თიბისისა და საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, 3 ოქტომბერს, საქართველოში პირველად საერთაშორისო AI კონფერენცია „Crossroad AI“ გაიმართა.
კონფერენციამ შექმნა სივრცე, სადაც საერთაშორისო გამოცდილება და ადგილობრივი AI შესაძლებლობები ერთმანეთს შეხვდა და ახალი თანამშრომლობებისთვის საფუძველი შეიქმნა. ღონისძიებას 500-ზე მეტი ქართველი და უცხოელი AI პროფესიონალები, ინჟინრები, მკვლევრები და ტექნოლოგიური ლიდერები ესწრებოდნენ.
თიბისი ტექნოლოგიური განვითარებისა და ინოვაციების მიმართულებით AI ეკოსისტემის განვითარების მოწინავე ბრენდია საქართველოში და ტექნოლოგიური განათლების მთავარი მხარდამჭერია. თიბისი აქტიურად უწყობს ხელს ქვეყანაში ხელოვნური ინტელექტის სფეროს განვითარებას, AI ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ინიციატივების განხორციელებასა და ადამიანური კაპიტალის გაძლიერებას. სწორედ ამ ხედვის ნაწილია Crossroad AI-ის მხარდაჭერაც.
წლევანდელი Crossroad AI-ის მთავარი თემა იყო ხელოვნური ინტელექტის გავლენა ცოდნაზე დაფუძნებულ ეკონომიკაზე, მათ შორის დეველოპმენტზე, პროდუქტების შექმნასა და კომპანიების კორპორატიულ ფუნქციებზე.
კონფერენციაში 20-მდე საერთაშორისო და ქართველი სპიკერი მონაწილეობდა წამყვანი AI კომპანიებიდან. სპიკერებმა რეალური გამოცდილება გააზიარეს და ისაუბრეს იმაზე, რა მუშაობს დღეს და როგორ იცვლება AI-ის განვითარებასთან ერთად ინჟინრების, პროდუქტის გუნდებისა და მენეჯერების ყოველდღიური საქმიანობა.
მოწვეულ 25 სპიკერს შორის იყვნენ ისეთი წამყვანი საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლები, როგორიცაა Anthropic/Claude, Google/Gemini, YouTube, Hugging Face, ElevenLabs, Make და სხვა.
კონფერენცია ორ - Builders და Applied მიმართულებას აერთიანებდა და მოიცავდა AI-ზე დაფუძნებულ დეველოპმენტს, AI აგენტებს, ღია და ხმოვან მოდელებს, პროდუქტებსა და ბიზნესპროცესებში AI-ის გამოყენებას.
ღონისძიების ფარგლებში მენეჯერებისა და დეველოპერებისთვის პრაქტიკული ვორქშოფებიც ჩატარდა.
თიბისისთვის მნიშვნელოვანია, საქართველოში შეიქმნას გარემო, სადაც ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ AI-ის მიმართულებით თანამედროვე ცოდნა, განივითარონ შესაბამისი უნარები და აქტიურად ჩაერთონ ტექნოლოგიური მომავლის შექმნაში.













