საქართველოს ბანკის sCoolApp-ში ტრივიას ახალი სეზონი იწყება. ამჯერად, თამაშის გამარჯვებულებს განსაკუთრებული პრიზი ელოდებათ - სამი გამარჯვებული გუნდის წევრები მშობლებთან ერთად პარიზში,დისნეილენდში გაემგზავრებიან.

ტრივია sCoolApp-ის შემეცნებით-გასართობი თამაშია, რომელიც მოსწავლეებს ცოდნის გამოცდისა და ახალი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას აძლევს. თამაშში მონაწილეობის მისაღებად მოსწავლეებმა სამკაციანი გუნდები უნდა შექმნან. გუნდებს ყოველდღიური მისიების შესრულება მოუწევთ. მისიები სხვადასხვა კატეგორიის კითხვებს მოიცავს, მოსწავლეები კი ქულებს სწორი და სწრაფი პასუხებით დააგროვებენ.

კითხვები ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით არის დაყოფილი, რაც იმას ნიშნავს, რომ მონაწილეები საკუთარ თანატოლებს ეჯიბრებიან. გუნდებს ყოველდღიურად ხუთი მისიის შესრულება მოუწევთ. ამასთან, თამაშის ყოველდღიური აქტივობით მოსწავლეები მონეტებსაც დააგროვებენ, რომელთა გადაცვლა sCoolApp-ის მარკეტში განთავსებულ საჩუქრებსა და პარტნიორი კომპანიების ვაუჩერებში შეეძლებათ.

ტრივიას ახალ სეზონში, საჩუქრების მიღების შესაძლებლობა ყველას აქვს. სეზონის მთავარ პრიზს კი სამი საუკეთესო გუნდი მიიღებს - გამარჯვებული გუნდების თითოეული წევრი მშობელთან ერთად პარიზში, დისნეილენდში გაემგზავრება.

ინფორმაციისთვის, sCoolApp სპეციალურად მოსწავლეებისთვის შექმნილი აპლიკაციაა, რომელსაც უკვე 185,000-მდე მოსწავლე იყენებს. აპლიკაცია მომხმარებლებს სხვადასხვა შეთავაზებასა და ფუნქციონალს სთავაზობს, მათ შორის, შემეცნებით და გასართობ აქტივობებს.

თუ თქვენს შვილს ჯერ არ აქვს sCoolApp, გადმოწერეთ აპლიკაცია ამ ბმულზე.