მაია ომიაძის თქმით, ბრიტანეთისა და ევროპის სხვა ქვეყნების ბაზარზე პოზიციების გასამყარებლად განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება არამხოლოდ ფასიან რეკლამას, არამედ სანდო, ავტორიტეტულ გლობალურ გამოცემებში რედაქციული კონტენტის შექმნას.„მიმდინარე წლის მესამე კვარტალში ევროკავშირის ქვეყნებიდან 24%-იანი მატება გვაქვს, რაც უპრეცედენტოა — არასოდეს ევროპის პასპორტის ამდენი მფლობელი საქართველოში არ ჩამოსულა! ევროპელი მოგზაური დაჯავშნამდე, როგორც წესი, ეცნობა სანდო, მაღალი რეპუტაციის მედიას. ჩვენ ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ გავლენიანი გამოცემების რედაქციებთან იმისთვის, რომ რედაქციული კონტენტი შეიქმნას. ეს ნიშნავს იმას, რომ გამოქვეყნებული პუბლიკაცია არ არის ნაყიდი, არამედ არის საკუთარ გამოცდილებაზე დაფუძნებული.ჩვენი ძალისხმევის დიდი ნაწილი მიმართულია სწორედ იქითკენ, რომ ასეთ მედიებთან, რედაქტორებთან, ჟურნალისტებთან დავამყაროთ მჭიდრო თანამშრომლობა, საქართველოში ჩამოვიყვანოთ, გავაცნოთ ქვეყნის ტურისტული პოტენციალი, რათა საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდობით მოამზადონ საქართველოს შესახებ მასალები. მოგზაურობის დაჯავშნისას, მაღალი რეპუტაციის მქონე მედიას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ევროპის ქვეყნებისა და ბრიტანეთის მოქალაქეებისთვის“, - აღნიშნა მაია ომიაძემ.
1794303041
ქართული მარნების გამოფენაში მონაწილეობა მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მარნების ღვინოების ცნობადობის გაზრდას აშშ-ის ბაზარზე და ქართული ღვინის პოპულარიზაციას საერთაშორისო ასპარეზზე.ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული საექსპორტო ბაზარია. მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან აშშ-ში 821 ათას ლიტრამდე ღვინოა ექსპორტირებული, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 3%-ით აღემატება.აშშ-ში ქართული ღვინის წარდგენას ქართველმა მეღვინეებმა მხარდაჭერა ქალაქ ნიუ-იორკში საქართველოს გენერალური საკონსულოსგანაც მიიღეს.ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული მარნები მიმდინარე წელს „RAW Wine“-ის გამოფენებში სხვადასხვა ქვეყანაშიც მონაწილეობდნენ.„RAW Wine“ (The Artisan Wine Fair) მაღალი ხარისხის ბუნებრივი, ორგანული და ბიოდინამიკური ღვინოების საერთაშორისო გამოფენაა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მწარმოებლებს აერთიანებს. ღონისძიების ორგანიზატორია ცნობილი ფრანგი ღვინის მაგისტრი იზაბელ ლეგერონი.წელს ნიუ-იორკში გამოფენა მეათედ გაიმართა. საიუბილეო ღონისძიებაში მსოფლიოს 18 ქვეყნის 120-მდე ღვინის მწარმოებელი მონაწილეობდა.ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
1794302950
1996 წელს დაარსებული კომპანია უკვე სამი ათწლეულია, რაც ადგილობრივ ბაზარზე მაღალხარისხიანი და სანდო პროფესიონალური მომსახურების სტანდარტს ამკვიდრებს. დარგის მარეგულირებლის მიერ მინიჭებული უმაღლესი დონის აკრედიტაციის საფუძველზე, კომპანიას და მის პარტნიორებს აქვთ უფლებამოსილება, აუდიტი გაუწიონ ნებისმიერი მასშტაბის საწარმოს, მათ შორის, საზოგადოებრივი დაინტერესების პირებს.ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი პროფესიონალური გუნდით დაკომპლექტებული „ბეიკერ ტილი ჯორჯია“ საშუალო და მსხვილ კორპორაციულ კლიენტებს ეკონომიკური საქმიანობის თითქმის ყველა სფეროში სთავაზობს სრულყოფილ სერვისებს. როგორც საერთაშორისო ქსელის წევრი, კომპანია მკაცრად ეფუძნება პროფესიონალ ბუღალტერთა ეთიკის კოდექსსა და საერთაშორისო სტანდარტებს, რაც კლიენტებს უმაღლესი ხარისხისა და თანამედროვე ტექნოლოგიურ მიღწევებზე დაფუძნებულ მომსახურებას უზრუნველყოფს.2003 წლის თებერვლიდან შპს „ბეიკერ ტილი ჯორჯია“ წარმოადგენს Baker Tilly International-ის დამოუკიდებელ წევრს. გლობალური ქსელი, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით სიდიდით მე-8 ადგილს იკავებს, აერთიანებს 147 ქვეყნის 754 ოფისსა და 50 400-ზე მეტ თანამშრომელს. საერთაშორისო ქსელში ჩართულობა კომპანიას აძლევს შესაძლებლობას, ადგილობრივ ბიზნესს უზრუნველყოფს უმაღლესი დონის აუდიტორული და საკონსულტაციო მხარდაჭერით მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.„მოხარულნი ვართ, რომ „ბეიკერ ტილი ჯორჯია“, რომელიც ათწლეულებია ბაზარზე უმაღლესი ხარისხისა და სანდოობის სტანდარტს ამკვიდრებს, ჩვენს ერთობლივ პლატფორმას უერთდება. დარგის ლიდერი კომპანიების ჩართულობა ასოციაციის საქმიანობას კიდევ უფრო მეტ ღირებულებას მატებს“, - განაცხადა საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.
1794302529
UNI4VERSE ყოველწლიური ინოვაციების და ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კონკურსია, რომელიც ახალგაზრდებში ინოვაციური აზროვნების, მეწარმეობისა და ტექნოლოგიური უნარების განვითარების ხელშეწყობას ემსახურება და სტუდენტებს საკუთარი იდეების რეალურ პროდუქტებად გარდაქმნის შესაძლებლობას აძლევს. წლევანდელი კონკურსი საქართველოს ეროვნული ბანკის, ბაზისბანკისა და სხვა პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით ჩატარდა. მასში საქართველოს 32 უნივერსიტეტი ჩაერთო, მთავარი თემა კი ფინანსური განათლება იყო.კონკურსის ფარგლებში სტუდენტებმა ფინანსური სერვისების ინტეგრაციის, ინვესტიციებისა და გრძელვადიანი დაგეგმვის გამარტივების, კიბერუსაფრთხოებისა და მომხმარებელთა დაცვის, ბიუჯეტირებისა და დანაზოგების მართვის, ასევე მცირე ბიზნესისთვის ფულადი ნაკადების ანალიზის მიმართულებით იმუშავეს. ჩატარდა საინფორმავიო შეხვედრები, ვორქშოფები, რომელშიც მონაწილეობას 1300-მდე სტუდენტი იღებდა.გამარჯვებული გუნდი თბილისის ტექნოპარკში გამართულ დემო დღეზე კომპეტენტურმა ჟიურიმ გამოავლინა. საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) მიერ დაწესებულ 20,000-იან გრანტთან ერთად BTU-ს გამარჯვებულმა გუნდა მიიღო საგზური მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს ტექნოლოგიურ კონფერენციაზე – Web Summit-ზე გასამგზავრებლად.ბაზისბანკისთვის ახალგაზრდების მხარდაჭერა და ტექნოლოგიური ინოვაციების წახალისება პრიორიტეტული მიმართულებაა. ბანკი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ისეთ ინიციატივებს, რომლებიც ახალგაზრდა თაობაში ფინანსური განათლების ამაღლებასა და ინოვაციური აზროვნების განვითარებას ემსახურება. საქართველოს ეროვნული ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმა „ფინედუსთან“ მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში, ბაზისბანკის ჩართულობით უკვე არაერთი მასშტაბური პროექტი განხორციელდა, რაც მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.
1794301087
ვაჟა ილურიძე, „თეგეტა მოტორსის“ საცალო გაყიდვების განყოფილების ხელმძღვანელი: „თეგეტა მოტორსისთვის“ მომხმარებლებზე ზრუნვა მხოლოდ მათთვის პროდუქტზე ხელსაყრელი პირობების შეთავაზებას არ გულისხმობს. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ავტომობილის უსაფრთხოებაზე ზრუნვის წახალისება, მით უფრო ზამთრის სეზონის მოახლოებასთან ერთად, როდესაც გზებზე გადაადგილება დამატებით სიფრთხილეს მოითხოვს. ვინაიდან საბურავი ავტომობილსა და გზას შორის ერთადერთი უშუალო შეხების წერტილია, მის ხარისხსა და მდგომარეობას უსაფრთხო გადაადგილებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, მომხმარებლები წაგვეხალისებინა, ზამთრის სეზონს მომზადებულები შეხვდნენ. ამასთან ერთად, გვინდოდა, მათთვის მაქსიმალურად ხელშესახები სარგებელი შეგვექმნა - ამიტომ აქცია გავავრცელეთ საბურავების სრულ ასორტიმენტზე, გადახდილი თანხის 50%-ის უკან დაბრუნების შესაძლებლობით, რაც უპრეცედენტო შეთავაზებაა“. საბურავების მიმართულებით „თეგეტა მოტორსს“ წამყვან საერთაშორისო ბრენდებთან თანამშრომლობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. დღეს კომპანიის მომხმარებლებს საბურავების შერჩევა სხვადასხვა ფასისა და ხარისხის სეგმენტში შეუძლიათ. თიბისი განაწილებით სარგებლობის შემთხვევაში ღირებულების ეტაპობრივად, გაძვირების გარეშე დაფარვის შესაძლებლობა აქვთ.ბაქარ ჯღარკავა, თიბისის განაწილებისა და განვადების პროდუქტების ლიდერი: „განაწილება“ თიბისის ინოვაციური გადახდის მეთოდია, რომელიც მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, სასურველი შენაძენის ღირებულება ეტაპობრივად, გაძვირების გარეშე დაფარონ, ეფექტური 0%-ით. ახლა კი მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ, გაუმჯობესებული პირობით ისარგებლონ და საფასური 4 თვის ნაცვლად, 6 თვეზე გაძვირების გარეშე გადაანაწილონ. თიბისი თანაბრად ზრუნავს როგორც მომხმარებლებისთვის უკეთესი გამოცდილებისა და ხელმისაწვდომი ფინანსური პროდუქტების შექმნაზე, ისე პარტნიორი ბიზნესების განვითარებაზე. „განაწილება“ ბიზნესებს ეხმარება გაყიდვებისა და მომხმარებელთა რაოდენობის ზრდაში, ხოლო მომხმარებლებს სასურველი ნივთისა თუ მომსახურების მარტივად შეძენაში.განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი თანამშრომლობა „თეგეტასთან“, რომელთან ერთადაც მომხმარებლებს მუდმივად ვთავაზობთ გამორჩეულ შეთავაზებებსა და დამატებით სარგებელს. მსგავსი პარტნიორობა ხელს უწყობს როგორც ბიზნესის ზრდას, ისე მომხმარებლის კმაყოფილებისა და გამოცდილების გაუმჯობესებას.“შეგახსენებთ, რომ განსაკუთრებული პირობებით სარგებლობა მხოლოდ 12 ნოემბერს არის შესაძლებელი. აქცია „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში წარმოდგენილ საბურავების სრულ ასორტიმენტზე ვრცელდება და პროდუქტის შეძენისას შეთავაზებით სარგებლობისთვის რაოდენობა შეზღუდული არ არის.--თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
1794300240
კერძოდ, Lion Finance Group-ის (BGEO LN) აქციები დაიხურა 127.90 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +6.32% წინა კვირასთან შედარებით და -3.98% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 468 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 117.50 - 131.10 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 69 ათასი აქცია შეადგინა.თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 48.56 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +6.77% წინა კვირასთან შედარებით და - 4.78% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 497 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 43.92 - 52.35 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 67 ათასი აქცია შეადგინა.Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 45.85 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +5.16% წინა კვირასთან შედარებით და +3.27% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 242 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 43.10 - 48.55 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 42 ათასი აქცია შეადგინა.
1794300193
ნათია ჯანაშიას და დავით ცეცხლაძის მორიგი მრავალმილიონიანი უძრავი ქონებ...
1793609291
შესაძლებელია თუ არა ბუნებრივი აირის გაიაფება? - შესაძლებელია, თუ შუამა...
1793178394
ნათია ჯანაშია უმდიდრეს ქართველ ქალთა ათეულში - ვინ იყო ინვესტორი
1793175663
ნათია ჯანაშია „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ წინააღმდეგ - სასამართლო ქრო...
1793351751
აფბას მონიტორინგის სამსახურმა ნათია ჯანაშიას უძრავი ქონების შესწავლა ს...
1794207787








