აღნიშნული ჯილდო ასახავს IFC-სთან მრავალწლიანი და წარმატებული პარტნიორობის შედეგს და კიდევ ერთხელ ადასტურებს ბაზისბანკის მზარდ როლს სავაჭრო ფინანსირების მიმართულებით.GTFP-ის პროგრამის ფარგლებში მიღებული აღიარება, ასევე ადასტურებს ბაზისბანკის წვლილს ადგილობრივი ბიზნესების მხარდაჭერასა და საერთაშორისო სავაჭრო ოპერაციების ხელშეწყობაში.„ჩვენთვის დიდი პატივია IFC-ის მიერ კავკასიის რეგიონში გამორჩეულ ემიტენტ ბანკად დასახელება. ეს ჯილდო ასახავს ჩვენ მრავალწლიან თანამშრომლობასა და სავაჭრო ფინანსირების მიმართულებით თანმიმდევრულ მუშაობას. მიღებული ჯილდო კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენს მოტივაციას, გავაგრძელოთ ბიზნესის მხარდაჭერა, ხელი შევუწყოთ სავაჭრო ურთიერთობების გაფართოებას და შევთავაზოთ ჩვენს პარტნიორებსა და მომხმარებლებს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებული ფინანსური გადაწყვეტილებები.“ - ბაზისბანკის კომერციული დირექტორი, გიგი გაბუნია.
1775217780
მისივე შეფასებით, იმისთვის, რომ ქვეყანაში ელექტროენერგიის იმპორტი შემცირდეს და ჩვენი ელექტროენერგია გვქონდეს საჭიროა ჰესების აშენება, ამისთვის კი მოსახლეობასთან საუბარია საჭირო."ყველა მთავრობის დროს იყო მცდელობა, რომ ხუდონი და სხვა დიდი პროექტები აღდგენილიყო. ვინ არის დამნაშავე? აქ ძალიან მარტივია ვთქვათ რომ მთავრობაა დამნაშავე, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ყველა დამნაშავე ვართ, მათ შორის, ინვესტორი, მთავრობა, ადგილობრივი ხელისუფლება, მედია, არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ადიოდნენ თემში და ეუბნებოდნენ, რომ სადგურის აშენება სიმსივნეს გააჩენს სოფელში. ამას ჩვენ ვხვდებით თითოეულ პროდუქტზე, რომ მოდიან და მოსახლეობას ეუბნებიან აბსოლუტურ სისულელეებს. კომპლექსური პრობლემაა. მე მინახავს ინვესტორი, რომელიც უცხო ენის ლექსიკონით ესაუბრება სოფლის მოსახლეობას და ეს არ შეიძლება. ყველამ უნდა გავითავისოთ, რომ ეს ქვეყანა ყველასია. ხუდონჰესი თუ აშენდება ის დიდ ეფექტს მისცემს საქართველოს. ნამახვანი დასრულებული იქნებოდა და ჩვენ გვექნებოდა ელექტროენერგია და შემცირდებოდა იმპორტი. რაც გაკეთდა ნამახვანჰესზე თითოეული ჩვენგანის დანაშაულია. მერე გვიკვირს რატომ იზრდება ტარიფი. ინვესტორებმა, მშენებლებმა და ყველამ კეთილი ვინებოთ და დავსხდეთ და მოსახლეობას მათთვის გასაგებ ენაზე უნდა ავუხსნათ რა სარგებელია ეს. ჟინვალი და ენგური თავის დროზე როცა აშენდა, იქაც მოხდა გადასახლება და კომპენსაციის გადახდა. ეს გადასახლება კი უნდა იყოს ისეთი, რომ ადამიანი უკეთეს ან იგივე მდგომარეობაზე გადავიდეს. უნდა იყოს გარანტიები, რომელიც კანონის დონეზე იქნება აყვანილი და და უნდობლობა უნდა დავძლიოთ", - აცხადებს გიორგი მირცხულავა. bp.ge
1775214923
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის, ასევე ფიზიკური და ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, მალულად განთავსებული არადეკლარირებული ოქროსა (საერთო წონით 545 გრამი) და ვერცხლის (514 გრამი) ნაკეთობები აღმოაჩინეს.არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 145 639 ლარი შეადგინა.3 სამართალდამრღვევი პირის მიმართ, საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა, ხოლო 2 კანონდამრღვევი მოქალაქე საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, საერთო ჯამში 24 313 ლარით დაჯარიმდა.
1775214772
გლობალურ ბაზრებზე განწყობები ცვალებადი რჩება, მხოლოდ ხანმოკლე გაუმჯობესებითა და შემდეგ კვლავ გაუარესებით, რა მხრივაც გამონაკლისი არც ბოლო დღეებია.ამ ეტაპზე, საქართველოს ეკონომიკაზე ზეგავლენის კუთხით, მოვლენათა განვითარება თანხვედრაშია ჩვენს 2 მარტის პუბლიკაციაში წარმოდგენილ შეფასებებთან - ერთი მხრივ, დიდწილად ნეიტრალური ეფექტი ლარზე, ხოლო, მეორე მხრივ, ზომიერად, მაგრამ მიმდინარე პერიოდში მაინც უარყოფითი გავლენა ეკონომიკურ ზრდაზე, თავისთავად, ინფლაციის აჩქარებასთან ერთად.მარტში რეზიდენტების უნაღდო დანახარჯები თვიურ ჭრილში დიდწილად უცვლელია, თუმცა არარეზიდენტების ხარჯებში მნიშვნელოვანი შენელება იკვეთება, რაზეც ფრენების რაოდენობისა - განსაკუთრებით, ბათუმის აეროპორტში - და Google-ის სისტემაში საქართველოსთან დაკავშირებული ძიებათა სიხშირის კლებაც მიუთითებს. ამავდროულად, ლარი, რომელიც მარტის პირველ დღეებში სენტიმენტების გაუარესების ფონზე დეპოზიტების უცხოურ ვალუტაში კონვერტაციების გამო გაუფასურდა, დღეის მდგომარეობით, თითქმის ომამდე ნიშნულზეა გამყარებული, ჩვენი მოლოდინების შესაბამისად, ვინაიდან დეპოზიტების ლარიზაცია თვის მეორე ნახევარში კვლავ გაიზარდა, კონფლიქტის ესკალაციას კი სავალუტო ბაზარი სიჭარბით შეხვდა.მარტში წლიურმა ინფლაციამ 4.3% შეადგინა - გაწლიურებულ თვიურ ჭრილში, 8.6% - და, ჩვენი წინასწარი პროგნოზით, რომელიც მოვლენათა განვითარების პარალელურად დაზუსტდება, წლის ბოლოსთვის 5%-ს გადააჭარბებს, ნავთობისა და ელექტროენერგიის ტარიფების ზრდის პირდაპირი და არაპირდაპირი ეფექტების, აგრეთვე გლობალურ ბაზრებზე საკვების, სასუქებისა და ტრანსპორტირების ხარჯების ზრდის ფონზე. თუმცა, აღსანიშნავია, რომ გლობალური ფასების ზრდა საქართველოს სასაქონლო პროდუქტების ექსპორტის ზრდის პერსპექტივაზეც მიუთითებს, მიუხედავად ნავთობის იმპორტის გაძვირებისა. ამავდროულად, გასათვალისწინებელია ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნებიდან გაზრდილი მოთხოვნა და მიგრაციის პოტენციური ეფექტიც.სხვა მაჩვენებლების კუთხით, საქსტატის მონაცემებით, თებერვალში ეკონომიკურმა ზრდამ 8.8% შეადგინა. ამავდროულად, მარტში ზრდის შენელებაა მოსალოდნელი, ახლო აღმოსავლეთსა და უკრაინაში ომის დასრულების ვადების ირგვლივ კი კვლავ დიდი გაურკვევლობაა - სავალუტო ნაკადების ნაწილობრივ პოტენციური გადინების გადავადება საბაზო სცენარის ზრდის არგუმენტია, თუმცა, მეორე მხრივ, ახლო აღმოსავლეთის ესკალაცია ახალ უარყოფით შოკს წარმოადგენს. მიმდინარე ანგარიშის ბალანსი რეინვესტიციის გარეშე 2025 წელს, ჩვენი პროგნოზების შესაბამისად, დადებითი იყო, რაც ნიშნავს, რომ საქართველომ, პირველად, დანარჩენი მსოფლიოსგან მეტი შემოსავალი მიიღო, ვიდრე ჯამურად ქვეყანამ დახარჯა.და ბოლოს, რას ნიშნავს მიმდინარე მოვლენები თიბისი კაპიტალის დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ჭრილში? ვინაიდან, ჩვენი შეფასებით, აშშ დოლარის მიმდინარე გამყარება საშუალო და გრძელვადიანი ფაქტორების ცვლილებას არ ასახავს, რეკომენდაცია, რომელიც გასული კვირის ერთგვერდიან შეჯამებაშია მოცემული, უცვლელი რჩება.იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე: https://tbccapital.ge/ge/publications/all-publications/singleview/30007462-macro-update-georgia
1775211819
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ადგილობრივი წარმოების ზრდის ხელშეწყობას, ბაზრის სტაბილურობის უზრუნველყოფას და ხორბლის სექტორში კონკურენტუნარიანობის გაძლიერებას. შეხვედრაზე ფერმერების საჭიროებებზე, წარმოების ეფექტიანობის ამაღლების გზებსა და სახელმწიფოს მხარდაჭერის მექანიზმების შემდგომ განვითარებაზე იმსჯელეს.დავით სონღულაშვილის თქმით, დარგთან ეფექტიანი კომუნიკაციისა და ფერმერების საჭიროებების დროული გათვალისწინების მიზნით, სამინისტროში შეიქმნება მინისტრთან არსებული დარგობრივი საბჭოები.„მინისტრთან არსებული დარგობრივი საბჭოები მოგვცემს შესაძლებლობას, სისტემატურად შევხვდეთ დარგის წარმომადგენლებს და ერთად განვიხილოთ არსებული გამოწვევები და საჭიროებები. აღნიშნული ფორმატი ხელს შეუწყობს დარგის განვითარებას, არსებული პრობლემების დროულ იდენტიფიცირებას და ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღებას. მეხორბლეობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა სოფლის მეურნეობაში და სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია დარგში ჩართული თითოეული რგოლის მოსაზრებები იყოს განხილული“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.ხორბლისა და ფქვილის მწარმოებლებმა მინისტრის ინიციატივა დადებითად შეაფასეს და აღნიშნეს, რომ მსგავსი ფორმატის თანამშრომლობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს დარგში არსებული გამოწვევების გადაჭრას.„განვიხილეთ მიმდინარე პროცესები, რომლებიც მსოფლიო ტენდენციების გავლენით ვითარდება და ასახვას პოულობს როგორც რეგიონში, ისე საქართველოში, მათ შორის ხორბლის, ფქვილისა და პურის ფასებთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია, რომ ამ გამოწვევების ფონზე შევინარჩუნოთ ბაზრის სტაბილურობა. შეხვედრაზე გავაჟღერეთ კონკრეტული წინადადებები და ვიმსჯელეთ მათი განხორციელების გზებზე. ასევე, შევთანხმდით, რომ დარგობრივი საბჭოების შექმნა იქნება ეფექტიანი პლატფორმა, სადაც რეგულარულად განვიხილავთ პრობლემებს და მათი გადაწყვეტის გზებს“, - აღნიშნა ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ.გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილეები ლაშა ავალიანი და ლაშა დოლიძე, ასევე, შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
1775209852
ამ ეტაპზე მიმდინარეობს კოლექტორის 7-კილომეტრიანი მონაკვეთის გაწმენდა ხე-ბუჩქნარისა და დაგროვილი ნატანი მასისგან. აღნიშნული კოლექტორი წყლით ამარაგებს 67 ჰექტარზე განთავსებულ ტბორსაც.ჩატარებული სამუშაოების შედეგად მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება როგორც ტბორის წყალმომარაგება, ისე სოფელ ჭიაურის ტერიტორიაზე წყლის მიწოდება. სისტემის გამართული ფუნქციონირება უზრუნველყოფს მიწების დროულ მორწყვას და წყლის რესურსების რაციონალურ მართვას.
1775206302
შეხვედრების მთავარი თემა 2026 წლის რთველისთვის მზადება იყო. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ჭარბი მოსავლის შემთხვევაში, თუ კერძო სექტორი ყურძნის შესყიდვის ინტერესს არ გამოხატავს, სახელმწიფო განსაზღვრავს შესასყიდ ფასებს შაქრიანობის მიხედვით. „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონის შესაბამისად ნებადართული ჯიშების ყურძნის შემთხვევაში, თუ შაქრიანობა აღემატება 20%-ს, ფასი 1.30 ლარია, 17%-დან 20%-მდე შაქრიანობის შემთხვევაში - 0.80 ლარი, ხოლო 17%-ზე ნაკლების შემთხვევაში - 0.30 ლარი. რაც შეეხება საფერავს, 22%-ზე მეტი შაქრიანობის შემთხვევაში ფასი 1.50 ლარია, 17%-დან 22%-მდე - 0.90 ლარი, ხოლო 17%-ზე ნაკლების შემთხვევაში - 0.30 ლარი.„რთველის სამზადისი წელს ადრე დავიწყეთ, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, პროცესი უფრო ორგანიზებულად წარიმართოს. დიფერენცირებული ფასის დადგენა ზრდის მოტივაციას, რომ მევენახეებმა უფრო ხარისხიანი მოსავალი აწარმოონ. ჩვენ ვზრუნავთ დარგის ჯანსაღ, გრძელვადიან განვითარებაზე და, ამასთანავე, ვაცნობიერებთ ჩვენს სოციალურ პასუხისმგებლობას ფერმერების მიმართ, რათა ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩეს. თუმცა, დარგის მომავლის გათვალისწინებით, ჩასაბარებელი ყურძენი აუცილებლად უნდა იყოს ხარისხიანი“, - აღნიშნა ლევან მეხუზლამ.შეხვედრაზე სააგენტოს თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა იმ ღონისძიებებზე, რომლებიც რთველის პერიოდში ყურძნით დატვირთული ტრანსპორტის ნაკადის ორგანიზებულ მართვას უზრუნველყოფს. მოსავლის აღრიცხვა განხორციელდება ელექტრონული სასწორების მეშვეობით, რომლებიც ინტეგრირებული იქნება ერთიან ელექტრონულ ბაზაში, რაც პროცესის გამჭვირვალობასა და მევენახეების ნდობას გაზრდის. გარდა ამისა, ღვინის საწარმოები აღიჭურვება შაქრიანობის საზომი თანამედროვე მოწყობილობებით.შეხვედრებს სიღნაღის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ჯანიკაშვილი, დედოფლისწყაროს მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ ვაჭარაძე ესწრებოდნენ.აღსანიშნავია, რომ ღვინის ხარისხის რეფორმასთან დაკავშირებული მსგავსი შეხვედრები უკვე გაიმართა კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში.
1775205113
სოფლის განვითარების სააგენტოს თანამშრომლები გაეცნობიან თურქეთის სასოფლო-სამეურნეო დაზღვევის ფონდის (TARSIM) პრაქტიკას, კლიმატის ცვლილების გავლენას სასოფლო-სამეურნეო წარმოებასა და სადაზღვევო სისტემების გამოყენებით რისკების მართვის შესაძლებლობებს.სწავლებას ჩაატარებენ თურქეთის რესპუბლიკის სასოფლო-სამეურნეო და სატყეო სამინისტროს სასოფლო -სამეურნეო დაზღვევის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი სეიფეთთინ გიუნი, თურქეთის სასოფლო-სამეურნეო დაზღვევის ფონდის (TARSIM) სასოფლო-სამერნეო კულტურების დაზღვევის დირექტორის მოადგილე ელიფ ბედირი და ცხოველთა სიცოცხლის დაზღვევის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ფათიჰ ქოჯა.ტრენინგი ხორციელდება თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA) მხარდაჭერით და მიზნად ისახავს აგროდაზღვევისა და სოფლის მეურნეობაში რისკების მართვის მიმართულებით ცოდნის გაღრმავებას.აღსანიშნავია, რომ აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამას სოფლის განვითარების სააგენტო 2014 წლიდან ახორციელებს და ის ფერმერებისთვის მნიშვნელოვანი მხარდამჭერი ინსტრუმენტია მოსავლის კლიმატური რისკებისგან დაცვის კუთხით.
1775204820
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ადგილობრივი წარმოების ზრდის ხელშეწყობას, ბაზრის სტაბილურობის უზრუნველყოფას და ხორბლის სექტორში კონკურენტუნარიანობის გაძლიერებას. შეხვედრაზე ფერმერების საჭიროებებზე, წარმოების ეფექტიანობის ამაღლების გზებსა და სახელმწიფოს მხარდაჭერის მექანიზმების შემდგომ განვითარებაზე იმსჯელეს.დავით სონღულაშვილის თქმით, დარგთან ეფექტიანი კომუნიკაციისა და ფერმერების საჭიროებების დროული გათვალისწინების მიზნით, სამინისტროში შეიქმნება მინისტრთან არსებული დარგობრივი საბჭოები.„მინისტრთან არსებული დარგობრივი საბჭოები მოგვცემს შესაძლებლობას, სისტემატურად შევხვდეთ დარგის წარმომადგენლებს და ერთად განვიხილოთ არსებული გამოწვევები და საჭიროებები. აღნიშნული ფორმატი ხელს შეუწყობს დარგის განვითარებას, არსებული პრობლემების დროულ იდენტიფიცირებას და ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღებას. მეხორბლეობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა სოფლის მეურნეობაში და სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია დარგში ჩართული თითოეული რგოლის მოსაზრებები იყოს განხილული“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.ხორბლისა და ფქვილის მწარმოებლებმა მინისტრის ინიციატივა დადებითად შეაფასეს და აღნიშნეს, რომ მსგავსი ფორმატის თანამშრომლობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს დარგში არსებული გამოწვევების გადაჭრას.„განვიხილეთ მიმდინარე პროცესები, რომლებიც მსოფლიო ტენდენციების გავლენით ვითარდება და ასახვას პოულობს როგორც რეგიონში, ისე საქართველოში, მათ შორის ხორბლის, ფქვილისა და პურის ფასებთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია, რომ ამ გამოწვევების ფონზე შევინარჩუნოთ ბაზრის სტაბილურობა. შეხვედრაზე გავაჟღერეთ კონკრეტული წინადადებები და ვიმსჯელეთ მათი განხორციელების გზებზე. ასევე, შევთანხმდით, რომ დარგობრივი საბჭოების შექმნა იქნება ეფექტიანი პლატფორმა, სადაც რეგულარულად განვიხილავთ პრობლემებს და მათი გადაწყვეტის გზებს“, - აღნიშნა ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ.გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილეები ლაშა ავალიანი და ლაშა დოლიძე, ასევე, შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
1775201520
შესაბამისად, ჯერჯერობით, ინფლაციის სტატისტიკაზე საწვავის გაძვირების ეფექტი სრულად არ ასახულა, რაც განსაკუთრებით მარტის უკანასკნელ დღეებში გაძვირდა, ხოლო 2026 წლის 1 აპრილიდან კი ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფიც გაიზარდა, რაც უკვე აპრილის ინფლაციაზე მოახდენს გავლენას.2026 წლის მარტში ინფლაცია ჯგუფების მიხედვით ასე ნაწილდებოდა:სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 7.5%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 2.57 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: თევზეული (21.2 %), ხილი და ყურძენი (13.4%), პური და პურპროდუქტები (9.6%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (9.6%), ზეთი და ცხიმი (7.7%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (5.3%), ბოსტნეული და ბაღჩეული (4.9%), რძე, ყველი და კვერცხი (4.5%), ყავა, ჩაი და კაკაო (3.8%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (2.1%);ტრანსპორტი და საწვავი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 4%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.49 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა სატრანსპორტო მომსახურებაზე (7.3%) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების საწვავით ექსპლუატაციაზე (5.7%);სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: ჯგუფში ფასები გაიზარდა 9.8%-ით, რაც 0.48 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები, ძირითადად, მომატებულია ქვეჯგუფებზე: პირადი ნივთები, სხვა კატეგორიებში ჩაურთველი (58.1%), დაზღვევა (8.5%), პირადი ჰიგიენა (4.3%);ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 6.2%-ით, რაც 0.39 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. მოცემულ პერიოდში ფასები გაზრდილია როგორც თამბაქოს ნაწარმზე (8%), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (4.6%).რაც შეეხება თვიურ ინფლაციას (ფასების საერთო დონე მარტში, თებერვალთან შედარებით), 0.8 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.
1775199960
5 მილიონი ლარი ხელფასის სახით - ნათია ჯანაშიას და მისი მეუღლის კონტრაქ...
1774337269
ნათია ჯანაშია ლონდონის სასამართლოში შეტანილი სარჩელით ყველა ქართველ მო...
1774859308
2026 წლის თებერვალში ეროვნული ბანკის შესყიდვებმა $429.3 მილიონი შეადგი...
1774448340
სებ: ბოლო ერთი წლის მონაცემებით, ღია ბანკინგის სერვისების ჯამურმა გამო...
1774599275
ტარიფის ზრდა დარგის განვითარებისთვის გამართლებული იქნება - გია არაბიძე
1774526100
