძელებთ საინვესტიციო პორტფელის დივერსიფიკაციას ადგილობრივ ფინანსურ ინსტრუმენტებში. მივესალმებით, რომ ტრანზაქცია განხორციელდა სააგენტო „აწარმოე საქართველოში“-ს კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში. მიგვაჩნია, რომ მსგავსი ინიციატივები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბაზრის სტიმულირებასა და ქართული კომპანიებისთვის დაფინანსების ახალი წყაროების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაში. იმედი გვაქვს, რომ აღნიშნული წარმატებული განთავსება და მასში ჩვენი მონაწილეობა გახდება დამატებითი სტიმული ახალი ადგილობრივი ემისიებისთვის, რაც საშუალებას მოგვცემს, საპენსიო დანაზოგები დავაბანდოთ ქართული კომპანიების ფასიან ქაღალდებში და ხელი შევუწყოთ ქვეყნის კაპიტალის ბაზრის გრძელვადიან განვითარებას ჩვენი მონაწილეების საუკეთესო ინტერესების დაცვით.” - ანა ნაჭყებია, საქართველოს საპენსიო ფონდის მთავარი საინვესტიციო ოფიცრის მოვალეობის შემსრულებელი."ემბისი" პირველი ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში, რომელმაც მიკრობანკის ლიცენზია მიიღო. კომპანიის ძირითადი საქმიანობა მოიცავს მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებას. „ემბისი“ 8 რეგიონში, 17 სერვის ცენტრითაა წარმოდგენილი და მომხმარებლებს საკრედიტო პროდუქტებისა და სერვისების მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს. წამყვანი ევროპული სარეიტინგო სააგენტო Scope Rating-საგან ემბისის მინიჭებული აქვს B+ საკრედიტო რეიტინგი სტაბილური პერსპექტივით (B+ Stable).
1747137641

გადახდის განვადებაალბათ გქონიათ გამოცდილება, როდესაც გარკვეული ნივთის ან პროდუქტის შეძენის შემდეგ თანხა დაგჭირდათ. გადახდის განვადების მეშვეობით კი შეგიძლიათ ნებისმიერ ობიექტში (მათ შორის: მაღაზიებში, მარკეტებში, საკვებ ობიექტებში და სხვა.) დახარჯული თანხა უკან დაიბრუნოთ სესხის სახით და განავადოთ 12 თვეზე.თანხის დაბრუნება შესაძლებელია გადახდის განხორციელებიდან 14 დღის განმავლობაში. იმისათვის, რომ გადახდის განვადებით ისარგებლოთ, საჭიროა თქვენი საკრედიტო შესაძლებლობები იცოდეთ. (ნახეთ ხელმისაწვდომი თანხა აქ.)ინფორმაციისთვის, აღნიშნული პროდუქტით სარგებლობისთვის აუცილებელია თანხა საქართველოს ბანკის სადებეტო ბარათით გადაიხადოთ, თანხის ოდენობა კი 200-დან 5000 ლარამდე უნდა შეადგენდეს.გადახდის განვადების შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.სესხის თარიღის ცვლილება მობილბანკიდანროგორც წესი, მომხმარებელი სესხის აღებისას ირჩევს კონკრეტულ თარიღს თუ როდის სურს რომ გადაიხადოს. ამ დრომდე თარიღის შეცვლა მხოლოდ ფილიალში შეიძლებოდა. ამიერიდან, ამ ოპერაციის შესრულება სწრაფად და მარტივად, საქართველოს ბანკის მობილბანკიდან არის შესაძლებელი.აღსანიშნავია, რომ სასურველი თარიღის ცვლილებას მომხმარებლები წელიწადში ორჯერ შეძლებენ.სესხის თარიღის ცვლილების შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.AmEx საკრედიტო ბარათის შეკვეთაამიერიდან, ლარში საკრედიტო AmEx ბარათის მფლობელები, ვადის გასვლის, ბარათის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში, მის აღდგენას პირდაპირ მობილბანკიდან შეძლებენ.მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.
1747136424

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ თანამდებობა დატოვა
1746612203
შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ცესკოში
1746622320
ირაკლი ლექვინაძე ICN და CMA მიწვევით ედინბურგში კონკურენციის საერთაშორ...
1746698595
ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრა ცესკოში
1746706698
საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა
1746606812