ახალი ამბები

სხვა სიახლეები
საქართველოში წლიური ინფლაციის დონე სექტემბერშიც 5.6%-ზე შენარჩუნდა - ს...

სექტემბერში ფასების საერთო ზრდაზე ყველაზე მნიშვნელოვანი გავლენა ტრანსპორტისა და საწვავის ჯგუფმა მოახდინა. აღნიშნულ კატეგორიაში ფასები წლიურად 18.7%-ით გაიზარდა, რამაც მთლიან ინფლაციაში 2.2 პროცენტული პუნქტის წვლილი შეიტანა. ზრდა ძირითადად პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციისა და სატრანსპორტო მომსახურების გაძვირებას უკავშირდება, შესაბამისად, 25.8%-სა და 14.9%-ს.მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა ასევე სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების გაძვირებას. ამ ჯგუფში ფასები 3.4%-ით გაიზარდა, რაც წლიურ ინფლაციაზე 1.24 პროცენტული პუნქტით აისახა.სურსათის კატეგორიაში ყველაზე მეტად თევზეული გაძვირდა – 18.1%-ით. ხორცისა და ხორცის პროდუქტების ფასები 9%-ით, პურისა და პურპროდუქტების 6.9%-ით, ზეთისა და ცხიმის 4.8%-ით, ყავის, ჩაისა და კაკაოს კი 4.6%-ით გაიზარდა. ბოსტნეულისა და ბაღჩეულის ფასები 0.4%-ით მოიმატა.ამასთან, ხილისა და ყურძნის ფასები 4.3%-ით შემცირდა, შაქრის, ჯემისა და სხვა ტკბილეულის – 0.7%-ით, ხოლო მინერალური და წყაროს წყლის, უალკოჰოლო სასმელებისა და ნატურალური წვენების – 0.6%-ით.საცხოვრებლის, წყლის, ელექტროენერგიისა და აირის ჯგუფში ფასები 9.2%-ით გაიზარდა, რამაც წლიურ ინფლაციაში 0.89 პროცენტული პუნქტი შეიტანა. ამ კატეგორიაში ფაქტობრივი გადასახადი საცხოვრებელზე 10.9%-ით, ელექტროენერგიის, აირისა და სათბობის სხვა სახეების ფასი 10.5%-ით, ხოლო საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა-შეკეთების ღირებულება 9.8%-ით გაიზარდა.ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასების წლიურმა ზრდამ 8% შეადგინა, მისი წვლილი მთლიან ინფლაციაში კი 0.66 პროცენტული პუნქტი იყო. ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება 11.5%-ით, სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობების ფასი კი 8.8%-ით გაიზარდა.ინფლაციის მაჩვენებლის შემცირების მიმართულებით მნიშვნელოვანი გავლენა განათლების ჯგუფმა მოახდინა. სექტემბერში ამ კატეგორიაში ფასები 12.5%-ით შემცირდა, რის შედეგადაც ჯგუფის წვლილი წლიურ ინფლაციაში -0.55 პროცენტული პუნქტი იყო.განათლების მიმართულებით ყველაზე მკვეთრად უმაღლესი განათლების ფასები შემცირდა – 32.9%-ით. ამავე პერიოდში სკოლამდელი და დაწყებითი განათლების ფასები 7%-ით, დონით განუსაზღვრელი განათლების – 6.8%-ით, ხოლო საშუალო განათლების – 6.6%-ით გაიზარდა.

1790928102

www.ekalata.gov.ge - სექტემბრის თვის ფასების დინამიკას აქვეყნებს

სასურსათო პროდუქტებისგან შემდგარი კალათის ღირებულება თვის დასაწყისში 37.45 ლარს შეადგენდა, ხოლო თვის ბოლოს 35.82 ლარამდე შემცირდა.კალათის ყველაზე დაბალი ღირებულება 29-30 სექტემბერს დაფიქსირდა.რაც შეეხება პირველადი მოხმარების არასასურსათო პროდუქტებისგან შემდგარ კალათას, მისი ყველაზე დაბალი ღირებულება 10 სექტემბერს დაფიქსირდა და 25.57 ლარი შეადგინა, ხოლო საანგარიშო პერიოდის ბოლოს კალათის ღირებულება 26.17 ლარი იყო.საქართველოს მთავრობის ინიციატივით შექმნილი საინფორმაციო პორტალი მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს ამოქმედდა. სექტემბრის დასაწყისთან შედარებით, თვის ბოლოს 10 საბაზისო პირველადი მოხმარების არასასურსათო პროდუქტისგან შემდგარი ყველაზე იაფი კალათის ღირებულება 5.3%-ით შემცირდა, ხოლო 13 საბაზისო სასურსათო პროდუქტისგან შემდგარი ყველაზე იაფი კალათის ღირებულება - 4.4%-ით.www.ekalata.gov.ge მომხმარებლებს ყოველდღიურად აძლევს შესაძლებლობას, შეადარონ ფასები წამყვან სავაჭრო ქსელებში, შექმნან ინდივიდუალური კალათა და გააკეთონ ინფორმირებული არჩევანი.პლატფორმას დაემატა მაღაზიების გეოლოკაციის ფუნქციონალიც, რომელიც მომხმარებლებს უახლოესი ქსელის ფილიალის მარტივად მოძიების შესაძლებლობას აძლევს. პორტალზე ამ დროისათვის 16 სავაჭრო ქსელია წარმოდგენილი: „აგროჰაბი“, „ამბარი“, „კარფური“, „დეილი“, „გუდვილი“, „გვირილა“, „კალათა“, „ლიბრე“, „მაგნიტი“, „ნიკორა“, „ორი ნაბიჯი“, „სპარი“, „უნივერსამი“, „ზღაპარი“ „სუფთა სახლი" და „ევროპროდუქტი".

1790927687

როგორ არ გაჩერდა ქომაგობა - საქართველოს ბანკი, ეროვნული საფეხბურთო ნაკ...

საქართველოს ბანკმა, როგორც ეროვნული ნაკრებისმთავარმა სპონსორმა, ეს შეზღუდვა ახალშესაძლებლობად აქცია და შექმნა კამპანია - „ქომაგობა არ ჩერდება“.ჩანაფიქრი მარტივი იყო: თუ გულშემატკივარი ვერ შედის სტადიონზე, მაშინ თავად ქალაქი უნდა იქცეს საგულშემატკივრო სივრცედ. ასე გაჩნდა იდეა, რომ სტადიონზე აკრძალული ქომაგობა პირდაპირ ქუჩაში, სპეციალურად მოწყობილ ტრიბუნებზე გამოსულიყო.მატჩის დღეს, 17:00 საათიდან, დინამოსთან მისასვლელ გზაზე ნამდვილი საფეხბურთო მოძრაობა დაიწყო. აქ მოსულ გულშემატკივრებს სამი სპეციალური ლოკაცია დახვდათ: პირველი ტრიბუნა მესხის ძეგლთან განთავსდა, მეორე - ეროვნული სიმფონიური ორკესტრის აუდიტორიასთან, ხოლო მესამე, ცაბაძის ქუჩის კუთხეში, სასკოლო ლიგის ბავშვებმა დაიკავეს. სამივე წერტილიდან ერთიანი ენერგია მიემართებოდა მოედნისკენ, რაც ნაკრების ავტობუსის გამოჩენისას განსაკუთრებულ ხმაურში გადაიზარდა.ეს ყველაფერი საქართველოს ბანკის, ფეხბურთის ფედერაციისა და ნაკრების ქომაგების ერთობლივი ძალისხმევით მოხერხდა. თუმცა მთავარი როლი მაინც იმ ადამიანებმა ითამაშეს, რომლებმაც ქუჩის ტრიბუნები შეავსეს. ქართული სპორტის ქომაგების პრეზიდენტი, ბექა ნოზაძე, ამ შეკრების მუხტს ასე იხსენებს:“როდესაც ჩვენ ვუსმენთ საქართველოს ჰიმნს, ამ დროსვფიქრობთ, რომ გავდივართ ბრძოლის ველზე. არ აქვსმნიშვნელობა, ვინ ითამაშებს მოედანზე, მთავარიაროგორ თამაშობენ ის ადამიანები, რომლებსაცსაქართველოს ნაკრების მაისური აცვიათ. პატიოსანიქომაგი არასდროს ვყოფილვარ, ბავშვობიდან მიყვარდაფეხბურთი და ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო იყო, როცაგადავძვრებოდი, შევიპარებოდი თამაშზე და სხვისკუთვნილ ადგილას დავჯდებოდი. ეს მოგონება დღემდემახსენებს, რომ ქომაგობას ვერაფერი აჩერებს - ვერცშეზღუდვები, ვერანაირი ბარიერი“, - აღნიშნავს ბექანოზაძე.25 სექტემბრის საღამომ ერთი რამ ნათლად აჩვენა: გულშემატკივრობა 90-წუთიან მატჩზე გაცილებით მეტია. სტადიონის კარები შეიძლება დაკეტილი იყოს, მაგრამ მხარდაჭერისთვის სივრცე მაინც მოიძებნება.საქართველოს ნაკრებს წინ ორი გასვლითი მატჩი აქვს: 2 ოქტომბერი, 22:45 – უნგრეთი vs საქართველო 5 ოქტომბერი, 22:45 – ჩრდილოეთ ირლანდია vs საქართველო ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ ფეხბურთელებს.ქომაგობა არ ჩერდება! საქართველოს ბანკი, ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორიდამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

1790870513

ლაშა აბაშიძე: ახალი საპორტო სიმძლავრეები და, კონკრეტულად, ანაკლიის პორ...

ლაშა აბაშიძის თქმით, არის მოლოდინი, რომ მიმდინარე წელს გადაზიდვების რეკორდული მაჩვენებელი იქნება.„უკვე გაქვს ისეთი მონაცემები, რომელიც ბოლო 15 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალია. სწორედ ამიტომ საქართველოს რკინიგზაში მნიშვნელოვანი ინვესტიციები ხორციელდება. დაგეგმილი გვაქვს, არსებითად გავაუმჯობესოთ რკინიგზის მოძრავი შემადგენლობა - მიმდინარეობს სალოკომოტივო და სავაგონო პარკის სრული განახლება“, - განაცხადა საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა.რაც შეეხება ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დამაკავშირებელ სარკინიგზო ხაზს, ლაშა აბაშიძის თქმით, მის მშენებლობაზე ტენდერი მიმდინარე წელს გამოცხადდება.„ახალი საპორტო სიმძლავრეები და, კონკრეტულად, ანაკლიის პორტი შუა დერეფნისთვის გარდამტეხი მნიშვნელობის იქნება - ეს არის ტვირთების გადამუშავების და ზღვაზე გატანის დამატებითი რესურსი. როგორც კვლევები აჩვენებს, შუა დერეფანში, მომავალ წლებში იქნება ტვირთების 2-ჯერ და 3-ჯერ მეტი ზრდა. შესაბამისად ახალი საპორტო ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს იმას, რომ ამ ტვირთების გატარების მოხდეს. ამიტომაც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი არამხოლოდ საქართველოსთვის, ზოგადად შუა დერეფნისთვის არის მნიშვნელოვანი და კრიტიკული მთელი ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის. ვმუშაობთ მსოფლიო ბანკთან ერთად, რომ მიმდინარე წელს გამოვაცხადოთ ტენდერი და ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტამდე მისასვლელი რკინიგზის მშენებლობა დავიწყოთ. ეს იქნება სრულიად ახალი სარკინიგზო ინფრასტრუქტურა. ჩვენ ვაშენებთ ახალ სადგურებს და ახალ სარკინიგზო ინფრასტრუქტურას“, - განაცხადა ლაშა აბაშიძემ.

1790867033

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განმარტავს ცვლილებას, რომე...

„შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ქონების გადასახადის დეკლარირების ვადა მიმდინარე წლის 2 ნოემბრის ჩათვლით (ვინაიდან 1-ელი ნოემბერი არასამუშაო დღეა) არის შესაძლებელი. ამასთან გაცნობებთ, რომ ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის შეღავათის ზღვარი 40 ათასი ლარიდან 100 ათას ლარამდე გაიზარდა, რაც ნიშნავს, რომ დაახლოებით 81 ათასი ოჯახი, რომელთა წლიური შემოსავალი 100 ათას ლარს არ აღემატება, ქონების გადასახადს (გარდა მიწისა) აღარ გადაიხდის.აღსანიშნავია ის მნიშვნელოვანი გარემოება, რომ იმ ფიზიკურ პირებს, რომელთა ოჯახის მიერ მიღებული შემოსავალი 2025 წლის განმავლობაში არ აღემატებოდა 100 000 ლარს დასაბეგრ ქონებაზე (გარდა მიწისა) საგადასახადო ორგანოში დეკლარირების/შესაბამისად ქონების გადასახადის გადახდის ვალდებულება აღარ წარმოეშობათ. ამასთან, საგადასახადო ცვლილებიდან გამომდინარე, ფიზიკურ პირს უფლება აქვს 2026 წელს აღარ წარმოადგინოს ე.წ. „ნულოვანი დეკლარაცია“ (გარდა მიწისა) თუ მისი და მისი ოჯახის მიერ მიღებული შემოსავალი წინა საანგარიშო წლის მიხედვით 40 000-დან 100 000 ლარამდე იყო.გთხოვთ გაითვალისწინოთ, თუ თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების შემოსავალი გასული 2025 წლის მიხედვით აღემატებოდა 100 000 ლარს და თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრები საქართველოს ტერიტორიაზე ფლობთ დასაბეგრ ქონებას, ან შემოსავლის ოდენობის მიუხედავად თქვენ ან თქვენს ოჯახის წევრ(ებ)ს გაქვთ დასაბეგრი მიწა, წარმოგეშვებათ ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის/შესაბამისად გადახდის ვალდებულება.აქვე დამატებით განვმარტავთ, რომ თუ ფიზიკურ პირს წარდგენილი ჰქონდა ფიზიკური პირის ქონების გადასახადის 2025 წლის დეკლარაცია და მის მიერ არ იცვლება დეკლარირებული მონაცემები, ამ შემთხვევაში საგადასახადო ორგანო პროგრამულად დაარიცხავს მიმდინარე 2026 წლის ქონების გადასახადს. გადასახადის გადამხდელს ევალება კუთვნილი გადასახადის გადახდა არაუგვიანეს 16 ნოემბრისა (ვინაიდან 15 ნოემბერი არასამუშაო დღეა) წინა საანგარიშო წლის მონაცემების მიხედვით“, - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.სასურველი ინფორმაციის მისაღებად ასევე, შეგიძლიათ ისარგებლოთ შემოსავლების სამსახურის ახალი სერვისით „RS ჩატი“ ან დაუკავშირდეთ საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრს 2 299 299.

1790865976

საქართველოს ბანკი - საერთაშორისო ბიზნესმედიის ყურადღების ცენტრში

McKinsey-ის ინტერვიუ საქართველოს ბანკის გენერალურ დირექტორთან, არჩილ გაჩეჩილაძესთან,უფრო ღრმად იკვლევს იმ გადაწყვეტილებებსა და პრინციპებს, რომლებმაც ამ შედეგების მიღწევა განაპირობა. ერთ-ერთი მთავარი გადაწყვეტილება მიზანმიმართული არჩევანი იყო, ბანკს მომხმარებლისთვის ციფრული სერვისები ფინტექ კომპანიების მსგავსად სწრაფად და მარტივად მიეწოდებინა.„ჩვენ გადავწყვიტეთ, მომხმარებლისთვის ისეთივე სერვისები შეგვეთავაზებინა, რაშიც ფინტექ კომპანიები ძლიერები არიან - და ამავდროულად, შეგვენარჩუნებინა და განგვევითარებინა ის უპირატესობები, რაც უკვე გვქონდა, კერძოდ, ნდობა და ძლიერი ფინანსური მაჩვენებლები,“ - განმარტავს არჩილ გაჩეჩილაძე ინტერვიუში.პრაქტიკაში, ეს ორი მიმართულების პარალელურად განვითარებას ნიშნავდა. ერთი მხრივ — ტექნოლოგიებში უწყვეტ ინვესტირებასა და მომხმარებლის გამოცდილების გამარტივებას: ისეთი ორგანიზაციის შექმნას, რომელსაც შეუძლია ფინტექ კომპანიის სისწრაფით მოქმედება, თუმცა ბანკის მასშტაბითა და შესაძლებლობებით ოპერირება. მეორე მხრივ კი ორგანიზაციის მუშაობის პრინციპების გარდაქმნას: გადაწყვეტილებების მიღების დელეგირებასა და ისეთი კულტურის ჩამოყალიბებას, რომელიც გუნდს შეცდომებზე სწავლის შესაძლებლობას აძლევს, მნიშვნელოვანი რისკების შექმნის გარეშე.Bloomberg იმავე ტრანსფორმაციას განსხვავებული პერსპექტივიდან აფასებს — ბაზრების, ინვესტორების ნდობისა და ჯგუფის ზრდის დინამიკის ჭრილში. გამოცემის სტატიაში, „როგორ იქცა ქართული ბანკი ევროპის ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ კომპანიად", ნაჩვენებია, თუ რა შედეგებამდე მიიყვანა ბანკი ამ წლების განმავლობაში განხორციელებულმა სტრატეგიამ: FTSE 100-ის ინდექსში გაწევრიანება, £5.8 მილიარდის საბაზრო კაპიტალიზაცია და, Bloomberg-ის მონაცემებით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში აქციის ფასის 740%-იანი ზრდა.„ყოველ წელს ყველაფერს ოდნავ უკეთ ვაკეთებდით და ეს ყველაფერი დაგროვდა," - აღნიშნავს არჩილ გაჩეჩილაძე.Bloomberg-თან ინტერვიუში საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი ასევე აღნიშნავს, რომ სწორედ ეს ფილოსოფია- თანმიმდევრული, თუნდაც მცირე გაუმჯობესებების განხორციელება და მათი დროთა განმავლობაში დაგროვება ჯგუფის ზრდის შემდეგ ეტაპსაც განსაზღვრავს. ეს ეტაპი საქართველოსა და სომხეთის ფარგლებს გარეთ გაფართოებას და ცენტრალურ აზიაში, ბალტიისპირეთსა და ბალკანეთში ახალი შესაძლებლობების ძიებას მოიცავს.Financial Times-ის მიერ შედგენილ რეიტინგში კი, რომელიც ბრიტანეთის უმსხვილესი საჯარო კომპანიების ხელმძღვანელთა საქმიანობას აფასებს, არჩილ გაჩეჩილაძემ მეორე ადგილი დაიკავა. შეფასება ცხრა ძირითად კრიტერიუმს ეფუძნებოდა, მათ შორის კომპანიის მდგრადობას, ხელმძღვანელობის ეფექტიანობასა და ანალიტიკოსების შეფასებებს.ეს შედეგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია Lion Finance Group-ის FTSE 100-ის ინდექსში შესვლის შემდეგ და წარმოადგენს კომპანიის ძლიერი ფინანსური შედეგების, ეფექტიანი მმართველობისა და გრძელვადიან ღირებულებაზე ორიენტირებული სტრატეგიის აღიარებას.McKinsey-ის, Bloomberg-ისა და Financial Times-ის მასალები ერთად გვაძლევს უფრო ფართო სურათს იმის შესახებ, თუ სად იმყოფება დღეს Lion Finance Group და რა მიმართულებით მიდის მომავალში.

1790865720